ლიტერატურულ-შემეცნებითი... _ ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... პროზა... იუმორი, სატირა... პოეზია... გამოცემული წიგნები...

четверг, 15 ноября 2007 г.

”ხატოვანი მოტივაციები” ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი _ the magazine "Image-Bearing Motivations"

გზამკვლევი... _ ინფორმაცია, ესსე, პუბლიცისტიკა, პროზა, იუმორი, სატირა, ზღაპრები, ფსიქოლოგიური შტრიხები, მოგონებების კალეიდოსკოპი, პოეზია...
====
გზამკვლევი... _ გამოცემული წიგნები; ანოტაციები, ამონაკრები კრებულებიდან, ფაქტები, ფოტოები, ჟურნალ ”ხატოვან მოტივაციების” მიმოხილვა, სტატიების ნუსხა...
====









”ხატოვანი მოტივაციები” ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი
the magazine "Image-Bearing Motivations"






ლიტერატურულ-შემეცნებითი ძიებანი...
მწიგნობართა მოსაზრებანი და სახოვანი ეპიზოდები...
ხასიათის, ქცევების თუ მათ განმსაზღვრელ მიზეზთა ”შეფერადება” და
სახეების მეტამორფოზა _ ფსიქოლოგიური სილუეტები. ...თემატური მოტივები და
წიაღსვლები... აზრთა შედგენა-დაპირისპირებისა და მოტივაციების ხატოვანი ნიმუშები... მტკიცებანი და არგუმენტები... შემოქმედებითი საწყისის გაღრმავება და მხატვრული ფანტაზიით აღმოცენებული მეცნიერული წინასწარხედვა... მხნეობა და სააზროვნო წესრიგი... ”წაიკითხეთ პატარებთან ერთად” ბიბლიოთერაპიის პასაჟები... პუბლიცისტური ტროპები...

გამოცემული ნომრების ანოტაციები:
”ხატოვანი მოტივაციები” _ ლიტერატურულ შემეცნებითი ჟურნალი 1/2004
ქვეგანყოფილებები:
ზოგი რამ სწავლებისა და ხატოვანი აზროვნების შესახებ...
ჰომო საპიენსი და ტიპაჟების სილუეტები...
პუბლიცისტური ტროპები...
ლექსები, არაკები, ზღაპრები, თამაშები, ფსიქოწკიპურტები და რჩევები...
შინაარსი:
შესავალი -რედაქტორი
”ხატოვანი სწავლება და ხასიათები, ტიპაჟები ფსიქოლოგიურ პორტრეტთა ნიმუშები” _ გადმოაქართულა ცირა გოგეშვილმა
(ჟურნალის რედაქციამ წერილის ”ხატოვანი სწავლება და ხასიათები”-ის მომზადების დროს, ისარგებლა რუსეთის წიგნის გამოცემის ფედერალური პროგრამის ეგიდით გამოშვებული სახელმძღვანელოთი, სახელწოდებით ”ფსიქოლოგისა და პედაგოგის ურთიერთობა სასაწავლო პროცეში”)
შეხსენება მცნებათა სახით ...” ნუ დაუშვებენ მათ ურთიერთობას თვალთმაქც, ორგულ და გარყვნილებაში მყოფ ადამიანებთან...” ნაწყვეტი აღებულია ბერძენი საეკლესიო მოღვაწის ნაშრომიდან...
ფსიქოიმუნიტეტი _ ...”და თუ მოგეჩვენება, რომ შენი სახე, შენვე აღარ გეკუთვნის, თვალები თითქოს დაშრეტილა და სიცარიელეში ჩაძირულა, გაფრთხილდი! შენ ღალატობ საკუთარ თავს, წარსულს, აწმყოს და მომავალსაც..._ (რედაქტორი).
”ფსიქოწკიპურტები” _ ჯუანშერი
”ფიზიონომიისა და ხვანცარიკობის სახალისო პარალელები ”_ რედაქტორი
”ნუგბარი” (იგავ-ზღაპარი) მეიგავარაკე
”იყო ერთი ჩოკინა” (საბავშვო ლექსი) _ცირა გოგეშვილი
”სახელგატეხილი ძაღლი ჩიბიტო” (ზღაპარი) -ჯანრი გოგეშვილი
მუსიკალური გვერდი _ ”ქალაქი და სოფელი” ლექსი ნ.დუმბაძისა, მუს. ჯ. ადამაშვილის
ერთად ერთი გზა ხსნისა საკუთარი მხნეობა და გამრჯელობაა _ილია ჭავჭავაძე
ტესტები ინტელექტუალობაზე...
”უწყვეტი ლოცვა” (ლექსი) _ცირა გოგეშვილი

”ხატოვანი მოტივაციები” -ლიტერატურულ- შემეცნებითი ჟურნალი
ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი”
”მწიგნობრულ-მისიონერული ფონდი”

”ხატოვანი მოტივაციები” _ლიეტრატურულ-შემეცნებითი ჟურნალი 2/2004
ქვეგანყოფილებები:
ზოგი რამ სწავლებისა და ხატოვანი აზროვნების შესახებ...
ნაცნობი სახეების ფსიოქოლოგიური შტრიხები...
პუბლიცისტური ტროპები...
იუმორი, სატირა...
ლექსები, არაკები, ზღაპრები, თამაშები, ფსიქოწკიპურტები და რჩევები...

შინაარსი:
”სიცოცხლე იგი ვესწრაფვით რასაც...” (ესეი)_ ”შეოქმედი თავისებურად ცდილობს ”გამჟღავნებული სწავლების” შეცნობის კვალდაკვალ ჩასწვდეს და ეზიაროს ”სწავლების იდუმალ მხარეს” _რედაქტორი
”ნაცნობი სახეების ფსიქოლოგიური შტრიხები”_ (”სავარძლის დისიდენტები”, ”გაუცვეთავი გაცვეთილები”, ”სუპერკალმაგირი”, ”მოსწრებულნი”, ”სუროგატი”, ”მოაზროვნე” _რედაქტორი
ლექსები _ ჯუანშერი
ხატოვანი სწავლება და ხასიათები (გაგრძელება, დასაწყისი იხ.-1) _გადმოაქართულა ცირა გოგეშვილმა.
რევოლუციური მოტივაციები... (სატირა) _ ჯანრი გოგეშვილი
პუბლიცისტური ტროპები...
წაიკითხეთ პატარებთან ერთად ”ხოჭო ვარ და ხოჭოჭა” (საბავშვო ლექსი) ცირა გოგეშვილი
გონჰუ _ (ზღაპარი) -ჯანრი გოგეშვილი
ფსიქოწკიპურტები ”მხიარული სკივრიდან”
თანამშრომლობა შეხედულებათა სრულყოფის მიზნით...

”ხატოვანი მოტივაციები” _ ლიეტერატურულ შემეჩნებითი ჟურნალი) _
”ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი”
”მწიგნობრულ-მისიონერული ფონდი”

”ხატოვანი მოტივაციები” -ლიტერატურულ სემეცნებითი ჟურნალი 1 (3) 2006
ქვეგანყოფილებები:
”საფრთხე არსებობს ხომ ცოლებისათვის, შვილებისათვის, სამშობლო ქვეყნისათვის და, ერთი სიტყვით, ყველაფრისთვის, რის გამოც...”
თავის.უ.ფლობის საბრძოლო ხელოვნება
”ვედრება შენი _ კიბედ აიგე”
...”ახლა ბერობა ხანძთელის უნდა”...
დრონი (ფოტომატიანე)
მწერლობა მძიმე, მაგრამ საპატიო ხვედრია ... იღბალზე რაღას იტყვით...
ჩემი სიყვარულის მამაონტი (ინტერვიული თხრობა)
ლექსები, არაკები, ძღაპრები, იუმორი, სატირა...
მუსიკა
პუბლიცისტური ტროპები....
სააზროვნო სივრციოს პერიპეტიები... _ ვივატ ბიბლიოთეკა!
(”ივაჭრეთ ლამაზი ფეხებით და არა ფეხსაცმელებით!”)
შინაარსი:
საქართველოს პრეზიდენტს,
შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს,
ბატონ მიხეილ სააკაშვილს,
თავდაცვის მინისტრს
ბატონ ირაკლი ოქრუაშვილს,
საქართველოს პარლამენტს _

...”ქართული სახელმწიფოს ზეობის ხანაში, საქართველო ის გამორჩეული ქვეყანა გახლდათ, სადაც სასულიერო, საერო თუ სახელმწიფო მოღვაწეობის ასპარეზად ქცეული ”მწიგნობართუხუცესისა” და ”მწიგნობართა ინსტიტუტი” მართავდა ქვეყანას”
...”ვფიქრობთ, კრებული სერიით _ ” მხედრული დიდების პოეზია” კარგი ”სამახსოვრო” იქნება, როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის, ისე ახალწვეულებისთვის, ქართული არმიის ჯარისკაცებისთვის და თავად ოფიცრებისთვის...”
პატივისცემით ”ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი-”ს სახელით ჯანრი გოგეშვილი
იაკოდო -თავის.უ.ფლობის საბრძოლო ხელოვნების კარატეს ფედერაცია -გვესაუბრება ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ნოდარ ხინჩიკაშვილი, ხარისხის შავი ქამრის მფლობელი _მინაწერი: კოპალა ქართულ ფოლკლორში შემორჩენილი მითიური გმირია განსაკუთრებით განდიდებულია კოპალა კარატიონი, მხარგანიერი, მხართეთრი დევთა და ქაჯთა რისხვა...
ფსავ-ხევსურეთში გადმოცემის თანახმად:...”
ლექსები _ჯუანშერი
არქიმანდრიტი შიო -ლექსები
...”ახლა ბერობა ხანძთელის უნდა,
არა სილაჩრის, არა სიშიშვლის,
არა მღვიმეში მოკალათების,
ან რუდუნებით დაცდა სიკვდილის,

არამედ მისვლა პატრონად ერის,
მამად, მომვლელად თავის ჯილაგის,
ახლა ბერებად ლომები გვინდა,
რომ ხიდი გადონ ციდან მიწამდის!”
დრონი (ფოტომატიანე)
ინტერვიული თხრობა... - ჩვენი სტუმარია ცნობილი ქართველი მწერალი ავთანდილ ადეიშვილი (”გამოხმაურება” _ ჭაბუა ამირეჯები, რობერტ სტურუა).
იუბილარი _ ზაზა ქინქლაძე _50
”ვინმე როგორ არ გამოვა მედავლურე, მეცერე?
ქართულს ვცეკვავ!
მარტო ვცეკვავ!
ქართველებო, მეცეკვეთ!”
წაიკითხეთ პატარებთან ერთად _ ცირა გოგეშვილი _”ზეციურ იდუმალებასთან ”მიახლების” წადილით აღძრული მწველი შეგრძნენებები...” (ლექსები)
პლიყვისგან ჩაყლაპული ტბა და აქვარიუმში გაჭედილი ლოქო _(ზღაპარი) _ ”მუჭაკუდა ზღაპრები”-ჯანრი გოგეშვილი
ხსოვნა_”იგი თავისი კუთხის ღირსეული შვილი და ქართველი მწერლების გულმხურვალე მასპინძელი გახლდათ...”-”ხმა მოწვდენილი”-რევაზ ლორია -ლექსები
საქანელა
”სტრიქონებშუა ქროლვა ტკბილია,
ხან აქანდება, ხან დაქანდება...
ჩემი ცხოვრების ხეს ყვავილიანს
ლექსი ჰკიდია, ვით საქანელა.”
...
შეხვედრა გურიაში -ფოტომატიანე
”თოვლი მოდის”_მუსიკა ჯ. ადამაშვილისა ლექსი ლ.ერაძის
გიორგი ხინჩიკაშვილი -ლექსები
”ოხ რა ძნელია,
ოხ რა ძნელია ბრძოლაში მარცხი,
ოხ, როგორ მტანჯავს,
თუნდაც იყოს იგი უსისხლოდ...”
პუბლიცისტური ტროპები _ლექსები
ტვინქამარა (იგავ-ზღაპარი) ა.კვირკველი
თემატური მოტივები...
ლიტერატურა _ხალხის ჭკვა, ხალხის გონება... და განათლების ხარისხია. ილია
სააზროვნო სივრცის პერიპეტიები... ვივატ ბიბლიოთეკა! _ ჯანრი გოგეშვილი
გამოცემული წიგნები...
”ხატოვანი მოტივაციები” _ ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი
”ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი”
რედაქტორი და გამომცემელი, კომპიუტერული უზრუნველყოფა და დიზაინი ჯანრი გოგეშვილი
პასუხისმგებელი მდივანი ცირა გოგეშვილი

”ხატოვანი მოტივაციები” _ ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი 2(4)2005
ქვეგანყოფილებები:
შფოთ-ამბოხი
”მოდუს-ვივენდი”
”მედიცინა, რომელიც ადამიანს ემსახურება, ხელოვნებასაც მიეკუთვნება და მეცნიერებასაც”
პოეზია
”ჯავრი”(ანტიპოემ,ა)
”ვაშინერსი”
”გასარწმუნოებული მეცნიერება”
სიტყვის რაინდი
არაკები, ზღაპრები, იუმორი, სატირა
დრონი (ფოტომატიანე)
პუბლიცისტური ტროპები...
”პატივი მიაგე ნაბოძებ სიქველეს _შინაგან წესრიგს...”

შინაარსი:
”შფოთ-ამბოხი”...
”მოდუს ვივენდი” (დავუგებთ კი, ეშმაკს მახეს?)
მედიცინა, რომელიც ადამიანს ემსახურება... (ჟურნალ ”ხატოვანი მოტივაციების” სტუმარია დღეს უკვე ცნობილი მკურნალი, ჰომეოპათიის ტრადიციული მედიცინის კაბინეტის გამგე, საქართველოს ლიგის პრეზიდენტი ბატონი თორნიკე ალაშვილი.
ჯავრი (ანტიპოემა) _ გრიგოლ რუხაია
”აი, საქართველო, ქვეყანა წრფელი _
სად მიმოჰყარა ათასი ფერი
უფალმან ჩვენმან!
ბოსფორიდან გალენჯიხამდე
და ურ-ართიდან ქურმუხის წელამდე
იბერიელთა
სისხლი
სცემს
ჩქერად!”
...
ხსოვნა _ ამირან კალაძე 60
”მე არ მოვხუცდები...
არ ვცოდავ ვიცი და
ჰაერს ვეფერები სანამ ჩავისუნთქავ...”
”მერე იომე ქველთა ენით და გაარაკდი...” _ ჯუანშერი
რეპლიკა -თანამედროვე ”ამორძალები” _მოფერებითა და კეთილი სურვილებით...
წაიკითხეთ პატარებთან ერთად _საპნიქაფიას მზითევი (ზღაპარი) მუჭაკუდა ზღაპრები _ ჯანრი გოგეშვილი
...თემატური მოტივები _”ვაშინერსი”
სიახლოვე (მიმოხილვა, ლექსები) _ კახა მანჯავიძე
”მიწვდება ლექსი, მსგავსად ფრთოსანის,
შორეულ მწვერვალს, მსგავსი მისნობის,
პოეზიაა სული მგოსანის!
მუზა-გვირგვინი მარადისობის!”
იანვარი, 2000წ. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთ, კულტურის ყოველ მეოხსა და მესვეურს _ შემოქმედთა გაერთიანება ”ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრი”-ს მიერ შემუშავებული იქნა ყოველწლიური პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის დებულება...
"გამეცნიერებული სარწმუნეობა და გასარწმუნოებული მეცნიერება" ...ამჟამად გთავაზობთ პრემიის მინიჭების ცერემონიალის აღმნიშვნელ ფოტომასალებს და კომიტეტის სხდომაზე ჩემს მიერ წაკითხულ დღემდე გამოუქვეყნებელ წერილს...
პატივცემულო ბატონებო
მოხარული ვარ, რომ დღეს საშუალება მეძლევა თქვენი ყურადღება მივაპყრო, ჩვენი დროის გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწის, ქართული სამოციქულო ეკლესიის ისტორიის მკვლევარის, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, მთავარეპისკოპოსის ანანია ჯაფარიძის მეცნიერულ-შემოქმედებით მოღვაწეობას... ”ეროვნული ცნობიერების ანალიტიკური ცენტრის სახელით”...
ორატორული ხელოვნებისათვის _ შემდგომ ამისა იყო სურვილი ნომინაციაზე ”ორატორული ხელოვნებისათვის” (რაც თავისთავად გულისხმობდა პიროვნების საზოგადოებრივ მოღვაწეობასა და პატრიოტულ სულისკვეთებას) წარგვედგინა თვალსაჩინო მკურნალი და საზოგადო მოღვაწე, ქართული პოეზიის თაყვანისმცემელი, მშვენიერი ლექსების ავტორი და ხელოვანი ორატორი ბატონი ვახტანგ ბოჭორიშვილი...
სიტყვის რაინდი _ (რედაქტორი) _ პოეტები იბადებიან, ორატორები განიწვრთნებიან... ციცერონი
ისევ ”სააზროვნო სივრცის პერიპეტიების” შესახებ
ფოტომატიანე _ ... მათ ღირსეულად იცხოვრეს. რეჟიმის მიუხედავად შეინარჩუნეს ეროვნული სული, ტრადიციები, სტუმართმოყვარეობის ქრისტიანული მადლი... ქართული ოჯახის ხატოვანი სახეები...
ცაში ჩაკარგული ოცნებები... _ ”მქონე ამა მოწმობისა არის ნამდვილად სკოლის მოტორისტი საქართველოს რესპუბლიკის საავიაციო ჯარისა მიხეილ კვირკველია... (1918 წლის 30 ნოემბერი _საქართველოს რესპუბლიკის საავიაციო (საოფიცრო) სკოლის ხელმძღვანელობა).
პუბლიცისტური ტროპები...
აზრები
მაკურნებელი სიტყვა _ ”პატივი მიაგე ნაბოძებ სიქველეს _ შინაგან წესრიგს...
...თემატური მოტივები
”წმინდაო, ძლიერო, უკვდავო!
უკვდავჰყავ ერზედ ამაგი...
შთაბერე _ მამულს არ ავნო,
ისე გამოწვრთნა სარანგი...”
სატევარის ნაპერეკალო... ( ლექსი) _ცირა გოგეშვილი
”დრო ყველაფრის მკურნალია,
ტკივილი არ აფერმკრთალო,
უშრეტი ხარ ქართველების
სატევარის ნაპერწკალო...”

”ხატოვანი მოტივაციები” _ ლიტერატურულ_შემეცნებითი ჟურნალი
რედაქტორი და გამომცემელი, კომპიუტერული უზრუნველყოფა და დიზაინი _ ჯანრი გოგეშვილი
პასუხისმგებელი მდივანი _ ცირა გოგეშვილი
ჟურნალის ნომრების მხატვრულ გაფორმებაზე მუშაობდნენ ანა და ავთანდილ გოგეშვილები

ძვირაფასო მკითხველო...

მინდა გაცნობოთ, რომ დღემდე, თქვენს სამჯავროზე წარმოდგენილი ჟურანალ ”ხატოვანი მოტივაციების” მხოლოდ ოთხი ნომრის გამოცემა მოვახერხეთ...
ამ ურთიერთგამომრიცხავი წინააღმდეგობებით სავსე გარემოცვაში ”სპონსორი” ვერ მოვიძიეთ, თუმც არც ისე ”თავგამოდებით” გვიძებნია... მოგეხსენებათ, დროა ისეთი თუ ”ცნობილი სახე” არ ხარ, რაც სხვადასხვაგვარ აქტივობასთანაა დაკავშირებული, ისე ვერც ტელეობიექტივში მოხვდები და ვერც...
მაგრამ ახლა ინტერნეტგამოცემის მეშვეობით გავაგრძელებთ სათქმელის თქვენამდე მოტანას... წლები გადის, ქვეყნის სატკივარი კი კვლავ სატკივარად რჩება... ყველა თავისებურად ვაგრძელებთ ცხოვრებას...
...ვინ სად აშენებს სალოცავ ტაძარს,
ზოგი მწვერვალზე და ზოგი ბარად,
ზოგი სხეულში ამკობს უდაბნოს,
ზოგი ცის თაღთან ოცნებას ლამბავს...
და კვლავ ლექსად დაწერილ განმარტებას გავიხსენებ, რომელიც ”ხატოვანი მოტივაციების” 2004 წლის მე-2 ნომერში დაიბეჭდა, რუბრიკით ”პუბლიცისტური ტროპები”...

დამოუკიდებელი აზრის დატირება

ყველა მთავრობა
ჩემთვის გახლდათ დედინაცვალი,
ზოგი პრისტავი, ზოგი ნაცვალი,
კომსტრუქტურიდან
ეროვნულზე ცანგალ-ცანგალით,
პერმანენტულად გარდამავალი...

მედროვეთ ყველგან
და ყოველთვის ჰყავდათ მსტოვრები,
წრფელი იდეის მოერიშე,
ყალბად ამგდები,
თუმც ბევრს ებოძა მედალ-ორდენი,
წმენდაში მოხვდნენ
აქტიური ”სამეულებიც”...

მერე მოვიდნენ სხვაფრივ ფარულნი,
ჩუმად ლაღნი და ჩუმად სწავლულნი,
მათშიც ერია კაცი გამგები,
იმპერიულად
”ეროვნული” ჰქონდა ზრახვები...

ინფორმაციის უძღებ ბადეში,
ახლა ყველანი გავხდით მძევლები,
მავანს ჩაუდგეს თავში ”მოდემი”
და გახდა წევრი უცხო ორდენის...

ყველა მთავრობა
ჩვენთვის გახლდათ დედინაცვალი,
ზოგი პრისტავი, ზოგი ნაცვალი,
გლობალურ ქსელით
საქართველოს სარჩოს გამტანი,
პერმანენტულად გარდამავალი...
11.07.1998

ოღონდ, არვინ იფიქროს, რომ მე იმ ხალხზე ვიყო გადამტერებული, ვისთვისაც ყველა მთავრობა დედიკუნა თუ მამიკუნა იყო და არის, და არც ზოგი თვალთმაქცი რძლისა თუ სიძის გამოაშკარავებას ვაპირებ... უბრალოდ, ერთმა გამოცდილმა კაცმა მითხრა ვინ როგორც ახერხებს, ისეთი გარემოცვა ყავსო...
ამაზე შემდეგ...
ასე რომ ახლა საყოველთაოდ ცნობილი ”ქველმოქმედ Google-ის” მეშვეობით ვაგრძელებთ შებაასებას, სხვათა ნააზრევის დამუღამების თუ უბრალოდ ინტერნეტში გზააბნეულ მკითხველთან ურთიერთობის მოიმედე...
შევეცდებით რა, ჟურნალში წარმოდგენილი რუბრიკებიდან გარკვეული მასალების ”განახლებას”, მივადევნებთ შესაბამის კომენტარებს და თუ მკითხველიც იაქტიურებს, შესაძლოა ვითანამშრომლოთ კიდეც...
ღმერთმა ქნას, ქართველობის და სხვა ეროვნების, ამ მიწა-წყლის ღირსეულ შვილთა სასიკეთოდ ახდეს მომავალი... მე და ჩემისთანები კი იმით დავიიმედებთ თავს, რომ არის შემთხვევები, როცა გარკვეული მოსაზრებიდან გამომდინარე დედინაცვალიც ცდილობს ადამიანური სითბო აგრძნობინოს მშობლიურ სითბოს დანატრებულ ”ობლებს”...

პატივისცემით... ჟურანალ ”ხატოვანი მოტივაციების” რედაქტორი და გამომცემელი ჯანრი გოგეშვილი

Комментариев нет:

ფიქრობ, მსჯელობ, სუნთქავ წრფელად...