====
----
ნაცნობი სახეების ფსიქოლოგიური შტრიხები…
"სავარძლის დისიდენტები!"
ისინი მუდამ თანამდებობებზე ტივტივებენ და თანამდებობა მათი მოღვაწეობის თანმდევია… ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა არსებული საინფორმაციო არხების მეშვეობით პერმანენტულად ილაშქრებენ ”ნეგატიური მოვლენების” მისამართით… მოზომილად გამოთქვამენ ”მყვირალა”, კრიტიკულ შენიშვნებს… ხდებიან განსხვავებული შეხედულების ”მედროშენი”… საზოგადოების შეგნებაში ამკვიდრებენ აზრს, რომ ”ოპოზიციური თვალსაზრისი” ცოცხლობს… თუმც, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვეული გარიგებების ტექნოლოგიებით ხელმძღვანელობენ… მათ ყოველთვის ჰყავთ ”დამკვეთები”, ან ამფსონები მთავრობაში და მათი მეშვეობით ყოველთვის აღწევევნ სახელმწიფო ხაზინიდან ამა თუ იმ ხერხით გარანტირებული წილის მიღებას… ”სამოღვაწეო ასპარეზზე” კი, დიდი ხნით ინარჩუნებენ ”უშიშარის” სახელს. რადგან ხშირად ახერხებენ ჯერ ”არაღმოჩენილი პლანეტის” ”არარსებული მთავრობა”, ისე მარჯვედ გააკრიტიკონ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღფრთოვანებაც კი გამოიწვიონ…
ისინი ”სავარძლის დისიდენტები” არიან…
”გაუცვეთავი გაცვეთილები!”
ისინი გამუდმებით ამტკიცებენ… _არ სწყინდებათ საყოველთაოდ ცნობილ ჭეშმარიტებას, სიახლესა და ორიგინალობას მოკლებული გაცვეთილი აზრების დიდის ამბით წარმოჩენა… მათ არ გააჩნიათ სოფისტებისთვის დამახასიათებელი თვალთმაქცობის უნარი და არც მცდარ დებულებათა შერჩევა ემარჯვებათ, მაგრამ გაცვეთილი აზრებით ”მტკიცებას” იმგვარი თავგამოდებით და სიმძაფრით ახერხებენ, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აქტიური, მებრძოლი ლიდერების სახელს იმკვიდრებენ… ისინი თავიანთ ქმედებაში უმეტესწილად გულწრფელნი არიან და ამიტომაც ხშირად წარმატებას აღწევენ. აკი ამბობენ, გამეორება ცოდნის დედააო…
”სუპერკალმაგირი!”
კალმაგირი კალმის ბოროტად გამომყენებელ მწერალს ნიშნავს, მაგრამ ამჯერად ეს თვისება, მასმედიის, ე.წ. ”იმიჯმეიკერების”, ”ლობისტების”, სხვადასხვა ჯურის ადვოკატების, ”პროფესიონალი” მბრალდებლელბის დიდ ნაწილზეც ვრცელდება…
ისინი ბოროტად გამონათებულ შინაგან მზერას დეკორაციული ღიმილით ნიღბავენ… აუცილებელი არაა ამ ფსიქო-ტიპაჟის წარმომადგენელი სხვათა ლანძღვა-თრევაში იყოს დაოსტატებული. კალმის, მიკროფონის, საინფორმაციო არხების ბოროტად გამოყენება მას, ვისიმე ან რისიმე ყალბი ან შეფარული ქება-დიდებითაც შეუძლია. გააჩნია რა, სიტყვებით მანიპულირების განსაკუთრებული უნარი, სუპერკალმაგირი დროის მცირე მონაკვეთში ახერხებს შინაგანად ”არაქართველს” საქართველოზე მოჭირნახულე პატრიოტის იმიჯი შეუქმნას… ”სუროგატი” თავკაცად მოგვაჩვენოს, კომპილატორი ბრძენკაცად და ა. შ.
ეს მათი წყალობითაა ასე რომ აივსო ქვეყანა ფსევდოგენიოსებით, ”ვარსკლავებით”, ”მსოფლიო რანგის მოაზროვნეებით” და სხვა ”ელიტარული ნარჩენებით”… ისინი პანეგირიკის ოსტატები არიან…
”მოსწრებულნი!”
თითქმის ყველგან არიან და ყოველდღიური ცხოვრების რიტმს ქმნიან. მათ თანაბრად წარმატებულად შეუძლიათ იმოღვაწეონ, როგორც პოლიტიკურ ასპარეზზე, ასევე ბიზნესში, ”ზოგადად მეცნიერებაში”, ”ზოგადად ხელოვნებაში” და ა.შ.
აკრეფილი აქვთ რა საზოგადოების სხვადასხვა ფენის ინტერესები, განსხვავებული პროფესიის პიროვნებებთან ურთიერთობების მარტივი ხერხები, შეუძლიათ დიდი თუ პატარა მათთვის ღირებული წამოწყების გარშემო შემოიკრიბონ… ჩვეულებრივი მიღწევა მოვლენად აქციონ. ისინი პირადი ცხოვრების ცალკეული ეპიზოდებისგანაც კი შოუს დგამენ… მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათ ინტელექტს იჭვით უყურებს, ამასთანავე უპირობოდ აღიარებს, რომ ”მოსწრებულის” გარეშე ცხოვრება მოსაწყენი იქნება… სამწუხაროდ, მსგავსი ფსიქო-ტიპაჟების მქონე პიროვნებები ხშირად ივიწყებენ ”იდეათა ბანკის” განახლების აუცილებლობას და მეორდებიან… მაგრამ ამგვარი ქმედებისთვის შესაფერისი ალღო-უნარის შემთხვევაში, მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ…
”სუროგატი!”
იგი მუდამ ვიღაცის ან რაღაცის შემცვლელად გვევლინება… განათლება ზედაპირულად აქვს მიღებული, მოკლებულია შემოქმედებით საწყისს, თუმც მერე და მერე ახერხებს შეიმუშაოს გარკვეული წარმომადგენლობითი სახე. ხშირად თავი პედანტურად უჭირავს ანუ წარმოდგენს აზრის გარეგნულ მხარეს. ცდილობს გარეგნულ წესთა დაცვით მიაფუჩეჩოს საქმის არსი… იგი ერთგულია თავისი ”სამოქმედო წესისა”, რადგან ამგვარად ინარჩუნებს საზოგადოებრივ ადგილს და ხშირად პიროვნების, პარტიისა თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის იერსახედაც გვევლინება…
”მოაზროვნე!”
იგი შინაგანად განდეგილის ცხოვრებით ცხოვრობს… მეცნიერული, ლიტერატურული, რწმენისმიერი მისტერიებით და სამოქმედო წესის დამკვიდრებით აგებს სულისმიერ ტაძარს და თანდათანობით მას თავისებურ სიმაგრედ აქცევს. მსგავსი სულიერი აღნაგობის ადამიანები მზად არიან მიეგებონ და უმასპინძლონ სტუმრად მოსულთ, მიხედონ მწყურვალთ და დამაშვრალთ… მაგრამ თუ ვინმე თავხედობას არ მოიშლის, კარისკენ მიანიშნებენ და გაძალიანების შემთხვევაში დაურიდებლად მიაბრძანებენ, ზოგჯერ ”მოისვრიან” კიდეც…
არიან რა ტრადიციებისა და წინაპართა ნააზრევის ერთგულნი, იმავ ტრადიციებისა და ნააზრევის კვალობაზე ავითარებენ ახლებურ ხედვას… ესწრაფვიან სულიერ სრულყოფასა და სამყაროსეული ”შეგნების” შემეცნებას… უშურველად აწვდიან თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გარშემო მყოფთ, რის გამოც ობივატელთა თვალში არაპრაქტიკული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. თუმც, სასურველი სტრუქტურების არსებობის შემთხვევაში, მათ ძალუძთ არსებითი წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი ცხოვრების სასიკეთოდ ფორმირებაში…
უმეტეს წილად ისინი არ უყვართ, მაგრამ თავისებურად პატივს სცემენ და რიდი აქვთ. ძირეული კი, ისაა, რომ ”მოაზროვნის” გონებრივ, ინტელექტუალურ უპირატესობას, თუმც ძვირად აღიარებენ, მის აზრს ხშირად ფარულად ითვალისწინებენ და გარკვეული გარეგნული სახეცვლილებების შემდეგ იყენებენ კიდეც…
ისინი სააზროვნო ოაზისებს ქმნიან, ზოგჯერ კი, შინაგანი მისტერიებისა და მხატვრული ფანტაზიის წყალობით სამყაროსეული წყობის მნიშვნელოვან ნიშანსვეტებს ჭვრეტენ…
”სახიფათოდ ფრთხილები!”
ისინი გამუდმებით ფრთხილობენ, არაფერი დაგვიშავდესო… აპოლიტიკურობას ჩემულობენ, თუმც, უფრო შიში აქვთ რაიმე ფათერაკს არ გადაეყარონ. გარეგნულად, ყველა მთავრობისადმი ლოიალურები არიან, ოღონდ კი, მათ ოჯახურ ”იდილიას” საფრთხე არ შეექმნას.
მაგრამ ერთხელაც, სხვების წამოწყებული ორომტრიალის შუაგულში აღმოჩნდებიან და რადგან ნაცადი ”წაყრუებით” თავის დაცვას ვეღარ ახერხებენ, თავგანწირვით იწყებენ შემოტევების მოგერიებას… ხდებიან ზედმეტად აგრესიულები და სულ მოკლე დროში სოციალური თუ პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე ექცევიან… და ასე, გარკვეული აფექტის შედეგად ”ამოფრქვეული” მათი რევოლუციური შემართება წარმატებების საწინდარი ხდება…
როგორც კი, ცხოვრებას მოიწყობენ, უბრუნდებათ ძველებური განწყობა, ცხოვრების ნირი ანუ _ გადამეტებული ”სიფრთხილის სინდრომი”… თავის გარშემო ე. წ. ”უძრაობის ატმოსფეროს” ქმნიან… აფერხებენ საზოგადოების ევოლუციურ განვითარებას…
რედაქტორი
ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი 2/2004

შთაგონებაა წინსვლის სათავე…
საერთაშორისო ფილოსოფიური სკოლის ”Новый Акрополь”-ის დამფუძნებელი Хорхе Анхель Ливрага ადამიანის სხვადასხვა ტიპებზე თავის მოსაზრებას ამგვარად აყალიბებს: (გთავაზობთ ჩემს მიერ გადმოქართულებულ ამონაკრებს ჟურნალ «НОВЫЙ АКРОПОЛЬ»-იდან , №3(34) 2003) ჯ.გ.

”…როგორც ცნობილია, რასაც ჩვენ ადამიანს ვეძახით, _ ეს არც დასაწყისია და არც დასარული…
…კაცობრიობა მთლიანობაში _ მარტივი ფორმების გავლის შედეგად მოპოვებულ გამოცდილებათა გვირგვინია…
ვემხრობით რა, ეზოთერულ ფილოსოფიას, სადაც სულის უკვდავება მთავარი პოსტულატია …ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს წარმოადგენს ადამიანის სულს, ოდესღაც სახლობდა ცხოველურ სახესხვაობებში, უფრო ადრე _ მცენარეულ ნიმუშებში, ხოლო იმ ძალზე შორეულ დროში, რომლის წარმოდგენაც ჩვენ ძალზე გაგვიჭირდება _ მინერალურ სტრუქტურებში. ამგვარი საერთო კოლექტიური ფენომენი თავისთავში, რა თქმა უნდა, ასევე მოიცავს ინდივიდუალურ პროცესებს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი ადამიანი საკუთარ თავში, თავისი დღევანდელი არსის საფუძვლად მინერალური, მცენარეული, ცხოველური სამეფოების გამოცდილებას ატარებს. და რადგან ბუნებას გააჩნია უნარი ციკლური მონაცვლეობისა, ყოველი ადამიანი სიღრმისეულ ”მეში” გაუთვითცნობიერებლად მოიცავს, რაღაც ქვისმაგვარს, მცენარეულს, ცხოველურს… სწორედაც ამ ელემენტების ერთობლიობა შეგნებასთან ერთად… _ ქმნის ადამიანს ადამიანად…
…ყოველივე კი, გამოიხატება ადამიანის მოქმედებასა და მის ფსიქოლოგიურ მოტივაციებში
…
ადამიანი-ქვა: მისი მთავარი საზრუნავია _ როგორმე გადარჩეს…
ადამიანი-მცენარე: შეპყრობილია საკუთარი განვითარებისა და გავლენის გაფართოების იდეით…
ადამიანი-მხეცი: მისთვის მხოლოდ ”მეა” ყველაფრის საზომი…

ადამიანი-ადამიანი: აერთიანებს წინარე სამეფოების ყოველ გამოცდილებას და კიდევ, რაღაც უფრო მეტს…
საბოლოო მიზანი ნათელია: დღევანდელი ადამიანის სრულყოფა და გადასვლა ახალი სახის ადამიანზე…
ადამიანი-ცეცხლი _ აი მაგალითი ადამიანი- ფილოსოფოსისა, რომლისგანაც უნდა აღიზარდოს ახალი ადამიანი...”
გონივრულადაა განმარტებული, აკი მეც დამცდა ერთ-ერთ ჩემს ლექსში _ ”მივესალმები იისფერ რასას…”
მაგრამ იქამდე, სანამ მომავლის ადამიანის ”მოღვაწეობა” დედამიწაზე სხვაგვარად ”ხელშესახები” გახდება, გავიხსენოთ ხალხში გაბნეული მარტივი ”შეფასებები”:
ქვასავით კაცი…
გაჭირვების ტალ-კვესი…
ცარცივით იფშხვნება…
ლერწამივით ირხევა…
მუხასავით გამძლეა…

ჩიტივით გული აქვს...
მერცხალივით ჭიკჭიკებს...
ქორივით დააცხრება...
მაჩვივით ცხოვრობს…
მაჩვივით ცხოვრობს…
ტურასავით დაძვრება…
ჯორივით ჯიუტია...
ლომივით გულადობს…
და ასე შემდეგ და ა. შ.
თუ უფრო ჩავუღრმავდებით, ამგვარი გამოთქმები, ამა თუ იმ ფილოსოფიური სკოლის საწყის პოსტულატებადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ…
შესაძლოა ამგვარ განმარტებაში ვინმემ შეფარული ირონია ”ამოიცნოს”… გავამხელ, ჩემს მიერ წარმოდგენილი ”ფსიქოლოგიური შტრიხები”, თუნდაც ”ტიპაჟების სილუეტები” მხოლოდ მინიშნებაა თითოეული ჩვენთაგანის ხატოვან თავისებურებებზე…
…მაგრამ, ვფიქრობ, ღირსების მქონე ადამიანმა და ერმა, მართლაც უნდა გამოზარდოს უკეთესი ”მომავალი” საკუთარ არსში…

გოგეჯანრ
ამგვარი ”ხალისით” გავგარძელებთ სხვა ტიპაჟების წარმოჩენასაც...
Комментариев нет:
Отправить комментарий