====
----
რევოლუციური მოტივაციები…
…”უჰ, რა ცხოვრება მრჩება!” ნებსით თუ უნებლით აღტყინებული წამოიწყებდა მომავალზე ფიქრს დივანზე წამოწოლილი ტიტუსი, შინაურულად ტიტე, ტიტია, ტიტუნი… (რომელსაც რა თქმა უნდა, იმჟამად წარმოდგენა არ ჰქონდა ცნობილი მისტიკოსის, გიორგი გურჯიევის ზოგად შეხედულებაზე…)
”ეს სახლ-კარი ხომ ჩემია და ჩემი, აგერ უცოლოდ დარჩენილი უფროსი ბიძის ორსართულიანი, გაწკრიალებული სახლი და ახალთახალი თეთრი ვოლგაც ხომ მე მრჩება… ხიდთან, ნარდის თამაშს გადაყოლილი უშვილძირო მეორე ბიძის კარ-მიდამოც და ჟიგულიც მალე ჩემი მისახედი იქნება. შინაბერა მამიდაჩემის ზღვასთან გაშენებული აგარაკიც ხომ ყოველ ზაფხულს მე მელოდება… ამას დავუმატოთ შემნახველი სალაროების წიგნაკები და რავარც მამაჩემი ამბობს მუთაქებში პაჭკა-პაჭკად გადამალული ასიანები და ოქროულობა… მიდი და იცხოვრე ტიტუნი… ან ერთია ქალის მომყვანი, თუ ოცი წლის გადაბერწებული ბიცოლაჩემია აწი ბავშვის გამჩენი, ორმოცდაათს გადაცილებული მამიდაჩემის გათხოვება ხომ სულ მთლად ფანტაზიაა… ”უჰ, რა ცხოვრება მრჩება! შენ ოღონდ ხარჯვა შეძელი ტიტი. მიდი და იგრიალე…” (ბიჭი უმეტესწილად მშობლების პოზიციას გამოხატავდა… რა თქმა უნდა, იმისი არაფერი გაეგებოდა, რომ სხვების, თუნდაც მშობლების ზრახვებიდან გამომდინარე ინფორმაციაზე აგებული ოცნება ჯერ კიდევ არ იყო სინამდვილე, რადგან ასე ადრიანად თავისად შეგულებული სანათესაოს ქონება, სრული შესაძლებელი იყო მის სრულ წამოჩიტვამდე მამამისს შემოხარჯვოდა. ან ვიტოლდი იმ ახალთახალი ”ვოლგით” ხეს შესკლეცოდა, აზარტულ ვიკონტს ”ჟიგული” კი, ნარდში წაეგო, ან მამიდამისს ის აგარაკი გაეყიდა და საზღვარგარეთ წასულიყო სამოგზაუროდ, ან… ა. შ. და ა. შ.)
უზრუნველი ცხოვრების მოიმედე ტიტე, ტიტუნი თუ ტიტუსი დედისერთა გახლდათ. დედამისი, ნაბოლარა ელეონორა არა მარტო დედმამიშვილებში, არამედ ახლო სანათესაოშიც ერთადერთი იყო, ვინაც ბავშვის გაჩენა შესძლო და ამის შემხედვარე ტიტიკოს, რა თქმა უნდა, მსგავსი ოცნების საფუძველიც უეჭველად ჰქონდა…
თანაც უფროსი ბიძა, რომელსაც ლამის რწმენად გადაქცეოდა ბერბიჭული ყოფა, საცა იყო სამოცდახუთს შეასრულებდა. მასზე ოცი წლით უმცროსი ძმა, ანუ ტიტუსის მეორე ბიძა, რომელმაც დაგვიანებით, მაგრამ აგერ უკვე ბარე ოცდახუთი წლის წინათ შეირთო ცოლი და ახლა იმ დღის სახსენებელს წყევლიდა, რა ხანია შეგუებული იყო უშვილობას და თავისებურად კიდეც მოსწონდა ამგვარი მდგომარეობა, ნაკლები სატკივარი და თავსატეხი მაქვსო…
ორმოცდაათს გადცილებული მათი და, რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი ასმათი კი, იმგვარი ქალწული გახლდათ, რომ ვინმე, არშიყობაში შემჩნეულ ქალზე გაბრაზებული ხშირად შესძახებდა, მაგას მე ზოგივით, ვიღაც-ვიღაცებისგან ხელნაფათურები ხომ არ ვგონივარო… და თავისი ქალწულობა და გაუთხოვრობა ისე ეამაყებოდა, რომ თუ რომელიმე გასათხოვარი მისი თანდასწრებით კაცს მოიწონებდა, უმალვე შინაგანი ზიზღით აევსებოდა თვალები…
ასე, რომ მათი მზრუნველობით გატუტუცებულ ტიტუნის ყველა საფუძველი ჰქონდა მსგავსი ოცნებებით ნეტარებისა… (რა თქმა უნდა, მისი განცდები, თავისებურად წრფელი და არსებული ვითარებიდან გამომდინარე სინამდვილესთან ახლოს იყო, მაგრამ მათ შესავსებად, იმის ცოდნა ნამდვილად არ აწყენდა თუ კრიტიკულ სიტუაციებში, რა ხასიათისა და უნარს გამოამჟღავნებდნენ ”იმედად” შეგულებული პერსონები).
ის კი არა, მამამისი ბუსუნაც კი, რომელიც ენას არ აჩერებდა და ხან უფროს ცოლისძმას გადაეკიდებოდა, აა, ბიჭო, რამდენ ახალგაზრდა ქალს უჭირავს ჩუმად შენზე თვალი, შენ ოღონდ თქვი და ასე და ისე იქნებაო, და ხანდახან ცოლისდასაც გაეხუმრებოდა, არც შენი გათხოვებაა გვიანი, მოსწრებადიაო… თავისთვის კი, კმაყოფილი ფიქრობდა, ქერის ორმოში ჩავვარდი, იცოცხლე ჩემს ბიჭს არაფერი მოაკლდეს და იქ, მე და ჩემს ქალსაც ლუკმას ვინ დაგვამადლისო… (რა თქმა უნდა, არც ბუსუნას შეიძლება სცოდნოდა, რომ იგი თავისი წარმოდგენის ტყვე იყო. ეს კი, მეტისმეტად რეალურ დღევანდელობაში მცხოვრებ კაცისთვის, ფრიად საშიში რამ გახლდათ).
ტიტუნის გაჩენით გაამაყებულ ელეონორას ხომ, მართლაც სანათესაოს მშვენებად მიაჩდა თავი, მუხლები უნდა დამიკოცნონ მე მაგათო, მე რომ არა, ბავშვის მიფერების გემოსაც ვერ იგრძნობდნენო, იტყოდა ხოლმე ბუსუნას შესაფხიზებლად…(რა თქმა უნდა, მას საერთოდ არაფერი გაეგებოდა იმისა, რომ გრძნობით გამოცდილებას დიდი ადგილი ეკავა რეალური სინამდვილის ასახვაში. ან რა გრძნობით გამოცდილებაზე შეიძლებოდა ლაპარაკი, როცა საკუთარი შიშველი სხეული ერთხელაც კი, არ ჰქონდა წესიერად შეთვალიერებული. ბუსუნას კი, მხოლოდ სიბნელეში რთავდა ნებას თავისი კაცური საქმე მოეხლაფორთებინა და ამგვარ კრიტიკულ მომენტში, ფარდებით საგულდაგულოდ ჩამობნელებულ ფანჯარაში მთვარის სუსტ შუქსაც, რომ შემოეღწია, ერთ ვაი-უშველებელს ატეხდა).
ასე რომ, როცა კოსმოსიდან რევოლუციის მორიგმა ნიავქარმა დაჰბერა და ხალხს მიტინგებზე სიარული გაუტკბა, ტიტუნი და მისი ოჯახი სრულ სიმშვიდეს მოეცვა. ივლის, ივლის ეს ხალხი და ბოლოს გადაუვლისო… თავისებურად ფილოსოფოსობდა ბუსუნა.
მაგრამ ხალხი ”გაუ-გაუს!” შეძახილებმა, რაღაც სხვაგვარად წააქეზა, რაღაც სხვაგვარად გამოაცოცხლა და ერთ დღეს ტიტუნის უფროს ბიძას ვიტოლდს, კომუნისტური რეჟიმის დროს გამორჩეული წინგახედულობით რომ გამოირჩეოდა, ცნობისმოყვარეობამ წასძლია… გვიან ღამით მიტინგიდან მომავალი ორმოც წელს მიღწეული ძვალმსხვილი, ლოყებღაჟღაჟა და თვალებანთებული ქალი თეთრ ”ვოლგაში” ჩაისვა.
ჩაისვა და, რვა თვის შემდეგ ლამაზად მუცელწამოზრდილი სანათესაოს ამაყად წარუდგინა, როგორც მომავალი მეუღლე. ქალმაც არ დააყოვნა და რაღაც ორ კვირაში ტყუპი ბიჭი გააჩინა. ისეთი მოძრავები, ისეთი ხალისიანები იყვნენ, რომ დაბადებისთანავე ეტყობოდათ მამამისის კი არა, ბარე სხვების ქონებასაც გამოყვანდნენ წირვას. ძეობის სუფრაზე სულ ”გაუ-გაუს!!!” შეძახილები ისმოდა.
ეს იმას ნიშნავდა, რომ მიტინგებგამოვლილი ქალი გულსუნდა მალე ტყუპებს თუ არა, ერთ ძეს ან ასულს მაინც შემატებდა საწუთროს…
ვიტოლდის შემხედვარე უმცროსმა ბიძამ ვიკონტმა, რომელმაც ნარდის თამაშის საქალაქთაშორისო ჩემპიონატში მესამე საპატიო ადგილი მოიპოვა და უკვე რესპუბლიკურ ჩემპიონატშიც იყო მიწვეული, საყვარელი გაიჩინა _ საკმაოდ სახელდაგდებული არაფორმალური ორგანიზაციის პრეს-მდივანი, და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის მამობილობაც ითავა.
ქალწულობის ინსტიტუტზე თავგადაკლულმა მამიდა ასმათმა დამოუკიდებელი პროფკავშირები შექმნა. ჩუმად, კარგა სახელგავარდნილი საარშიყო გაზეთის საშუალებით პატიოსან ქვრივ კაცთან მიმოწერა გააბა, გაიცნო, ერთი ნახვით შეუყვარადა და თავის უდედოდ დარჩენილ შვილებთან ერთად სახლში ჩაისიძა.
ამასობაში ტიტუნის მამა ბუსუნა გალოთდა. ხალხისთვის რომ ენახვებინა, ნამეტანი გახარებული ვარო, ახალდაოჯახებულებს სადღეგრძელოებს გადაპიპინებული სასმისებით სვამდა. შედეგმაც არ დააყოვნა, გულმა უმტყუნა და სული განუტევა.
ელეონორა, რომელსაც ჯერ კიდევ სისხლსავსე ქალი ეთქმოდა, ქმრის გარადაცვალების მერე, რაღაც სხვანაირი ფერ-ხორცით შეივსო. მალე ბავშვი მოხუც დეიდას სამადლოდ მიაბარა და სავაჭროდ თურქეთს გასწია, სადაც თითქოსდა თრეფიქინგის მსხვერპლი შეიქმნა და სამეზობლოს მიერ ”უიმედოდ დაკარგულად” იქნა მიჩნეული…
თუმც, მერე და მერე ჭორმაც შეშინებული კურდღელივით ჩამოირბინა, არსადაც არ დაკარგულა, თავისივე ნებით ერთ ბებერ თურქს უდგას შინამოსამსახურედ და ხასადო… ჭორს სხვა ჭორიც მოჰყვა: თითქოს ელეონორა, რომელიც ადრე, მეზობელთან წესიერად ამბის მიტანასაც ვერ ახერხებდა, ახლა ბიზნესში გაწაფულიყო და ბებერ თურქთან ერთად საქართველოდან ჩასული გოგონების დასაქმებით იყო დაკავებული…
მაგრამ ტიტუსს, ვისაც უკვე თექვსმეტი წელი შესრულებოდა, კეთილი მეზობლები ყველაფერ ამას უმალავდნენ, ბოვშვს, გული არ ვატკინოთო და ისიც გულუბრყვილოდ ელოდა მის დაბრუნებას… (რა თქმა უნდა, ტიტუნი ჯერ კიდევ ძველი ინერციით აზროვნებდა; ფიქრობდა, ცხოვრება ისევ ძველებურ კალაპოტს დაუბრუნდებოდა… წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ რეალურ დროსთან წინააღმდეგობაში ვარდებოდა…)
ქუჩას მინდობილს ხშირად ინერციით გაუელვებდა თავში: ”უჰ, რა ცხოვრება მრჩება…” შიგნიდან გაკვირვებული შეაჩერდებოდა საკუთარ თავს და ასე პირში ჩალაგამოვლებული სიცარიელით ივსებოდა…
რადგან უფროსი ბიძა ვიტოლდი ჯანღონით სავსე ქალის ალერსისგან თითქმის მოთავებული იყო და ”დამბლადაცემული” ლოგინად ჩავარდნილიყო.
პრეს-მდივანს გადაკიდებული უმცროსი ბიძა ვიკონტი, რაღაც აფიორაში გაეხვია და საციხოდ საქმეგახდილი იმალებოდა.
მამიდა ასმათი ძველებურად ვეღარ მამიდობდა…
ავბედითი ვითარების გამო სიდუხჭირეს განიცდიდა და ერთ დროს ენერგიით სავსე, საზოგადოებრივი ცხოვრების შუაგულში მოტრიალე ქალი ლამის გერების შინამოსამსახურედ ქცეულიყო…
ოთხმოცს მიტანებული დედამისის უშვილძირო დეიდა ვალენტინა კი, რომელიც ბებიად ეკუთვნოდა, თითქმის ყოველდღე წყევლიდა თურქეთში გადაკარგულ ელეონორას და ბიჭს ხელის განძრევას და ფულის შოვნას ეჩიჩინებოდა…
ერთხელაც, ამგვარი შემოტევებით გულგაწყალებულ ტიტუსს მოეჩვენა, რომ მის მეურვედ თუ მომვლელად დატოვებული ”კუდიანი ბებერი” ვალენტინა დედამისისგან ნამალევად გამოგზავნილ საჩუქრებს და ფულს უმალავდა და გადაწყვიტა დროის შესაფერისად ემოქმედნა: ”თავისი ამოეღო”.
”უუჰ, რა ცხოვრება მრჩება…” გაახსენდა უნებლიეთ, მერე ცნობილ ”ავტორიტეტად” წარმოიდგინა თავი და წაიოცნება მეტსახელად ვითომდაც ”შავი ტიტა” ერქვა… (არადა, სახელი, როგორც ერთი, ისე მეორე ფრიად საპატივცემულო ერქვა… ტიტუსი _ რომელიც ძველი გიმნაზიის ყოფილმა მეთვალყურემ _ ას წელს მიტანებულმა პაპამისმა ციცერონს მტრად მოკიდებული ტიტუს მუნაციუს პლანკუს ბურსას და სხვა მისთანის უკვდავსაყოფად კი არა, არამედ, დიდი რომაელი ისტორიკოსის ტიტუს ლივიუსის საპატივცემულოდ დაარქვა, მოგეხსენებათ თავად პლუტარქესთვის იყო ანგარიშგასაწევი… სახელი ტიტე კი, ლათინურად ”ღირსებას”, ”პატივს” ნიშნავს და ტიტულთან ”საპატიო წოდებასთან” ასოცირდება…
თუმც ტიტიამ ყოველივე ამის შესახებ ყურმოკვრითაც კი არაფერი იცოდა, რადგან ის განათლებული პაპამისი, მისი დაბადებიდან, რაღაც ოცი დღის შემდეგ, ასე ვთქვათ ვალმოხდილი, უცებ მიიცვალა…)
მაგრამ ბედმა აქაც უმუხთლა, ბებია მოხუცი კი ჩანდა, მაგრამ როგორც კი განსაცდელი იგრძნო, კრიტიკულ სიტუაციაში საოცრად მარჯვე გახდა. ჯერ არგამოჩეკილ ”რეკეტიორს” ისეთი მუშტი აძგერა, რომ გონება ”დაუბნელა”. მერე გათოკა, ქუჩის ავტორიტეტი პოწო მოიხმო და საქმის გარჩევა სთხოვა.
პოწო ბებიებს განსაკუთრებულ პატივს სცემდა. ჯერ კიდევ ცეროდენას, ”ძველბიჭებში” გარეული მოყვინჩილებული ძმების წამხედურობით სხვის ტანზე ”ნაკოლკების დაჯენამ” ძალზე დააინტერესა. (რა თქმა უნდა, იგი სრულებით არ ფლობდა ამა თუ იმ კონკრეტული საკითხის გარშემო ინფორმაციის სხვადასხვა პოზიციებიდან მოპოვებისა და დამუშავების ტექნოლოგიებს, მაგრამ თავისი პაწია ალღოთი გრძნობდა, რომ ამ საქმეში დაოსტატება მომავალში დიდად წაადგებოდა…)
ერთხელაც, სათანადოდ შეიარაღებულ-შემზადებული ღრმად ჩაძინებულ ბებიას კაბის ქვეშ შეუძვრა, ჩრჩილისგან გამოჭმული ნაჭრის ჭუჭრუტანებიდან შემოსულ სინათლის შუქზე, ზედ ლაჯზე ია და ვარდი ამოუსვირინგა.
გამოღვიძებული ბებია ვერაფერს მიხვდა, შემჭამა ამ რევმატიზმმაო, და ისე მოუშუშდა სვირინგი, ზედ ერთხელაც არ დაუხედია. პოწოს ერთი სული ჰქონდა თავისი ნამოქმედარი ეხილა. ჩაძინებულს ისევ შეუძვრა კაბის ქვეშ და თავისი ნახელავით დიდხანს ტკბებოდა.
მერე შიშით ელოდა ამ ამბის გახმაურებას და როცა ბებიამ ტანის დაბანა გადაწყვიტა, თავს აგულიანებდა; დიდი დიდი ერთი წელი პირობითად მომცენ, პირველ კლასში შესვლის დრო, რომ მომიწევს სროკი მოხდილი მექნება კიდეცო…
მაგრამ ბებომ არ გასცა, შეკივლებითაც კი არ შეუკივლია. აბაზანიდან გამოსულმა ნაბოლარა შვილიშვილს თბილად გაუღიმა და შე, ეშმაკის ფეხო, მამაშენმა არ გაიგოს, თორემ ხომ იცი რაფერ მიგასიკვდილებსო… ეს იყო და ეს, სხვასთან ამის შესახებ სიტყვაც არ დასცდენია და როგორც იტყვიან საიდუმლო სამარეში ჩაიტანა. ისე, კარგ ხასიათზე, რომ იყო, ხშირად წაიღიღინებდა: ”ვარდს გაეფურჩქნა კოკორი, გადახვეოდა იასაო…”
მერე პოწოსაც ძაან შეუყვარდა ეს სიტყვები და ბებიას სადღეგრძელოს მუდამ ”განსაკუთრებულით” სვამდა.
მოკლედ ეს პოწო (ანუ პოლიაქტორ წოწინავა) იხმო ვალენტინამ საქმის გასარჩევად. წარმოიდგინეთ, რაც იმან დამართა აუხდენელ ”შავ ტიტას”, ორივე დუნდულზე შავი ტიტები ამოუსვირინგა და გურჯიევი იკითხეო ურჩია… (ტიტია ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ამგვარი ”ქურდული გაგების” კაცს, შიგადაშიგ სულ სხვაგვარი სენტიმენტალური შეგრძნებები თუ ამოძრავებდა…)
ტიტუსი მთელი არსებით მიხვდა მზამზარეულის იმედი ნაკლებად უნდა ჰქონოდა. დიდი ძებნის შემდეგ ცნობილი მისტიკოსის ნააზრევსა თუ ლექციების ფრაგმენტულად აკინძულ ქსეროასლს მიაგნო, გულმოდგინედ გადაიკითხა და რაღაც სხვაგვარად იწყო ჩაფიქრება. რის შემდეგ პოწოს რეკომენდაციით დედაქალაქს მიაშურა და ერთ გამორჩეულ პარტიას მიეკედლა.
მალე კოსმოსიდან მორიგი ცვლილებების მეკვლე სიომ დაჰქროლა. ტიტუსის პარტია პარლამენტში მოხვდა. ”შავ ტიტას” საზოგადოებასთან ურთიერთობა დაევალა, რადგან იგი ყოველი ვითარებისადმი მეტისმეტად პრაგმატული დამოკიდებულებებით გამოირჩეოდა.
დუნდულებზე მოსვირინგებული ”შავი ტიტები” საკუთარი ავტორიტეტის დამკვიდრებაში ძალზე შველოდა. წარსულის გახსენებას ერიდებოდა… თუმც, პოწომ ერთხელ კიდევ შეასრულა მის, როგორც მიზანდასახულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი, როცა თურქეთში ელეონორას ადგილსამყოფელს მიაგნო, ”ტყვეობიდან” გამოისყიდა, ბიზნესპარტნიორად გაიხადა, საქართველოში ჩამოიყვანა, ტიტუსს შეახვედრა და მერე, როგორც ნაღდ ”ჯენტლემენს” შეეფერება მისი ხელი სთხოვა.
ელეონორას პირი ოქროს კბილებით ჰქონდა გამოტენილი, ხმა რაღაც უცხოდ დარბილებოდა და ყველას ერთნაირი თავაზით უღიმოდა. შვილსაც ისე, როგორც შემთხვევით მივიწყებულს, ოდნავ გახარებული და უცრემლოდ შეხვდა.
ტიტუნის წუთით მოუნდა გულიანად გამოელანძღა, მაგრამ უმალ შეახსენა თავი საკუთარ დუნდულებზე ”ამოტვიფრულმა ”შავმა ტიტებმა”, დედას ნაზად ეამბორა და დალოცა.
ილუზიებისგან თითქმის განთავისუფლებულიყო და სწრაფი ადაპტირების უნარიც საკმაოდ დახვეწოდა…
ქვეცნობიერად, ახლა იმაზე ფიქრობდა, კოსმოსიდან მონაბერი უსისხლო რევოლუციის მომასწავებელი მორიგი ნიავის პირობაზე, ”დიდ ბიზნესში” მოტრიალე ეს არასტანდარტული წყვილი, როგორმე სათავისოდ ”პოლიტიკური მიზნებისთვის” გამოეყენებინა…
(თუმც, დიდი მისტიკოსის გურჯიევის შეხედულებებისდა მიხედვით კარგად უწყოდა, რომ ადამიანისგან რეალურ სამყაროს წარმოსახვის კედელი ფარავდა…)
სიფრთხილე მართებდა…
”ხატოვანი მოტივაციები” ლიტერატურულ-შემეცნებითი ჟურნალი 2 /2004
როცა ამ სატირულ მოთხრობას ”ვაწყობდი”, უნებლიეთ, მე თავად დავინტერესდი ტიტუსის ფათერაკიანი სვე-ბედისა და მის გარშემო სამომავლოდ განვითარებული ”პოლიტიკური ვიბრაციების” მსვლელობით… ასე რომ შესაძლოა… დიახაც…

>>>>>>>
<<<<<<<
სანაგვესთან წამოფრენილი აზრი…
მასივის მისადგომთან ჩარიგებულ სანაგვე ყუთებში, ორი ფსიქოპათი მამაკაცი იქექება. მათგან ერთი, შედარებით ახალგაზრდა, ისე მოხერხებულად ჩაყირავდება ხოლმე ნაგავში, გეგონებობათ წყალში ჩაყვინთვას აპირებსო. შიგადაშიგ, რაღაც მისთვის მოსაწონს იპოვის, იქვე, მიწაზე თავმომწონედ ალაგებს. ბოლოს, ძველისძველ ფეხსაცმელს მოიძევს და კარგა ხანს ყურადღებით ათვალიერებს.
სხვა ყუთის ნაგავით გართული მამაკაცი უცებ თავს ანებებს ამ ”საძიებო ქექვას”, თითქოს გონება გაუნათდაო, მახლობელ კორპუსისკენ მიიჩქარის. გზადაგზა სამოსს იფერთხავს.
შუბლფართე, სიმპათიური იერის შუახნის კაცია. ნახმარი, მაგრამ პეწშემონახული ტანსაცმელი აცვია, ოღონდ ფეხსაცმელები აქვს ძალზე შელახული; რაღაც ნაგლეჯებისგან შეკოწიწებული წაღები თოკით შემოუკრავს ფეხებზე.
მღიმარე სახით შედის სადარბაზოში. მერე, სართულ-სართულ ხან ერთ და ხან მეორე კარზე აკაკუნებს.
იშვიათად თუ გაუღებენ, რადგან მაგვარი ხალხი, ჯერაც, აქაურობის ხშირი სტუმარია…
მხოლოდ, ერთგან გაუღიმებს ბედი. შეღებულ კარში მისი ასაკის კაცი გამოჩნდება.
-ღმერთმა დაგლოცოს…-იწყებს მოსული და გულმოდგინედ უხსნის, რომ თავისი სამოსით კმაყოფილია, ოღონდ, აი, ფეხსაცმელები…
მასპინძელი ხვდება საიდანაცაა გამოპარული, უღიმის და მიანიშნებს რაიმეს მოგიძებნიო. იქვე მდგომ ფეხსაცმლის კარადიდან, თითქოს ამ საქმისთვის შეგულებულ, სახმარად ვარგის ფეხსაცმელებს სწრაფად იღებს და აწვდის.
-ღმერთმა დაგლოცოს…-თავიდან იწყებს მადლიერების გამომხატველ მონოლოგს, თან ფეხებიდან იმ ნაგლეჯებს შემოიცლის და ნაჩუქარ ტუფლებს მარჯვედ მოირგებს.
-ოღონდ, ძველები აქ არ დატოვო…-აფრთხილებს მასპინძელი.
-როგორ გეკადრება?!-ინტელიგენტურად პასუხობს იგი,-გაზეთში გავახვევ და თან წავიღებ…-და უცაბედად მგზნებარედ შესთხოვს,-პურსაც თუ მომცემ!
კაცს ეღიმება, იმ დღისთვის შემონახულ პურს ორად ჭრის და ”გიჟთან” გააქვს.
-ღმერთმა დაგლოცოს!..-არ აგვიანებს იგი, პურს ართმევს და გაზეთში შეხვეულ ფეხსაცმელების ნაგლეჯებზე მიანიშნებს, აი, რა აკურატულად ვიქცევიო.
-კარგი კაცი ხარ!-აქებს იგი.
”კარგი კაცი” ნაჩუქარ, ფეხებზე მორგებულ ფეხსაცმელებს გახარებული დასცქერის.
და ამ დროს, კიბეზე ჩამომავალი ნაბახუსევი კახპა გამოჩნდება. კაცს ცნობისმოყვარედ შეათვალიერებს, მერე მის ხელში დაკავებულ პურსა და გაზთშემოხვეულ ”საგანს” ხელმეორედ შეავლებს შემპარავ მზერას და გამომცდელად ეკითხება:
-გაზის ანთება თუ შეგიძლია?
-მაგას რა უნდა, სპიჩქა და…
-ჰოდა, წამოდი, ჩაის დაგალევინებ, ოღონდ შაქარი შენ უნდა იშოვო…
-კანფეტები მაქვს…-გაეხარდება გიჟს.
-არაა, ცუდი დასაწყისი…
-დიახ, დიახ, მაქვს, ორი შოკოლადიცაა-უმალ აედევნება გაბადრული კაცი.
უნებლიე ”მეცენატი” ღიმილით მიხურავს კარს და ტელევიზორის ყურებას გააგრძელებს.
კარგა ხნის მერე სამზარეულოში გამოსული ფანჯარაში გაიხედავს და კორპუსთან ახლოს ქუჩაში მიმავალ ფსიქოპათს შენიშნავს, რომელიც შიგადაშიგ ფეხსაცმელებს აშკარა სიხარულით დასცქერის.
”ყოველმხრივ დაპურებული კაცი…” გაიფიქრებს და ეღიმება.
მერე მზერას სანაგვე ყუთში ჩაყუდებულ მეორე ფსიქოპათზე გადაიტანს, რომელიც კვლავ გამალებით განაგრძობს ”საძიებო მუშაობას” და რომელსაც ”კოლეგა” ისე ჩაუვლის, რომ ვერც კი შეამჩნევს… მაგრამ თავად ის, უცებ თვალს მოკრავს მის ფეხსაცმელებს და თითქოს შეფხიზლდაო ნაგვის ქექვას თავს მიანებებს… უცაბედად, ამბოხის სურვილი მოეძალება და გაგულისებული ყოფილი ”საგიჟის” მიმართულებით გაუჩქარებს…
”ძველი ინერციით გაიქცა…” ასკვნის ფანჯარასთან მდგომი.
იქ, ტბის შორიახლოს, სადაც რესპუბლიკური ციხის ”თანამედროვე მნიშვნელობის” შენობები აღმართულა, რაღაც ერთი წლის წინათ ფსიქიატრული დაწესებულება იმყოფებოდა.
-ამ საცოდავებს, მგონი შენობაც კი არ გამოუყვეს წესიერი…-ჩაილაპარაკებს უნებლიეთ და ტანსაცმლის გამოცვლას და ტბასთან გასეირნებას გადაწყვეტს…
გზად ”დასაქმების ორთვიურში” გაცნობილ, თვალებმოელვარე ქალს გადაეყრება, სურვილი გაუჩნდება სადმე მიიპატიჟოს… ქალი, თითქოს რაღაცას მიხვდება და ღიმილით ეუბნება…
-თუ რამე ღირსეშანიშნავია, ახლა აქ, მხოლოდ ეს ციხეა, იმ დღეს ტელევიზორში აჩვენეს, პატიმარი ამბობდა სასტუმროში მგონია თავიო…
-ჩამსვით, ჩამსვით, ჩამსვით! სანაგვეში მათხოვრობას ციხეში ყოფნა მირჩევნია, ღამის გასათევი მაინც მექნება!-მთელი ხმით იწყებს ყვირილს ვიღაც.
ქალი იცინის…
-ჩვენც ხომ არ შევუერთდეთ…-ხუმრობს კაცი და უნებლიეთ ”ყოველმხრივ დაპურებული კაცი” აგონდება. –”იმას კი, ნამდვილად გაუმართლდა, ისე მიაბიჯებდა, როგორც სამუშაოზე აღდგენილი ლექტორი თავის სტუდენტებთან შესახვედრად…” უნებლით გაიფიქრებს და არც უკვირს ასეთ ახირებული აზრი, რომ წამოუფრინდა გონში.
-ჰო, მართლა, რა უყვეს თქვენს ინსტიტუტს, მართლა შეუერთეს…-მაგრამ ქალი ვერ ახერხებს სათქმელის დამთავრებას.
კაცი გულიანად იცინის. მერე ქალს ბოდიშს მოუხდის და გონარეულივით ამბობს.
-ვერაფერს გაიგებ, ისეა ყველაფერი ერთმანეთში შეტენილი…
-ჩამსვით! ჩამსვით! ჩამსვით! თორემ შემოვამტვრევ გისოსებს!..-ყვირილს აგრძელებს სანაგვესთან ხელმოცარული გიჟი.
-ამდენი რევოლუცია მოხდა და ამ გიჟებს, მაინც არაფერი ეშველა…-იცინის ქალი, და კაცს ორაზროვნულად ეუბნება,-შენ, მარტო ცხოვრობ ხომ? ჰოდა, ავიდეთ შენთან…

_______
------------
”გამწარება…”
ძროხას წარმოდგენა არ ჰქონდა ”რევოლუციურ ძვრებზე”, რომელიც რა ხანი იყო მის პატრონებს მოსვენებას უკარგავდა… ვერც იმას ხვდებოდა ზედმეტად პოლიტიზირებული ოჯახის დიასახლისი მოწველისას რატომ ურტყამდა მუშტებს ფერდებში, და პარლამენტის ”პოპულარული სახეებისთვის” მის მიერვე შერქმეული ზედმეტსახელების შეყვირებისას, რისთვის ლანძრავდა ისე თავგამეტებით…
შიგადაშიგ, ერთს საცოდავად შეიბღავლებდა… მაგრამ ქალბატონი მინანდრა მის ხმაში ჩაბუდებულ სასოწარკვეთას სრულებით ვერ გრძნობდა, თუმც ყოველ კვირა თავსაფარმოხვეული მახლობელ ეკლესიისკენ მონანულის სახით მიიჩქაროდა… აღსარებისას ძროხაზე ფიქრსაც კი არ გაივლებდა, რადგან მხოლოდ ”მრევლთან” ურთიერთობების გამარტივება მიაჩნდა უმთავრეს საკითხად. ძროხას კი, საძოვრიდან დაბრუნებისას ერთი სული ჰქონდა სადმე გვერდზე გადაეხვია და შინ მისვლა როგორმე გაეჭიანურებინა… ზამთარში ხომ უმეტესად ბაგაზე მიბმულს უწევდა ყოფნა და ბოსლის დასუფთავებით გაღიზიანებულ მინანდრასგან ნიჩბის ტარიც ხშირად ხვდებოდა… დამფრთხალი უკვე საკუთარი ხბოს მიახლოებასაც კი უფრთხოდა… ჰოდა, წველასაც საგრძნობლად უკლო. მინანდრამაც, ვისაც ოჯახში პირველი სიტყვა ეთქმოდა, რადგან ქმარს პოლემიკაში აშკარად სჯაბნიდა, მისი გაყიდვა გადაწყვიტა… მყიდველიც მალე გამოჩნდა, სოფლის ბოლოს აგარაკის მაგვარ მიწის ნაკვეთს თავშეფარებული მკითხველის ”ღალატითა” და ხელისუფლების უსულგულობით თავგზააბნეული რომანტიკული ბუნების ლირიკოსი პოეტი შელიკო…
ძროხას ძროხულ ბუნებაში შემალული მწვავე ნერვოზი კი ჭირდა, მაგრამ თვალებში სევდა ისე ლამაზად დაგუბებოდა, შელიკომ, რომელსაც იმ მიწის ნაკვეთში, რაღაც სახლის მაგვარიც კი ედგა, მისი შეძენა თავისებური ”ინვესტიციის” განხორციელების მიზნით გადაწყვიტა… თავის ცხოვრებაში უკანასკნელად აღებული ჰონორარი ნასესხებ ფულს წაამატა და ბაწარგამომბული პირუტყვი, რომელის სახელი ზედმეტად პოლიტიზირებული მინანდრას შეძახილებში, ისე უგვანოდ იყო დამახინჯებული, რომ ეთიკის შენარჩუნების მიზნით მისი გამხელა, არამცთუ მინანდრამ, არამედ მისი ოჯახის სხვა წევრებმაც არ ისურვეს, უნებლიეთ აჩემებული ”ფერია, ფერიას…” ჩურჩულით სახლისკენ წაიყვანა. წუთით, ისიც მოეჩვენა წინაპრების ნაკვალევს მიუყვებოდა და ხალისითა და მონდომებით შეუდგა შენაძენის მოვლა-პატრონობას…
ცხოვრებაზე თუ მომავალზე გულაყრილს, რა ხანი იყო ლექსი არ დაეწერა, ჰოდა, სანამ ”ფერიას” შინ მიიყვანდა გონებაში ისეთი ფრთებხატულა სტრიქონები ჩაარაკრაკა, რომ თავადაც გაოცებული შესცქეროდა წარმოსახვაში გამოფენილ სტროფებს…
მარტოხელა კაცი იყო, სიყვარულში ხელმოცარული, სანათესაოდან გარიყული, თავის დროზე პოეტიზირებული ილუზიებისგან ცოტა არ იყოს გადიდგულებული, ბოლოს უცაბედად ”ნიადაგგამოცვლილი” და ძროხა თავიდანვე ახლობელ არსებასავით შეიყვარა. დილაადრიან მის სადგომს ”ფერია-ფერიას” ძახილით მიაშურებდა, ლექსებს მგრძნობიარედ უკითხავდა…
ძროხამ ერთხანს ალღო ვერ აუღო ვითარების ამგვარ ცვლილებას, შელიკოს მიმართ უნდოდ იყო განწყობილი და მინანდრას გამოჩენის მომლოდინე უშნოდ წრიალებდა, მაგრამ თანდათანობით, თითქოს სხვაგვარი სითბოთი დამუხტული იმპულსები შეიგრძნო, ლექსების მოსმენაც სხვაგვარად გაუტკბა და მართალია ფერიას არ დამსგავსებია, მაგრამ საგრძნობლად მშვიდი და ალერსიანი შეიქმნა, წველასაც უმატა…
უკვე პატრონს მინაზებული ზმუილით ეგებებოდა, დიდრონ თვალებს ალერსით მიაპყრობდა და სალექსაოდ განწყობილს თავისებურად მიანიშნებდა, გისმენო…
მართლაც რჩეული მსმენელი იყო და მართალია ტაშის დაკვრა არ ეხერხებოდა, მაგრამ ხშირად თვალები ისე ლამაზად აეცრემლებოდა, და ისე მგრძნობიარედ წაიზმუილებდა, რომ გულაჩქროლებული შელიკო კისერზე ძალუმად მოხვევდა ხელს და ჩაკოცნიდა კიდეც…
მაგრამ ”ფერიასა” და შელიკოს იდილიური ურთიერთობა ბოროტი თვალისთვის, რა თქმა უნდა შეუმჩნეველი არ დარჩა…
სამეზობლოში დარხეულმა ხმამ იმ აფრენილმა შელიკომ ის გაუბედურებული საქონელი, ისე გამოაკეთა ავ თვალს არ ენახვებაო, მინანადრას ყურამდეც მიაღწია და უკვე ”პოზიცია-ოპოზიციაზე” გულაღრენილმა ”უმაქნისების” მოსანახულებლად გამოსწია.
შესაღამოვებული იყო. ნახირს ჩამოცილებული ”ფერია” მშობლიურ არსებად გათავისებულ შელიკოსკენ მიიჩქაროდა. მართლაც, ლამაზი სანახავი იყო. ჯანმაგარი, ჯიშიანი საქონლის მოდგმისად ჩანდა (იქნებ იყო კიდეც), შესუქებულ სხეულს წითური ფერის, დავარცხნილი ბეწვი უმშვენებდა… სავსე ჯიქნებს სხვებისდა შეუმჩნევლად შელიკოს გასახარად მოათამაშებდა.
მინანდრას ძროხა მართლაც მონატრებოდა… უფრო სწორად ის სურათები წუწნიდა მის გონებას, როცა განაწყენებული მოუვლელობისგან ფერდებჩაცვენილ ძროხაზე ჯავრს იყრიდა და მის არსში უკვე ბორგავდა დანაკარგის შედეგად წარმოქმნილი მტკივნეული ემოცია…
”ფერიამ” კი, შორიდანვე იგრძნო მისი მოახლოება, ამ ქალის მუჯლუგუნებისგან ფერდებში ჩატოვებულმა ტკივილმა უცაბედად ”იფეთქა”. საშიშროებისთვის თავი, რომ დაეღწია შეღებულ ჭიშკრისკენ გაქანდა. იქ კი, ჩვეულებისამებრ სახეგაბადრული შელიკო იდგა და ახალდაწერილი ლექსიც ენის წვერზე ადგა, თავის ერთგულ მსმენელისთვის, ჩურჩულით, რომ გაენდო…
ამგვარი განცდით მომლოდინე კაცმა, რა თქმა უნდა, გვერდზე გადგომა ვერ მოასწრო და სანახევროდ გაღებულ ჭიშკარში შესწრების მოსურნე ძროხამ იგი კარის საყრდენ რკინის ბოძზე ლამის მიაჭყლიტა.
შელიკომ მხოლოდ ლექსის სათაურის ”არ მომწყინდება…”-ას ამოხავლება მოასწრო და სული განუტევა. რევოლუციური შემართებით მომავალი მინანდრა არც დაუნახია…
მერე ახლობლებმა ძროხა დაკლეს, ხორცის ნახევარი გაყიდეს, ნახევარი ქელეხს მოახმარეს…
მინანდრას რაღაც უხაროდა, ვერ მიმხვდარიყო რა, მაგრამ ფიქრობდა, რომ მისი ”გამწარება” იმ ძროხისა არ იყოს არვის შერჩებოდა, _ არც პოზიციას და არც ოპოზიციას…
02.19-22.2008

Комментариев нет:
Отправить комментарий