ლიტერატურულ-შემეცნებითი... _ ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... პროზა... იუმორი, სატირა... პოეზია... გამოცემული წიგნები...

вторник, 22 января 2008 г.

სახელდახელო აზრები...

====
----
სახელდახელო აზრები...
----
საყოველთაოდ ცნობილია, რომ პოლიტიკის ხელოვნება ”წაჯექ-უკუჯექის თამაშობას” ემყარება… მაგრამ ჩვენთან ბევრი წაჯდა და მერე უკან ვეღარ წამოჯდა… ეტყობა, წაჯდომილში უფრო მოხერხებულად გრძნობს თავს…
_მერე მოდის წაჯიკავება…
მერე წაჯირგალება ანუ გადათელვა…
წაჯობება ჯკუით და მცდელობით, თუნდაც მოხერხებულობით ჯობნა _ ნაკლებადაა…
დიპლომატია, უფრო დახვეწილობასა და ალღოს მოითხოვს …
22.01.2008
...
...
მე მირჩევნია”ხალხის რჩეულებმა” უხათქუნონ ერთმანეთს პარლამენტში თავში, ვიდრე, იქ საეჭვო ერთსულოვნებმა სუფევდეს და მერე იმ ერთსულოვნების შედეგებმა ხალხს დაუხეთქოს თავები…
22.01.2008
...
...
თუმც, ბევრი, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან ჩემი გაგება ვერ შეძლო, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე მათ ლოცვებში არ მოვიხსენიებ… ვიმედოვნებ, ზეციურ სასუფეველში დამკვიდრებულები, უაზრო ბრძოლას აღარ გააგრძელებენ…
22.01.2008
...
...
…”მაგათ მე სამშობლო წამართვეს!” მოვისმინე ამას წინათ ”ტელესივრციდან” გულნატკენი ქართველის სიტყვები.
ამგვარი აზრი სხვა დროსაც მსმენია… ნუ მიწყენენ, მაგრამ უმეტესი მათგანი რამდენიმე წლის წინათ პირდაპირ თუ პარალელურად ”სახელისუფლო ელიტას ამშვენებდა”…
2001 წლის მარტში კი, გაზეთ ”ლიტერატურული საქართველოს” ფურცლებზე გამოქვეყნდა ჩემი წერილი _ ”სამშობლოწართმეულნი ანუ იდეა-ხრიკების ტყვეობაში”, რომელიც ასე იწყება:
მათ, ჩვენ სამშობლო წაგვართვეს და ქვეყანა იდეა-ხრიკებით აავსეს… სადღაც შენდება, სადღაც მაღლდება, სადღაც მოჩქეფს და ივსება, მაგრამ ქვეყანა, მაინც მადლგამოცლილია და უნებლიეთ ზეპირსიტყვიერებიდან შემორჩენილი ერთი ორაზროვნული შეგონება გაგონდება, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი მეთორმეტის მოღვაწეობას რომ მიუსადაგა ხალხმა: ”ქართლის მეფემ ააშენა ეკლესია მთაზედაო; საქართველო სხვას დაუთმო, თვითონ დარჩა მშრალზედაო”.
მათ, ჩვენ კი არა, თავიანთ შვილებსაც წაართვეს სამშობლო…
…და ამ წერილში, ბევრი რამაა კიდევ ნათქვამი ”იდეა-ხრიკების” თაობაზე…
მაგრამ, მაშინ ისინი ”ჩვენნაირ გაგებას” ვერ ჰგუობდნენ… ალბათ, არც ახლა ”გაუსწორდებათ”… დამიჯერეთ მე არავის ნიშნისმოგებას არ ვაპირებ, არამედ ვწუხვარ, მართლაც, რომ კარგ ქართველებს, როცა ხელეწიფებათ ქვეყანას საფრთხე ააცილონ, საკუთარი ამბიციები ართობთ და ”დანარჩენ საქართველოს” ყურს არ უგდებენ…
ნაცნობი მოტივია, თავისი მისამღერით…
23.01.2008
...
...

გარკვეული ”მისიით” ატაცებული ადამიანები თავის წარსულთან გაუცხოებას იწყებენ, ძველი, ადამიანური ურთიერთობები შემაფერხებელ პირობად მიაჩნიათ ახალ სამოღვაწეო ასპარეზზე და როცა ისინი ისე "დაბრძენდებიან", რომ ”გაცისკროვნებულთათვის”, მიუღებელ ცხოვრებისეულ ეპიზოდებს გაითავისებენ, აი, მაშინ იწყება მათი ევოლუციური პროცესი ანუ გაადამიანება და ისინი მართლაც საქვეყნო საქმისთვის თავდადებულნი ხდებიან…
17.01.2008

...

...

…ზოგთან, უზნეობაზე აგებული ”ზნეობაა” მოდაში…
17.01.2008
...

...

…როცა ჩვენ ვსაუბრობთ ან ვფიქრობთ, სამყარო და თავად განგება გვისმენს… ზეციური ნეოსფერო იმახსოვრებს ჩვენს აზრებს თუ ზრახვებს… და როცა კაცის გონი იქ შენახული ფაილების გახსნას შეძლებს, აი, საყოველთაო ლუსტრაცია თუ იქნება, ის იქნება… თუმც, შესაძლოა იმ დროის რომელიმე ხელისუფალმა წინაპართა "სახეების" შენარჩუნების გამო, ყველაფერ ამაზე ვეტოს დადებაც მოახეროს…
5.02.2008

...

...

ადამიანი ქმნის, ტექნიკა ემორჩილება _ მაგრამ სწრაფი ტემპით, თითქმის ფანტასტიკის ზღვარზე განვითარებულმა ტექნოლოგიებმა მოზარდი თაობის დიდი ნაწილი ”გამოატუტუცა”…
13.02.2008
...

...

”მოსაბეზრებელია...” გულს ავიცრუებთ ხოლმე და საქმეს, რომელსაც აგერ ახლა, აზარტულად ვეძალებოდით გულგრილად მივატოვებთ… ამგვარად, ხშირად ის აზრიც შემოგვაფრინდება, რომ ”სიცოცხლე მოსაწყენია…” _ მაგრამ მაინც ჯიუტად ვცოდვილობთ თვითგადარჩენისათვის.
…ამგვარად ღირს გარჯა იმისთვის, ნებსით თუ უნებლიეთ ”მიტოვებული სამუშაო” იმგვარად გამოიყურებოდეს, რომ ერთხელაც მოვინატროთ და ხალისნარევი სიამაყით მივუბრუნდეთ…
17.02.2008

...

...

ზოგს ფიზილოგიური ცვლილები დაეწყო და ასე გონია
”კოსმიური მისია” დაუდგინდა…
17.02.2008

...

...

მოგვიმრავლდა ვითომდაც პროფესიონალიზმით მოკეკლუცე ”განსწავლულები” _ რომელთაც, უმთავრესად ის ეხერხებათ ავტორისეული ნიჭი, ცოდნა-მონაპოვარი, წინადადებაში შემთხვევით გამორჩენილი მძიმე-წერტილის დასმითა და მოაზროვნეთა სენტეციებისა თუ გამონათქმების მოშველიებით მიაფუჩეჩონ…
19.02.2008

...

...

ნაცნობი თემაა, მაგრამ მაინც დავკონკრეტდები: ხელისუფალს არ უყვარს ნიჭიერი, თავისუფლებისმოყვარე შემოქმედი, _ გარდაცვლილს უფრო ჰგუობს, რადგან თავისი ჭკუით მის ნაღვაწს, საიდანაც უნდა იქიდან გამოაბამს ყურს, სახელურს თუ კიდევ ათას სხვა რამეს…
19.02.2008

...

...

მაგას რაღად უნდა პრემია, ჯილდო თავადაა… _ გამოკრთა გონში მორიგი ინფორმაციის მოსმენისას.
19.02.2008

...

...

ზოგი ადამიანის მოწოდებაა გამუდმებით ვინმე უყვარდეს… მაგრამ სიყვარულსაც გააჩნია… იმ ქალმა ნამეტნავად აფორიაქება იცის, არც გარეგნობა მოსდაგამს შესაბამისი, არც ”სულიერება”… და ვაი, მისი ბრალი, ვისაც ეგზლტირებული ”შეაფრინდება”…

7.06.2008

...

...

გუშინ, ერთ ცნობილ საიტზე ”მოღვაწე” სახელოვან პოეტს, თავისი მორიგი ლექსის წაკითხვა და ”შეფასება” დაჟინებით რომ მთხოვა, ხუმრობით მივწერე:
მსოფლიოს რეიტინგომანია დაღუპავს მეთქი…
თან გავიფიქრე: ამხელა ქვეყნის შვილი, ინგლისურად ჩემისთანა მოჯახირეს, რომ ლექსების წაკითხვას და შეფასებებს გამოსთხოვს, მე, ვიღას რა უნდა შევჩივლო მეთქი…
17.06.08

...

...


ამ დალოცვილ ინტერნეტში მრავალ უცნაურ თემაზე წამოწყებულ ფორუმს წააწყდები, ვთქვათ ”რაღა აზრი აქვს წიგნების გამოცემას?”, ”რა საჭიროა თეატრი, ანუ თეატრის დროც წავიდა!..” და ასე შემდეგ… ვინმემ შესაძლოა ამგვარი ”წამოკიდებაც” შემოგვთავაზოს: ”რა საჭიროა ტვინი… გვჭირდება თუ არა ვიაზროვნოთ?..” გამარტივებული ”ჭკვა”; ანუ თავის ქალაში ”ტვინის” მაგივრად ორი სადენი; ერთი მიერთებული კუჭთან, მეორე… _ არჩევანი ფორუმის მონაწილეებისთვის მიგვინდვია…

27.09.08

(მომავალ ”გამონათებამდე”)

Комментариев нет:

ფიქრობ, მსჯელობ, სუნთქავ წრფელად...