====
გზამკვლევი... _ გამოცემული წიგნები; ანოტაციები, ამონაკრები კრებულებიდან, ფაქტები, ფოტოები, ჟურნალ ”ხატოვან მოტივაციების” მიმოხილვა, სტატიების ნუსხა...
====
მაკურნებელი სიტყვა
====
პატივი მიაგე ნაბოძებ სიქველეს _
შინაგან წესრიგს…
====
ესეი
...
ავტორისეული ხედვა, წიაღსვლები სხვადასხვა ლიტერატურიდან ამოკრეფილი ფაქტებითაა დამოწმებული...

წერილი ჟურნალ ”ხატოვანი მოტივაციების” 2005 წლის მე-2 ნომერში დაიბეჭდა და მკითხველთა ინტერესი გამოიწვია…
...
მწერლისა და ექიმის მოღვაწეობა მრავალ, ურთიერთმსგავს შტრიხებს მოიცავს… ამასთანავე მრავალი გამოჩენილი მწერალი პროფესიით ექიმი გახლდათ: ფრანსუა რაბლე, ფ. შილერი, ა.პ. ჩეხოვი, ა. კონან-დოილი, სომერსეტ მოემი, მ. ა. ბულგაკოვი, კობო აბე, სტანისლავ ლემი და მრავალი სხვა…
ქართველ შემოქმედთა რიგებსაც ამშვენებს მწერლური ნიჭით დაჯილდოებულ ექიმთა გვარები: ი. გომართელი, ვ. ბოჭორიშვილი, გ. კაპანაძე, გ. სხირტლაძე, შ. მჭედლიშვილი, ბ. მინდაძე, ე. ქურდიანი. (რა თქმა უნდა, არც ეს ჩამონათვალი იქნება სრული…) თუმც, ისინი უფრო მეტად ექიმების ავტორიტეტით სარგებლობდნენ…
ა. მორუა მიგვანიშნებდა: _ორივე ისწრაფვის, გამოიცნოს ის, რაც მატყუარა გარეგნობის მიღმა იმალებაო.
დიახაც, ერთიც და მეორეც თავისებურად ცდილობს ნებსით თუ უნებლიეთ შეფერადებულ ხასიათსა და ქცევების მიღმა ჭეშმარიტი სახეები ამოიცნოს, გამოიკვლიოს და აღწეროს ამგვარი მეტამორფოზის განმსაზღვრელი მიზეზები, მიენდოს მხატვრული ფანტაზიით აღმოცენებულ მეცნიერულ წინასწარხედვას… დაეყრდნოს სიტყვის მაკურნებელ ძალას…
მედიცინა, რომელიც ადამიანს ემსახურება, ხელოვნებასაც მიეკუთვნება და მეცნიერებასაც, _ამბობს ”დრამატული მედიცინა”-ს ავტორი ჰუგო გლაზერი. ლათინური გამოთქმა კი გვაუწყებს: ხელოვნებათა შორის ყველაზე უფრო კეთილშობილური _მედიცინაა…
ექიმი ”მჭვრეტელი და მკვლევარი” უნდა ყოფილიყო. ექიმი მკურნალობს სიტყვით, მცენარეულობითა და დანით… ამბობდნენ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე… სიტყვამ შეიძლება ბევრად უფრო დაამძიმოს ავადმყოფის მდგომარეობა ან გაამხნევოს და გამოჯანმრთელების შანსი მისცეს…
გავიხსენოთ ”იატროგენია” _ ამ ცნებით აღნიშნავენ ფსიქოგენური ხასიათის დარღვევბს, რომელიც წარმოიშობა ექიმის ან მედიცინის სხვა მუშაკთა საქციელის მოქმედების და საუბრის შედეგად…
უფრთხილდით ავსიტყვა ”ექიმებს”, თორემ შესაძლოა თქვენ ნევროზული მოვლენების გარდა, ახალი ”ავად ნათქვამის” წყალობით ”დაძრული” ავადმყოფობის მსხვერპლი შეიქნეთ…
მედიცინის ეთიკურ-დეონტოლოგიური (მოძღვრება მართებულ ქცევებზე) საკითხები, მრავალჯერაა განხილული და დალაგებული… მაგრამ ”ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.” ზოგიც დაუფიქრებლად ”მიუსამძიმრებს” ავადმყოფს. ზოგიც საგანგებოდ ”შერისხავს”, აქამდე როგორ მიუშვი სენიო, დაშინებული პაციენტი მერე, რომ უკეთესად ”გამოწველოს”.
მაგრამ ჩვენ მკურნალზე ვსაუბრობთ… მკურნალი ანუ სნეულთ მლხენელი, არს ხელოვნებაი კაცობრივთა სხეულთათვის შთამომავალი. მარგებელივით. (სულხან-საბა.) ძველბაბილონურ ენაზე სიტყვა ”ექიმი” ნიშნავდა ”წყლის მცოდნეს” ან ”ზეთის მცოდნეს”. ზეთის ცხება ძველ დროში საექიმო საშუალებად ითვლებოდა.
ვის არ სმენია ”მედიცინის მამად” წოდებული ჰიპოკრატეს შესახებ (443-429 ძვ. წ.) ვინც თავის ეპიდემიებში მოგვითხრობს, რომ ”სხეულის გასინჯვა _ეს უზარმაზარი საქმეა: იგი მოითხოვს ცოდნას, სმენას, ყნოსვას, შეგრძნებას, ენას და გასინჯვას”… და შემდგომ ”რაც შეეხება ავადმყოფთა დროს ყველა იმ მდგომარეობას, რომელთა საფუძველზეც უნდა დაისვას დიაგნოზი, მათ ჩვენ შევიტყობთ ყველა ადამიანის საერთო ბუნებიდან და ყოველი ადამიანის საკუთარი ბუნებიდან, ავადმყოფობიდან და ავადმყოფიდან, იქიდანაც რა წამალი ენიშნება და იმისგან, ვინც უნიშნავს, რადგან ამ უკანასკნელთაგან ავადმყოფნი ან უკეთ, ან უფრო ცუდად გრძნობემ თავს; ამას გარდა _”… და ა. შ. ხაზგასმულია ის რომ ჰიპოკრატეს აზრით ექიმი უნდა იკვლევდეს უძლურებაში მყოფის აზრებსა და ზრახვებს. არამცთუ პაციენტის მრავალსიტყვაობის, მისი მდუმარების კვლევასაც კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება… ჰიპოკრატეს მედიცინა ფსიქოსომატური მედიცინაა, ერთობლივად იკვლევს რა ადამიანის ფიზიკურ და სულიერ მხარეს.
მოსმენის უნარი, მეტყველი მზერა, საუბრის მანერა, თავისებური, მკურნალის იერსახის დამადასტურებელი გარეგნობა, სიმხნევის მომგვრელი მითითებანი და პაციენტის სატკივარის მიზანმიმართულად შეცნობა ჩვენის აზრით უმთავრესად განსაძღვრავს ექიმის პროფესიონალიზმს. ასევე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ თავად ”წოდება” _ექიმი, გარკვეულ სამკურნალო ცოდნას ითვალისწინებს.
”მკურნალო განიკურნე შენი თავი” ქრისტეს ამ შეგონებას ლუკას სახარება გვაწვდის. ამავე სახარებაშია აღწერილი ავადმყოფის მოვლისა და მისდამი თანაგრძნობის აუცილებლობა.
სახარებისდა მიხედვით ექიმი, მკურნალი უნდა იჯდეს სნეულთან… ქრისტეც ხშირად მიდიოდა მათთან… სახარების მაგალითზე, ურიგო ნამდვილად არ იქნება განკურნების მოსურნე სნეულს შეგნებული ჰქონდეს თავისი ცოდვიანობა… სნეულები და ეშმაკეულები დღესაც ისევე იტანჯებიან, როგორც მაშინ…
ბიბლია და ახალი აღთქმა ფასდაუდებელ სამედიცინო სიბრძნეს გვაწვდის, სადაც სხეულისა და სულის კურნება განუყოფელია…
გვაოცებს მიღწევევი ქირურგიაში. აქ, მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის კი არა, რაღაც ოციოდე წლის წინათ ფანტასტიკურ იდეებად მიჩნეულმა ”მიგნებებმა” ჰპოვა განვითარება და ახლა აღარავის უკვირს ორგანოთა ნაირგვარი ”გადანერგვა” (ტრანსპლატაცია). მაგრამ ჩვეულ მედიცინაში მძლავრობს ”ქირურგიული აგრესია”.
ერიდეთ ქირურგს! რომელიც თითო ნუშისებურ ჯირკვალს კვეთს ერთ ოპერაციაზე, რათა პაციენტს ორი ოპერაციის თანხა გამოსძალოს… ერიდეთ ქირურგს! ვინც მიეჩვია იმ აზრს, რომ ადამიანის ორგანიზმში, ესა თუ ის ორგანო მხოლოდ იმიტომაა, რომ ”მომგებიანად” ამოკვეთოს.
ხშირია შემთხვევები, როცა ქირურგი პაციენტის სიცოცხლესა თუ ”ავკარგიანობას” თავის კარიერას სწირავს… ხატოვანი მოტივაციის თვალსაზრისით მოვიშველიებთ მცირე ამონაწერს რომანიდან ”სიკვდილის ხელოვნება.”
…როცა ზღვის სანაპიროსთან მის საპატივცემულოდ გაშლილ სუფრასთან გულაჩუყებული, უფრო სწორად შეზარხოშებული ქირურგი ვლადი ბედისწერისგან სასიკვდილოდ, მის მიერ კი, სატანჯველად განწირული პაციენტის ვაჟს ებოდიშება:
-…”იცი, მე ბატონ არჩილთან დამნაშავე ვარ, დამნაშავე, ოპერაცია რომ ლამაზად მომეთავებინა, ვიჩქარე და მყესები ჩავაჭერი… შენ მეცოდები, შენ… შენ ხარ ცოდო, კაცურად ვწუხვარ, რომ ასეთ დღეში ჩაგაგდე! -და როცა მის გაოცებულ მზერას წააწყდა, თითქოს განუმარტა,_ ასეთი ავადმყოფის მოვლა რომ მოგიწევს, ის მადარდებს, გაწვალდები…
ბებურმა ხმა ვერ გაიღო, ტკივილი კვლავ ტყვიასავით ჩამოწვა მის მკერდში, მთლად ნათლად ვერ წარმოედგინა, რაში მდგომარეობდა ქირურგ ვლადის დანაშაული…”
ეს მან მერე შეიგრძშნო, როცა ”დასახიჩრებულ” მამას ტანჯვას ვერანაირად ვერ უმსუბუქებდა…
აღარ მოვყვები ”სამედიცინო ქრონიკებიდან” მეფე ჰამურაბის (ცხოვრობდა ორი ათასი წლის წინათ ჩვენს წელთაღრიცხვამდე.) დროინდელ კანონებს, რომელიც ექიმს საექიმო შეცდომის დაშვების შემთხვევაში მკაცრად სჯიდა. მსგავსი კანონები მრავლად იყო ძველი აღმოსავლეთისა თუ ევროპის ქვეყნებში. თუმც, ეს არავითარ შეღავათს არ წარმოადგენს დღევანდელ ყოფაში უსახსრობითა და ტკივილით გატანჯული ავადმყოფისათვის, რომელიც შველას იმედად შეგულებულ ექიმისგან ელის…
სასურველია ვიწრო სპეციალობაში დახელოვნებულ ექიმს ჰქონდეს, ფართო სამედიცინო თვალთახედვა. და რა თქმა უნდა, ჰიპოკრატეს დარიგებისამებრ უპირველესად ადამიანი უნდა უყვარდეს, თან გამუდმებით ახსოვდეს ”არა ავნო”
====
...აგდებით მოეპყრას შენს საყრდენ ღირსებას _

შინაგან წესრიგს...
====
”ყოველივე არის საწამლავიც და წამალიც, მხოლოდ დოზა გახდის ნივთიერებას საწამლავად ან წამლად!” გამოჩენილი ექიმი და ქიმიკოსი პარაცელსიუსი ასე მოძღვრავდა თავის თანამედროვეთ.
ბალახთა გამოყენების ”ხელოვნება” ოდითგანვე იყო ცნობილი. დაგემოვნების გზით მრავალი ”მცენარე-მოკეთე” შეიძინა ადამიანმა, თუმც ბევრი ”მტრადაც მოიკიდა”. ჩვენის ღრმა რწმენით ამავე სახით ვითარდება მისი მიდრეკილება მსწრაფლ მკურნავად რეკლამირებულ სამკურნალო პრეპარატებისადმი, რომლებიც როგორც სტატისტიკა გვაუწყებს მრავალი დაავადების მიზეზი თავად ხდებიან. ამის გახმაურებული ფაქტია სუბოტექსით ”მკურნალობა”, რომელიც თავდაპირველად ე.წ. ”ლომკის მოხსნის” _ აბსტინენციიდან (მძიმე სომატურ-ფსიქიკური მდგომარეობიდან) გამოსვლის ”უებრო” საშუალებად ითვლებოდა. მაგრამ ”სულის ტკივილის” დაამება ქიმიური პრეპარატით შეუძლებელი აღმოჩნდა. ”შემართების” ამგვარი საშუალებით მოპოვების მოსურნე მომხმარებელი მეორე უკიდურესობისკენ გადაქანდა.
ან თუნდაც ასე მომრავლებულიუ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, რომელთაგან მრავალი, ორგანიზმის იმუნური სისტემის მოშლას იწვევს. ბოლო დროს გახმაურებული ფაქტები ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ”ცელებექსტრისა” და ”ბექსტრას” შესახებ… (სახელწოდებები შესაძლოა ზუსტი არ გამოდგეს, თუმც სახელწოდებას არსებითი მნიშვნელობა ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს, რადგან მსგავსი ფაქტები ”აგრესიულად” მეორდება…)
საგანგაშოა ის, რომ ამგვარი ”ტკივილგამაყუჩებლების” მოხმარებამ ადამიანში კიდურების დამბლა და სხვა მსგავსი დაავადებები გამოიწვია და ახლა ხმარებიდან მათ ამოღებაზე საერთაშორისო მაშტაბის კომპანიაა გაჩაღებული… საკითხავია, რამდენმა ასეთმა ”გამაყუჩებელმა” და მსწრაფლმკურნავმა ”მედიკამენტებმა” დაავადეს ”წამლების” ყლაპვის მოყვარულები ავთვისებიანი სიმსივნითა თუ მსგავსი სიკვდილის ”დამაჩქარებლებით…”
ძველი ბერძნები ამბობდნენ, ავადმყოფმა ჯერ სწორად კვება უნდა დაიწყოს და მერე მკურნალობაო… მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვებას და სატკივარის ”დაგემოვნებას” ნებისყოფა და სააზროვნო წესრიგი სჭირდება…
ჩემის აზრით ტკივილს ჩვენ მთელი სიცოცხლის მანძილზე დავატარებთ, იგი ორგანიზმში გარკვეული სახით მუდამ არსებობს. მთავარი ისაა მას ერთ ადგილზე, რომელიმე ორგანოსთან ”მოკალათების” საშუალება არ მივცეთ. უნდა ვაიძულოთ გადაადგილდეს, ”სიარული”, შესაძლოა თავისებური ”მედიტაციაც” ვასწავლოთ, ასე იგი უფრო მორჩილი ხდება…
არას გარგებთ წამლად შესახელებული ”პრეპარატების” ყლაპვა, პირიქით, მრავალი მათგანი მოსალოდნელია თავად იქცეს მეტად რთული ავადმყოფობის მაპროვოცირებლად.
შესდექი! შენ, ავად ხარ და მას ”წამლით ავადმყოფობა” ჰქვია.
ეს ტერმინი ცნობილია 1901 წლიდან, და მან იმდენად ჰპოვა განვითარება, რომ ბევრი, ვინც ”წამლის ავადმყოფობითაა დაავადებული, დაუფიქრებლად ეშურება ყველა იმ მედიკამენტისა თუ პრეპარატის მოპოვებას და მიღებას, რაც მავანთა ენით ამა თი იმ სენისგან განკურნების ”უებრო საშუალებაა”…
დაფიქრდით! ერთიც და მეორეც მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს სამკურნალო საშუალება თუ ისინი, ავადმყოფობის, ვითარების შესატყვისადაა შერჩეული…
გასათვალისწინებელია ორგანიზმის მემკვიდრეობითი თუ შეძენილი თვისებები (პირველადი და მეორადი იმუნოდეფიციტის თავისებურებანი). ასაკი და სხვა მრავალი რამ… ხშირად ესა თუ ის წამალი ერთმანეთთან შეუთავსებელია. ხშირად ანეიტრალებენ ერთურთს, ხშირად რექციაში შედიან ერთმანეთთან და მავნე ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენენ ორგანიზმზე…
ასე რომ, სანამ წამლების განურჩევლად ყლაპვას დაეჩვეოდე გულმოდგინედ გამოიკვლიე თავი შენი, თუნდაც, შეიცან სატკივარი შენი…
ყოველი ცნობა და ჭკუა კაცისა ტვინსა შიგან არს… თუ ტვინი სრულ არს, კაცისა ჭკუა სრული იქნების. ზაზა ფანასკერტელი.
====
ზოგმა მოასწრო განცდების წაღებაც,

ხომ ხედავ გაზიდეს ცხოვრება ლიქნით...
====
ახლა ბევრმა ჩვენთაგანმა იცის ”კრიტიკული დღეების” ავკარგიანობაზე… (ამის შესახებ ჯერ კიდევ ჰიპოკრატე, მერე კი გალენუსი აღნიშნავდნენ, ქვეყნდება სხვადასხვა ცხრილები ბიორიტმების გარშემო. ჩვენს სასიცოცხლო ენერგიაზე მნათობების, (მზისა და მთვარის), ამინდის ზეგავლენის თავისებურებებზე. მაგრამ ცოტა ჩვენთაგანმა თუ იცის, რომ ჩვენი სხეულის ერთი, თითქოსდა ჩვეულებრივი ორგანო ელენთა, რომელიც მარცხენა ფერდქვეშა არეში ”ძევს”, განსაკუთრებულ როლს თამაშობს ”იმუნიტეტის” ანუ დაავადებების ორგანიზმიდან განდევნის უნარის ჩამოყალიბებაში. ასუფთავებს სისხლს მავნე ნივთიერებისგან, არეგულირებს ”სისხლწარმოქმნას”. …რომ ჰიპოფიზი (თავის ქალას ფუძესთან მდებარე პატარა ჯირკვალი) ზრდის, ორგანიზმის განვითარებისა და დასრულების ჰორმონებით გვამარაგებს. …რომ ფარისებრი ჯირკვლის (მოთავსებულია ხორხის წინ) მიერ გამოყოფილი ჰორმონი ნივთიერებათა ცვლის ”დიდოსტატია”. _...რომ თირკმელზედა ჯირკვლები იმუნური სისტემის გამაძლიერებერი ჰორმონების მნიშვნელოვან ჯგუფს გამოიმუშავებენ… რომ თიმუსი, რომელიც მკერდის ძვლის უკანაა მოთავსებული, იმუნიტეტის ცენტრალური ორგანოა, იგი მთელი ჩვენი სიცოცხლის მანძილზე აწვდის სისხლის შემადგენლობაში შემავალ ლიმფოციტებს იმუნოლოგიურ ანბანს… იმუნური ცოდნის მარაგს, რომლის გარეშეც მრავალი ვირუსის წინააღმდეგ ჩვენი ორგანიზმი ფარ-ხმალს დაყრის და სენს დანებდება…. (ბევრ ადამიანს არ ძალუძს ავტონომიურ რეჟიმში მომუშავე ”ორგანოებად” წოდებულ ჩემთვის თავისებურ ”გონიერ არსებად” მიჩნეულ ”ინდივიდუმთა” მიერ გაწეული სამუშაოს ტოლი საქმიანობა გასწიოს მთელი ცხოვრების მანძილზე, მაგრამ მათი შრომა ადამიანთა მოდგმის ძირეული ნაწილისთვის შეუმჩნეველი და დაუფასებელია, რადგან ისინი ჩვენშია, ჩვენი შემადგენელი ნაწილები არიან და თითქოს მექანიკურად მოქმედებენ…თუმც, თითოელი მათგანის სიჯანსაღესა და თუნდაც ”გუნებაზე”, ამ ქვეყნად ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხია დამოკიდებული.)
იქნებ გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ ყოველივე ამის ცოდნა, მაგრამ თავად იმუნიტეტზე ორგანიზმის ”ფხიზელ თვლზე” ნამდვილად სასურველია გვქონდეს წარმოდგენა.
გახსოვდეთ, გამოვლენილია 1600-ზე მეტი გენეტიკური (თანდაყოლილი) დაავადება. სასურველია უფრო ყურადრებით მოეკიდოთ თქვენი მშობლების, ბებიებისა და ბაბუების სატკივარს… გარკვეული წარმოდგენა გქონდეთ მათ მიერ გადატანილ ავადმყოფობათა განკურნების გზებზე… რადგან სრული შესაძლებელია ერთხელაც, რომელიმე მათგანმა თქვენში ან თქვენს შვილებში იჩინოს თავი… თქვენს მიერ შეძენილმა მეორადმა დეფექტებმა კი შვილებში ჰპოვონ საბედისწერო განვითარება… და აქვე ურიგო არ იქნება თუ გავიხსენებთ ჰიპოკრატეს ცნობილ აფორიზმს:
”სიცოცხლე ხანმოკლეა, ხელოვნება ხანგრძლივია, მოხერხებული შემთხვევა წამიერია, ცდა მაცდუნებელია, განსჯა ძნელია”
დღეს დაბეჯითებით საუბრობენ გენური ინჟინერიის, სომატურ-გენეტიკური წარმომავლობის დაავადებათა უმტკივნეულოდ განკურნების, გენური თერაპიის აღმავლობის შესახებ… რაც ალბათ თავისებურად ჩაენაცვლება იმუნურ ინჟინერიას, იმუნური სისტემის უვარგისი ნაწილების გადახალისებასა და შეცვლას, ორგანოთა გადანერგვას, (ტრანსპლანტაციას). ჯერ კიდევ დაბადებამდე მოხდება დამიანის რისკის ფაქტორის განსაზღვრა, ”იმუნოკორექცია” და ა. შ. …ყოველივე ეს რაღაცით ”ევგენიკას”, ”გენეტიკური კოდს” ანუ ადამიანის შესახებ არსებულ ცხრა საკონტროლო კოდს, სხვა მისთანებს გვაგონებს… (დასაფიქრებელია ისიც, რომ ადამიანის გენების 99% თაგვის გენებს ემთხვევა. ანუ ადამიანს აქვს მხოლოდ 300 გენი, რომელიც არა აქვს თაგვს… ასე რომ, გენურ ინჟინერიას მხოლოდ ფიზიკური სხეულის კორექტირება შეუძლია… ადამიანი კი საბედნიეროდ, ბევრად რთული და საინტერესო მოვლენაა…)
ასე თუ ისე, ტექნოლოგიური პროცესების შეჩერება გარდაუვალია, მაგრამ თუ ის ”მართებული” ბიოთეკის ფარგლებში არ წარიმართა, ყოველივე ეს შესაძლებელია ადამიანისთვის საკმაოდ საშიშ და გაუთვალისწინებელ მოვლენად იქცეს…
ახალი ციფრული ტექნოლოგიების, კოსმოსური სივრცის ათვისების ეპოქაში მოსალოდნელია შეძენილი მეორადი იმუნოდეფიციტების ”მეტამორფოზა” და ახალი ორგანული, ფსიქოზური სნეულებების გამრავალფეროვნება…
კარგა ხანია გაჩნდა აფორიზმი: არც ისე მნიშვნელოვანია რას ჭამს ადამიანი, ბევრად საგულისხმოა რა ჭამს მას. უკვე კვალიფიცირებულია ”ინფორმაციული ფსიქოზები”, ”სატელევიზიო დაავადებების ექიმი”. და სხვა მისთანანი… გაუფრთხილდით იმუნური სისტემის ”პოლიციურ ფუნქციას”. არ შეიძლება წარსულის უცაბედად მიტოვება და ახალი ტექნოლოგიების იმედად მომავალში ისტორიული სამედიცინო საგზლის გარეშე გადასახლება… მართებულია დევიზი: ”წინ, ჰიპოკრატესთან ერთად!”
ამბობენ, ჯანმრთელობის საწინდარია ოთხი მარტივი რამ: აქტიურობა; მიზანშეწონილი, გონივრული კვება; მავნე ჩვევების ჩამოცილება; და ნერვების დაზოგვა…
სასიცოცხლო ენერგიის ასაღორძინებლად ძველი ეგვიპტელები ღვინით შეზავებული ცისფერი ლოტოსის წვენს ეტანებოდნენ, თანამედროვე მედიცინა კი დაბეჯითებით გვირჩევს ხშირად მივიღოთ მწვანე ჩაი, წითელი ღვინო და კაკაო.
ამქვეყნად ბევრი რამ არის მარგებელი, მაგრამ ბედისწერასა და ხელმოცარვას გვერდს ვერ ავუვლით… თუმც ისიც ვიცით, ამგვარი უიღბლობისგან დაჩაგრულმა ადამიანებმა სიცოცხლის წყურვილის, ნებისყოფის წყალობით, როგორ გადაირჩინეს თავი და ახლობლებიც იხსნეს მომვლელის ნერვოზული ყოფისაგან.
ადამიანები უმეტესწილად, თავიანთი უნებისყოფობითა და სულსწრაფობით ჩასახული დაავადებებისგან იტანჯებიან. მერე წლობით მკურნალობენ სხვადასხვა მედიკამენტებით და აზრად არ მოსდით, თავიანთ ხასიათსა და ყოფაში სათანადო კორექტირება შეიტანონ…
შინაგანი წესრიგი, ჯანმრთელი ადამიანის უპირველესი ”დამცავი სისტემაა”, ფსიქოიმუნიტეტის საფუძველი…
ამგვარი წესრიგი კი, სხეულის გაკაჟებითა და რწმენით ყალიბდება. ცვლილება უკეთესობისკენ ადამიანს ნებისმიერ ასაკში უხდება…
რწმენა იმისა, რომ შეგწევს სასიცოცხლო ენერგია, ძალა და უნარი ავადმყოფობას გაუმკლავდე ”სიკვდილის ბრჭყალებში’ მოქცეული ავადმყოფის გამოჯანმრთელებასაც დიდად უწყობს ხელს.
ხელოვნებაა, გადარჩენის იმედი ჩაუნერგო ”სასიკვდილოდ განწირულს” და შერყეული რწმენა აღუდგინო.
გახსენებად ღირს ო, ჰენრის შესანიშნავი მოთხრობა ”უკანასკნელი ფოთოლი”.
გვახსოვდეს, სიცოცხლე მეტწილად საამოა, სიკვდილი კი ”ბუნებრივი გარდაუვალობა”.
====
შენ ძალგიძს დაუდგე ცბიერთ შემოტევას,

ნაცადი, კაცური, ქმედითი წესით...
====
სხვათა განცდები ხშირად გვამშვიდებს… სხვისი სიმარტოვის მწველი შეგრძნება შენდა შეუმჩნევლად ობოლ ცრემლს, რომ ჩამოაგორებს ფარულად თვალიდან, იმ განცდასაც აღგიძრავს, მარტოსული რომ არ ხარ… რომ ამქვეყნად სხვაც შენსავით განიცდის და სტკივა… ან სხვაგავრი, შესაშური სიწრფელით უყვართ, გამორჩეულად ერთგულნი არიან…
ბიბლიოთერაპიის დადებით როლზე ჩვენ საკმაოდ ვისაუბრეთ ჟურნალის წინა ნომერში დაბეჭდილ წერილში (”სააზროვნო სივრცის პერიპეტიები”). მხოლოდ შეგახსენებთ, რომ ”ინფორმაციული ნერვოზის” ეპოქაში მხატვრული, შემეცნებითი ლიტერატურის კითხვა დიდად წაგადგებათ. სხვადასხვა ქვეყნის ამა თუ იმ კლინიკაში ექიმებს ევალებათ პაციენტს მისი ფსიქოემოციური მდგომარეობის მიხედვით შესაფერისი წიგნი შეურჩიონ, თავად კი, თვალი ადევნონ ლიტერატურულ მოვლენებს…
ასევე მნიშვნელოვანია ”მუსიკათერაპია”. მეათე-მეთერთმეტე საუკუნეში მთელს აღმოსავლეთში ცნობილი ავიცენა (აბუ ალი იბნ სინა) მუსიკას ”უწამლო” საშუალებად მიიჩნევდა… (ასევე მიანიშნებდა სუნების, სიცილის, დიეტის და შრომის კეთილმყოფელობაზე).
სასურველია გავიხსენოთ ძველი აღმოსავლეთის ქვეყნები, სადაც ხალხური მედიცინის განვითარებასთან ერთად ფართო ასპარეზი ჰპოვა სატაძრო მედიცინამ. მისი არსი თვალსაჩინოდ გამოიხატა პითაგორას (ძვ. წ. მე-6 ს.) სკოლის სახით. სატაძრო მკურნალობის მიმდევრები ავადმყოფს მკურნალობდნენ რელიგიურ ჰიმნთა გალობით, მუსიკალურ საკრავთა ჟღერით, რელიგიურ-ექსტაზური ცეკვებით, ლოცვებით…
იდეალისტურ-სამედიცინო სკოლის პლატონისეული ”მოძღვრება” (პლატონის სკოლა) პითაგორელთა ”სულიერი მკურნალობის თეორიას” მნიშვნელოვნად ენათესავებოდა. ეს იყო, ბერძენი ფილოსოფოსი წამლების ქმედითობას არ უარყოფდა. მაგრამ მიიჩნევდა, რომ ისინი ავადმყოფისთვის მაშინ იქნებოდა სასარგებლო თუ მათ მიღებას რელიგიური ჰიმნებითა და ლოცვებით ”განამტკიცებდა”.
ნურვინ დავიჩემებთ, რომ ყველაზე უკეთ ჩვენ შევიცნობთ ამა თუ იმ მუსიკალურ ნაწარმოებს, ჰანგსა თუ მელოდიას… (არის შემთხვევები, რომ თავად კარგ მუსიკას ქმნის, მაგრამ როგორც მსმენელი რიგით მელომანს ვერ შეედრება). ყოველი თაობა განიცდის ”მიმდინარეობათა” ზეგავლენას, ამჟღავნებს ცნობიერ თუ ქვეცნობიერ მიმბაძველობას… მაგრამ მუსიკის მოყვარულთა სმენა წლების მანძილზე სულის ლაბირინთებში იხვეწება და როგორც ერთ ჩემს ლექსში დამცდა: _...პლანეტის სიმღერა ყრუსაც კი უცვნია,
ოცნებით მოსმენას ნატრობს…
საუბრობენ კინოთერაპიის შესახებაც… მაგრამ რიგი ფილმების აგრესიული და ”შიზოფნერული” ხასიათი, რომლებსაც ჩვენი ტელევიზიები აჩვენებენ ამის საშუალებას ვგონებ ნაკლებად იძლევა…
საინტერესოა ანიმიზმის (ანიმა ლათინური წარმომავლობის სიტყვაა და სულს ნიშნავს) რაობაც… ძველ დროში ადამიანებს სწამდათ, რომ ყოველ საგანს თავისი სული აქვს… ამ საკითხს მე ვერ ჩავუღრმავდები, მაგრამ, ის, კი ვიცი ამა თუ იმ საგანს, ნივთს ადამიანი ზოგჯერ ისე მიეჩვევა, რომ სულიერივით გაითავისებს… და თუ გარკვეულ მიზეზთა გამო ხასიათდამძიმებულ პიროვნებას, დადებითი აურის მატარებელ ნივთს შევურჩევთ განწყობის გადასახალისებლად, ვგიონებ ურიგო არ იქნება, აკი ლამაზი და გონივრული სათამაშოები ჭირვეულ ბავშვსაც კი გუნებას გამოუსწორებს…
(…”ყვავილებით, ლამაზი ნივთებითა და სულიშშემძვრელი ამბებით მკურნალობა”,_ხომ ყალდენის თვალწარმტაც დედოფლის, ფრაციოლას კარზე დიდი ინტერესით სარგებლობდა.)
ფრინველებთან, ცხოველებთან და საერთოდ ბუნებასთან ურთიერთობის სხვადასხვა თეორიებისა და ხერხების შესახებ, ალბათ თქვენც მრავლად გსმენიათ… მაგრამ უპირველესად კარგად უნდა გავითავისოთ _პატივი მიაგე ნაბოძებ სიქველეს _
შინაგან წესრიგს…
სახელოვანი კლავდიუს გალენუსი (რომაული მედიცინის თვალსაჩინო წარმომადგენელი) თვლიდა, რომ სნეულებათა გამომწვევი მიზეზი უპირველესად სულისა და სხეულის შეთანხმებულობის დარღვევაა. (დიაგნოსტიკასა და თერაპიაში ეყრდნობოდა ჰიპოკრატეს ’პროგნოსტიკასა” და ”აფორიზმებს”). იგი ცდილობდა მედიცინა რელიგიისა და თეოლოგიის სრულ მეკავშირედ ექცია და აღიარებდა, რომ მედიცინა საფუძველი უნდა გახდეს სრულქმნილი თეოლოგიისა, რომელიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და დიდი საქმეა, ვიდრე მთლიანად მედიცინაო.
ქართველი ერის სამედიცინო კულტურა და ტრადიციები უძველესი დროიდან არის ცნობილი. იგი კოლხეთის სამეფოს წინარე ხანიდან იღებს სათავეს. სამკურნალო ხელოვნებაში გაწაფული ლეგენდარული მედეას წინაპრები უდაოდ დიდი შემცნობი იყვნენ სამკურნალო ბალახებისა და ჰომეროსის ”ილიადაში” მოხსენიებულ ”ოქროსკულულებიან” აგამედას, რომელმაც ”იცოდა თვისებები უსაზღვრო დედამიწაზე არსებული ყველა ბალახისა” ტოლს არ უდებდნენ.
საქართველოს მთიანეთში სხეულიდან დაავადებების გამოდევნის მიზნით ფართოდ იყო გავრცელებული შელოცვებით მკურნალობა… მიმდინარეობდა ბედნიერების შელოცვა. ასე რომ დაავადებათა მაგიურ-რელიგიურ განკურნებათა სისტემა ჩვენთანაც საფუძვლიანად იყო განვითარებული, რაც ამა თუ იმ დაავადებაზე სწორი დაკვირვების საშუალებას იძლეოდა.
მართლმადიდებელ ეკლესიას ოდითგანვე ამშვენებდა სნეულთა უებრო მკურნალთა, წმინდანთა, მოწამეთა თუ ღირს მამათა ნათელი სახეები, რომელთა მიმართ მიძღვნილი კონდაკი, ტროპარი თუ სავედრებელი ხშირად წარმოითქმებოდა უძლურებაში მყოფ მორწმუნეთა სასოდ და მეოხად.
მკურნალთა (ექიმების) მფარველ წმინდა მოწამე პანტელეიმონს გულმხურვალედ ევედრებიან შველას, ვითარცა მკურნალწმინდანს…
დიდი განვითარება ჰპოვა რა საეკლესიო მედიცინამ, ”სენთა მკურნალობაში” გაწაფული ასურელი მამების კვალობაზე მრავალი შეგირდი დახელოვ ნდა სამკურნალო ხელოვნებაში. შემოგვრჩა მე-11 საუკუნით დათარიღებული ”უსწორო კარაბადინი”.
ქართულ ეროვნულ ნიადაგზე დაფუძნებული სამედიციონო აზროვნების გამორჩეული ნაშრომია შუა საუკუნეების თვალსაჩინო მოაზროვნის ზაზა ფანასკრეტელის ”სამკურნალო წიგნი-კარაბადინი”. ეროვნული სამედიცინო მონაპოვრების თანამიმდევრულ ასახვით გამოირჩევა მე-16 საუკუნის ნაშრომი, დავით ბატონიშვილის ”იადგარ დაუდი”.
”ერგების თუ ღმერთისა უნდეს” ასე აბოლოებს კარაბადინში მოტანილ წამალთა ნუსხას ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი. რაც აშკარად მიანიშნებს იმის აუცილებლობაზე, რომ უძლურებაში მყოფი სულიერად მზად (განწმენდილი) უნდა იყოს კურნებისათვის…
სასურველია გაძლიერდეს სწავლულ ბერ-მონაზონთა ინსტიტუტი. ” სულის მკურნალები”, რომლებიც წარმატებით ფლობდნენ ფსიქო-ემოციური კურნების ხელოვნებას, ხშირად წმინდა ხორცისმიერ დაავადებებსაც კურნავდნენ. მესნეულე ბერები კარგად იყენებდნენ ”ჰუმორული პათოლოგიის” თეორიას, რომლის მიხედვით ადამიანის ჯანმრთელობა განისაზღვრება ოთხი ელემენტის: სისხლის, ლორწოს, ყვითელი და შავი ნაღველის თანაფარდობისდა მიხედვით… (თითქოსდა პოეტური შეფერილობის ცნება ”შავი ნაღველი შემოაწვაო” ხშირად გამხდარა ამა თუ იმ დაავადების გამძაფრებისა და ადმიანის სიკვდილის მიზეზი).
კვლავ გავიხსენოთ, რომ მედიცინა მეცნიერებაცაა და ხელოვნებაც… ჩვენი წინაპრები სიცილსაც და ტირილსაც კურნების მიზნით იყენებდნენ. სიცილის სიკეთე, ბევრს თავად უგვრძნია, ხშირად ტირილიც დამამშვიდებელ ზეგავლენას ახდენს… სიწრფელით ცრემლის ღვრა, მართლაც შვების მომგვრელია, ცრემლი კი, ავი თვალისგან დამცავ საშუალებადაა მიჩნეული… გააჩნია სად, როგორ და რა ვითარებაში ხდება ყოველივე, არსებობს სიჩუმის თერაპიაც. მახსენდება ყმაწვილობისას დაწერილი ლექსი:
იშვა სიჩუმე გვიან ღამით, სმენა მომტაცა, მე სიჩუმესთან ვიწყებ ლაპარაკს, ვკამათობ ცხარედ, მერე ვმშვიდდები, მერე ყურს ვუგდებ, როგორ ამშვიდებს სიჩუმე ღამეს… შეგრძნება სიჩუმის მშვენიერებისა მრავალ განდგომილს განუცდია…
ფრიად დროულია თანამედროვე სამედიცინო ცენტრებში ხალხური მედიცინის მეთოდიკის დანერგვა. თავად ინდივიდუალური, სინდრომოლოგიური დიაგნოზის დასმის მეთოდიკა, რა თქმა უნდა, ავადმყოფის კომპლექსურად განკურნების საშუალებას იძლევა… ხდება ერთიანი სასიცოცხლო ენერგიის განახლება.
მაგრამ ავადმყოფის დაავადებების ისტორიის შესწავლა, გარკვეულ დროს და დაკვირვებას მოითხოვს ექიმის მიერ. ძირითადი ავადმყოფობის ინდივიდუალური სიმპტომების დასადგენად მკურნალს საშუალება უნდა მიეცეს პიროვნებაზე ხანგრძლივი დაკვირვებისა. მით უფრო, როცა საქმე ეხება თანმხლებ, გადატანილ, ოჯახურ ანამნეზე ანუ წინაპართა მიერ გადატანილ ავადმყოფობათა ქრონოლოგიას, პირველად იმუნოდეფიციტებს… პიროვნების კონსტიტუციონალური ტიპისა და ფსიქიკის განსაზღვრას, მოკვლევით დასურათხატებას, სათანადო მოტივაციების მოძიებას. და ა. შ.
დღეს კი მოგეხსენებათ ე. წ. ”დროის დეფიციტის” ეპოქაში ამგვარი დამოკიდებულება ექიმს და პაციენტს შორის ფრიად იშვიათია…
ამ შემთხვევაში საყურადრებოა ”ოჯახის ექიმის” ინსტიტუტის დამკვიდრება, თუმც მისი საყოველთაოდ დანერგვა გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული.
გამოსავალი ისაა, თავად ოჯახის წევრებს გააჩნდეს გადატანილ ავადმყოფობათა ქრონოლოგიური აღრიცხვის და თუნდაც მოკვლევის უნარი, ამგვარი უნარ-ჩვევების შეძენა ”პირველადი დახმარების წესების” გაკვეთილებთან ერთად სასკოლო პროგრამებში უნდა იქნას გათვალისწინებული… ყოველივე კი, ხელოვნების რანგში უნდა იქნას აყვანილი…
გაფრთხილდი და იქნები დაცული, ეს გამოთქმა მგონი, ამგვარ საკითხს ნამდვილად შეეფერება…
”არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაი დამკვიდრებულ არს თქვენს შორის?” (1 კორ. 3. 16) პავლე მოციქულის ამ შეგონებამ, მასში მოცემული ძირეული არსის გარდა, ალბათ იმაზეც უნდა ჩაგვაფიქროს, რომ ღვთისაგან ბოძებულ, ამგვარი სასიცოცხლო უნარით შემკული სხეული მოვლასა და პატივისცემას ითხოვს. ოღონდ არა მუცლის საამებლ;ად, არამედ ისევ და ისევ სულის საკურნებლად…
====
გახსოვდეს

და გწამდეს ცაში აქვს ფესვები...
====
“Memento mori!” _”გახსოვდეს სიკვდილი!” -მრავალჯერ წაგვიკითხავს და გვსმენია ეს ლათინური გამოთქმა. ზოგნი მას მეტისმეტი ოპტიმიზმითაც კი წარმოთქვამენ… თუმც, ძველი რომაელებიც კი ერიდებოდნენ ამ სიტყვის ხმამარლა წარმოთქმას და უპირატესობას ანიჭებდნენ გამოთქმას _”ის აღარ არის ცოცხალი…”
გერმანელები თურმე სიტყვა ”აღესრულა”-ს ამბობენ. ინგლისელები იმედოვნებენ, რომ ”ის უმრავლესობას შეუერთდა”. ქართველებს ამ ცნების გამოსახატავად თავისებურად მანუგეშებელი სიტყვა ”გარდაიცვალა” მოგვეპოვება.
სიტყვა მეოხი ”მძლავრსაც” სჭირდება… ბევრი თქმულა და დაწერილა ადამიანის აღსასრულზე და ამ ქვეყნიდან გასვლაზე… უამრავი ლამაზი, გაბედული აფორიზმი ვიცით ჩვენდა დასამოძღვრად და გასამხნევებლად…
სიკვდილ-სიცოცხლის თემა მარადიული თემაა, იგი ადამიანის გარკვეულ ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. ამ თემაზე მრავალი დიდი მოაზროვნე დაფიქრებულა, მრავალ მწერალს ხატოვნად აღუწერია თავიანთი ნაწარმოების გმირთა სულისა და ხორცის გაყრის საბედისწერო წუთები. თავადაც მოქცეულა მათ კვალად აღძრული განწყობის ქვეშ (ბალზაკი, ტოლსტოი და მრავალი სხვა.) მაგრამ ძალზე ”დაბრძენებულთაც” კი, როცა შეიგრძნეს აღსასრულის მოახლოება, შეეცვალათ ხასიათი… ზოგს აშკარად, ზოგს კი ფარულად დაეწყოთ ”ბრძოლები”. ზოგი კი, ”ბუნებრივი გარდაუვალობის” წინაშე აშკარად მდგომნი, დარჩენილ დღეებსა და საათებს ”დაჰკანკალებდნენ”.
…დამანგრეველი ავადმყოფობით ძალაგამოცლილი და გატანჯული ადამიანის სიცოცხლესთან გამოთხოვება, როგორც ავღნიშნეთ პიროვნების გარკვეულ ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული ”სიკვდილის შიში თვით სიკვდილზე უარესია” (პუბლილიუს სირიუსი), ”ვინც ადამიანს სიკვდილს ასწავლის, ის ასწავლის სიცოცხლეს” (მონტენი). საქმე სიკვდილი როდია, მშვიდად განუტევო სული _ ესეც ხელოვნებაა. ბარბარა კოლემანი (აშშ-ს მოქალაქე, გადაიტანა ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის ორი ოპერაცია ყოველივე ამის შემდეგ იცოცხლა ათი წელი).
ითხოვენ სიცოცხლეს, მაგრამ ითხოვენ სიკვდილსაც…
”მომკალით, წინააღმდეგ შემთხვევაში ბოროტმოქმედი იქნებით!” ასე მიმართავდა თავის ექიმს ხორხის ტუბერკულოზისგან გატანჯული კაფკა.
დიახ, ”სიკვდილთან გარიგებაც” თავისებურ ხელოვნებას ითხოვს…
ნაწყვეტი რომანიდან ”სიკვდილის ხელოვნება”:
…”მაგრამ გვერდით მდებარე პალატაში, ვიღაც ქალი გაბმით კვნესოდა და იქიდან მოვარდნილი სიმყრალის სუნი ნორმალურ ყოფაში მყოფ ადამიანს აუცილებლად შეზარავდა. მალე კვნესას შეკივლება მოჰყვა.
-რა ვუყო მაგ საცოდავს, წამალი მაგას აღარ შველის და… ლპება ცოცხლად,-თითქოსდა ბებურს შესჩივლა იქვე ჩავლილმა გაჭაღარავებულმა ექთანმა, _მიმხედავი მაინც ჰყავდეს ვინმე, მიაგდეს ასე უპატრონოდ.
-რა, სულ არავინ ჰყავს?..-უნებლიეთ შეეხმიანა ბებური.
-კი, ყავს ერთი ბიჭი, მაგრამ სადღაც რუსეთშია გადაკარგული, არც კი კითხულობს ამ საცოდავის ამბავს, ხანდახან აკითხავს და მაშინაც ისე იქცევა, თითქოს სტუმრად მოდიოდეს…-ხალისიანად გაეპასუხა ქალი.
-მოდით, მიხედეთ, ხალხი არ ხართ!-შეიცხადა ვიღაც ქალმა ლპობამორეული ავადმყოფის პალატიდან.
აბუზღუნებულმა ექთანმა სანიტარი ძლივს მოიხმო, მითითება მისცა და ჰოლისკენ წაფრატუნდა.
სანიტარმა დაიწყევლა, ოღონდ მაინც მოძებნა ცოცხი და ჩვარი. ბებურს გული შეეკუმშა…
”თუ ვერაფერს შველიან, ლამაზად გარდაცვალებაში მაინც უნდა დაეხმარონ ადამიანს, ალბათ ”სიკვდილთან გარიგებაც” თავისებურ ხელოვნებას ითხოვს… და გარინდულს, თავისდა უნებლიეთ გაახსენდა ზოგი რამ ”სიკვდილის ხელოვნების” თუ ”ღირსეული აღსასრულის” შესახებ… ავსტრიელი მედდების მიერ სასიკვდილოდ განწირული პაციენტების მოკვდინება ინსულინის ინექციის შეყვანითა თუ რაღაც სხვა წამლით და მართლმსაჯულების წინაშე წამდგარი ის ახალგაზრდა ექთანი ქალი, ვინაც ამგვარი ხერხით ექვსი თუ ცხრა ავადმყოფი ”შეიწყალა..” გერმანელი ექიმი მამაკაცი, რომელიც განწირულთ საწამლავს უტოვებდა და ამით თავისებურ პროვოცირებას უკეთებდა… სადღაც ამოკითხული ცნობა თანამედროვე ამერიკული კლინიკების შესახებ, სადაც გარკვეულ საწოლებს ”ამშვენებს” აბრები, შემდეგი წარწერით: ”უფლება ეძლევა მოკვდეს!”
ბოლო დროს ამგვარი ”უფლება” ავსტრალიაში მგონი დააკანონეს კიდეც…
”მიიღოს შვება”, გამოეთხოვოს წუთისოფელს, ეს თავისებური უპირატესობა, ევთანაზია, ალბათ იმათთვისაა, ვინაც უკურნებელი სენისგანაა გატანჯული. თუმც, ყოველივე ამის გარშემო განსხვავებული აზრებია…
ჭეშმარიტად მორწმუნენი ხომ სინათლით მოსულ სახიერებად აღიქვამენ ამა ქვეყნიდან გასვლის ცნებას… გააჩნიათ მზაობა ნეტარებით შეეგებონ ამქვეყნიურ აღსასრულს…
დავით გურამიშვილი ხატოვნად აღწერს სულისა და სხეულის გაყრის სცენას, სულის მარადიულში გადასახლებას… სადაც არ სტკივათ, არ ცივათ, არ შიათ, არ წყურიათ… (თუმც, ლექსში ”სიკვდილის და კაცის შელაპარაკება და ცილობა” ბერს-კაცთან პაექრობაში, მაინც ”სიკვდილს” გააქვს თავისი…)
და მაინც, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არც არვის სიამოვნებს საკუთარ სიკვდილზე საუბარი. ზუსტად იმის გაფიქრება გვაღონებს, რომ ”წავიშლებით” და აღარ ვიქნებით.
სხვა კი კვლავ შეყვარებს, კვლავ გაიხარებს, კვლავ მოსწყურდება…
დიახ, დალხინებული კაცი ნამდვილად არ მიილტვის სიკვდილისკენ თუ არ ჩავთვლით ისეთ ”ბედნიერ შემთხვევას”, როგორც პიერ ბომარშეს მამას შეემთხვა: ის სიცილში აღესრულა, როცა მისი ვაჟი თავის ”სევილიელ დალაქს” უკითხავდა. ან სოფოკლეს გარდაცვალებას, როგორც ამბობენ იგი ემოციებისგან ტაშის გრიალში გარდაიცვალა.
მართალია, ცხოვრებაზე გულაცრუებული ხშირად ნატრობს ”სიკვდილს”, უმეტესობა შინაგანად მაინც სიცოცხლისკენ ისწრაფვის.
ჩემის აზრით ”სიკვდილის ხელოვნება” ისაა, თუ შეიძლება ამას ”ხელოვნება” ვუწოდოთ, რომ უძლურებაში მყოფებმა არ ვავნოთ ახლობლების ჯანმრთელობას, სხვები არ აღმოჩნდნენ ჩვენი უძლურების შედეგად აღმოცენებული სენის მსხვერპლნი.
ავადმყოფის მოვლის ხელოვნება, დიდი ხელოვნებაა, მაგრამ ამისთვის თავად მომვლელი უნდა იყოს მზად… … აი, რა უნარ-ჩვევების გამომუშავებას უნდა შეუწყოს ხელი სკოლამ, რადგან ადრე თუ გვიან ყველანი: მშობელი თუ მასწავლებელი, პრეზიდენტი თუ ნაპრეზიდენტალი, გენიოსი თუ თავისი საქმის მოკრძალებული ოსტატი ”ბუნებრივი გარდუვალობის” წინაშე პირისპირ ვრჩებით…
ყველაფერი კი, ლოცვითა და ჭიქა წყლის მიწოდებით იწყება… ღმერთმა ჩვენც და ჩვენს შვილებსაც ამგვარი ნიჭი გაგვიძლიეროს…
მკურნალი კი, როგორც მრავალჯერ უთქვამთ, მჭვრეტელი და მოაზროვნე უნდა იყოს… მეცნიერიცა და ხელოვანიც…
…თითქოს ითქვა სათქმელი და ეს განაკვეთიც დასრულდა, მაგრამ ორიოდე დღის შემდეგ რადიოსადგურ თავისუფლების არხზე ეგრეთ წოდებულ ეროვნულ გამოცდებზე უნარ-ჩვევების შემოწმებისვის დაშვებული ტესტების განხილვისას შემდეგი რამ მოვისმინე:
”ვთქვათ, უცაბედად დედაშენი ავად გახდა. რას იზამ, შინ დარჩები? წამალს დაალევინებ? გამოუძახებ სასწრაფო დახმარებას? თუ სამსახურში წახვალ?”
და რას ფიქრობთ, სწორი პასუხი რა გამოდგა. რა და ”სამსახურში წავალ!” რომელ ჭიქა წყლის მადლიანად მიწოდებაზეა საუბარი.
ჩემმა მეუღლემ მწარედ იხუმრა. იქნებ აჯობებდა პირდაპირ დამკრძალავ ბიუროში დაერეკაო… დიახაც, გვაქვს ამგვარი სარკაზმის საბაბი, თუმც, შავი ნაღველი არ უნდა შემოგვაწვეს.
უნებლიეთ, რამდენიმე წლის წინათ დაწერილი და საქაღალდეში გადანახული ”მონოლოგი” გამახსენდა და მიზანშეწონილად ვცანი ჭიქა წყლის მიწოდების ხელოვნებაზე საუბარი, გამეგრძელებინა…
====
ამგვარად გამოწვრთნილ შინაგან წესრიგს...
====
”მოკვდა…”, ვადასტურებთ ხშირად ვისმე გარადაცვალების ფაქტს და უმწეობა გვიპყრობს…
გვეჩვენება, რომ ყოველგვარ ურთიერთობას ვამთავრებთ ადამიანებთან, ვინც არსებულ ყოფიერებას, ჩვენს გარემოცვას გაშორდა და გვავიწყდება, რომ იგი სწორედ ახლა ითხოვს გამორჩეულ თანალმობას, რათა უშუალო სიყვარულით და ლოცვით გავაცილოთ მარადიულ გზაზე…
ჩვენ ხომ ისევ ერთად ვიმყოფებით, ისევ უფლის უბეში ვითქვამთ სულს…
”მოკვდა!” -განა ამ ცნებით მთავრდება ჩვენი ურთიერთობა…
იქნებ, ახლა იწყება და სხვა უფრო დახვეწილ სახეს იღებს თანაგრძნობისა და თანადგომის ის რეალური სახე, რასაც ჩვენ იმ დღემდე, ყოფიერებით ნაკარნახევ ინერციით ვაგრძელებდით…
მოყვასის სიყვარულით და ლოცვით, გარემოებათა გამო მტრად მოკიდებულის სინანულით გაცილება, აი რა გვმართებს…
ჩვენ კვლავ უნდა შევეცადოთ დავუამოთ ერთურთს სულისმიერი ჭრილობები, სალბუნად დავაფინოთ ლოცვას ამოყოლილი სუნთქვა…
და ღირს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მრავალთაგან მრავალჯერ ციტირებული პლატონის ”შეფასება”:
”რა არის ფილოსოფია?” ჰკითხეს პლატონს, ”ფილოსოფია _ეს არის მომზადება გარდაცვალებისათვის” _მიუგო მან.
ამ მზადების უმთავრეს ნაწილს კი წარმოადგენს ლოცვა გარდაცვლილთათვის, მათთდამი აღძრული თანაგრძნობა და თანადგომა…
იგი უპირველესად გულისხმობს სიტყვის მადლს და ლოცვით მათთან მიახლებას… ჭირისა თუ ლხინის სუფრასთან გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად წარმოთქმული სადღეგრძელო, ამგვარი თანალმობით, შეწევნითა და ვედრებით უნდა იყოს გამსწვალული…
ღმერთო ნათელო, შეეშველე დაღლილ სულს…
გამიზნული თანადგომა კი, შეუძლია მხოლოდ მას, ვინც აღჭურვილია გარკვეული ცოდნით, შესწევს უნარი განსჭვრიტოს ქვენა გრძნობებში გამომწყვდეული ავი ზრახვანი და უარყოს ისინი ვედრების გზით…
ღმერთო ნათელო, დამოძღვრე სული ჩემი…
იღვაწე და განუწყვეტლივ იმუშაკე სრულყოფისათვის…
ღმერთო მანათობელო, შეეშველე დაღლილ გულს, განამტკიცე მოყვასის სიყვარული…
სულმოკლეობა, სულსწრაფობა უპირველესი საშიშროებაა კაცთა მოდგმისა…
ღმერთო სათნოებისა, შეეშველე დაღლილ გულს, დააძლევინე უმადურისადმი გაღებული სიკეთის კვალად აღძრული სინანაული…
ღმერთო სათნოებისა, შეეშველე დაღლილ გულს…
ამგვარ სასიცოცხლო ძალთა მიძინება, უმეტესად კაცთა თვალთაგან წლობით გადაკარგულ განდგომილთ ძალუძდათ, მაგრამ მათი სრული მოკვდინება შეუძლებელია, რადგან ადამიანში ცხოველური (საზრდოს მიღება, გარემო პირობებთან შეგუება და ა. შ.) არსი უპირველესად განაპირობებს მის არსებობას ჩვენთვის ხილულ დედამიწისეულ სამყაროში… (სხვა სასიცოცხლო სივრცის შესახებ, მათმა ბინადრებმა უკეთ იციან…)
ცხოვრება მეტისმეტად აუტანელი გახდა, ამბობენ ერთნი. ჩვენი დრო დადგა და შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ, ფიქრობენ მეორენი. თვალთმაქცობა ცხოვრების ნორმად იქცა, ასკვნიან მესამენი.
გვახსოვდეს არამარტო უიღბლობით განაწამებ ადამიანს, არამედ იღბლიანობით განებივრებულ კაცსაც, ხშირად ეუფლება სასოწარკვეთა… -მტანჯველური, ქვემძრომი განცდები ამა ქვეყნის ამაოებაზე…
მისი კურნება ღვთისადმი სავედრებელ ლოცვას ძალუძს, შინაგან წესრიგს შეუძლია სიმხნევე ასაზრდოოს და განდევნოს უიმედობაზე, ხელმოცარულობაზე ფიქრი…
ბევრ ჩვენთაგანს, სიკვდილზე ფიქრი აიტაცებს, როგორც კი საარსებო წყარო ქრება…
ამა სოფლის ამაოებაზე აღძრული ფიქრი გვიწყებს ღრღნას, როგორც კი ერთგულად მიჩნეული ადამიანის ღალატი გვიკორტნის სულს…
ამგვარი განცდების მოძალებისას, ათასგვარი ეჭვის საცეცი ჩაეჭიდება ჩვენს ფიქრს და სასოწარკვეთის მორევში გვითრევს…
ილოცეთ და მოუხმეთ შინაგან წესრიგს…
მაგრამ მარტო ამქვეყნიური ყოფის ამაობის შეგრძნება არ ანადგურებს ჩვენს არსს…
რისხვა, შურისძიების გრძნობით გახელებული სულიდან დაკვესებული ზრახვებიც, ხშირად ისევე გვაჩანაგებს, როგორც სასოწარკვეთა…
მაგრამ, ამქვეყნიური საზომით, ”რისხვასაც” გამართლება აქვს, როცა ის კვლავ და კვლავ მარადიულ მცნებებს სამშობლო-ქვეყნის ამწიოკებელსა და დამრბევს, კაცური ღირსების შემლახველს და სხვა მსგავს სიწმინდეთა შერყვნის მოსურნეთა დაოკებას ეხება… თუმც, ლოცვაა პირველი საშველი, ლოცვა ძალების გონივრულად წარმართვისა, ლოცვა კურნებისა, რომ რისხვამ არ დაგაბრმავოს, არ დაგცეს…
მოუხმე შინაგან წესრიგს…
ეს ჩვენ დიდად გვშველის, ნებისყოფას გვიკაჟებს და განგება საშველსაც გამოგვიჩენს ხოლმე და ისე მზაკვრულად ვერც მტერი გაგვაბამს მახეში…
განსაცდელის ჟამს, თავდაპირველად ლოცვისთვის უნდა მოვიკრიბოთ ძალა…
ეს უფრო სიმშვიდეში, მშვიდ ყოფაში გაწონასწორებულ ადამიანთაგან წამოსული შეგონებაა…
განსაცდელის ჟამს, ახლობელთა უსაფრთხოება ხშირად ჩვენს დაუხანებელ ქმედებას ითხოვს, მაგრამ ისე უნდა ვიყოთ ლოცვისთვის მოზიდულნი, სანამ რაიმეს მიზანდასახულად, სპონტანურად თუ უნებლიეთ მოვიმოქმედებთ, ერთხელ მაინც უნდა გავიფიქროთ _ უფალო შეგვიწყალენ!..
…
თემის გაგრძელება…
…თემატური მოტივები
წმინდაო, ძლიერო უკვდავო!
უკვდავჰყავ ერზედ ამაგი…
შთაბერე _მამულს არ ავნო,
ისე გამოწვრთნა სარანგი…
”ეს კაცი ასე ილოცავს”. მეთქი დავით გურამიშვილის მშვენიერი ლექსის სათაური წავუმძღვარე პუბლიცისტური წერილების დასასრულს დაბეჭდილ ჩემს ლექსს, საიდანაც ეს სტროფია მოტანილი…
სარანგი მოგეხსენებათ, ისტორიულად წესრიგის დამცველს ნიშნავდა:
ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გახდა ზათქი და ზარები ვერ იჭირვებდეს სარანგნი, მუნ იყო არ საწყნარები (რუსთაველი).
ან კიდევ: (თამარმა) აბულასანს მიანდო თვით ყოფილიყო ორ დღეს მორიგედ, რომ სარანგებს ყველგან წესიერება დაეცვათ, _ გვამცნობს თავის რომანში შალვა დადიანი.
ასე რომ, ეს სიტყვა ჩვენი ”პოლიციის პატრულს” სწორედაც, რომ შეესაბამება.
არ შეიძლება არ აღინიშნოს მათი თავდადება და გულმოდგინება, რომლიც თავისებურ მხნეობას მატებს, ყოველდღიური საზრუნავით შეჭირვებულ ჩვენს მოქალაქეეებს…
მედიცინაში არის ასეთი მცნება ”იმუნიტეტის პოლიციური ფუნქცია”.
იმუნიტეტის სარანგებს ორგანიზმის ”იმუნოლოგიური ზედამხედველობა” აბარიათ, და ჩვენს ორგანიზმს გულმოდგინედ იცავენ მიკრობებისგან, უცხო უჯრედებისგან.
სამოქალაქო სარანგები საზოგადოებრივ წესრიგზე აგებენ პასუხს…
მაგრამ ზოგჯერ მათში თურმე გამოერევიან მავნედ გააქტიურებულები, რომლებიც ჯანმრთელ და ავადმყოფურ უჯრედებს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ, საღებს გიჟური შემართებით ანადგურებენ, რასაც მოსდევს ორგანიზმის დაუძლურება ანუ ხატოვნად, რომ გადავითამაშოთ ქვეყნის გზიდან აცდენა და დაბეჩავება.
ჩვენც იმიტომ შევსთხოვთ ღმერთს, ერმა და ბერმა იმგვარი სამართალი დაადგინოს და იმგვარი სარანგები გამოწვრთნას, რომ მათგან დამყარებულმა წესრიგმა მამულს არ ავნოს…

P.S.
2005 წლის დასაწყისში გაკეთებული ეს მინაწერი თავისებური ლოცვა-სურვილი იყო სახელმწიფოებრივ იმუნურ სისტემასაც ემარჯვა… მაგრამ ვინ, სად, როგორ და რა ვითარებაში გაგვიცრუა იმედი, ეს ყველამ კარგად ვნახეთ…
ყველაფერ ამას კი, რა შეიძლება მოჰყოლოდა ზემოთ მოგახსენეთ…
მამულს, კაი ხანია და კაი გვარიანად ვავნეთ…
მაგრამ ჩვენ კვლავ შევსთხოვთ განგებას _ერმა და ბერმა იმგვარი სამართალი დაადგინოს და იმგვარი სარანგები გამოწვრთნას, რომ მათგან დამყარებულმა წესრიგმა მამულს არ ავნოს…
და კიდევ, _...სახარების მაგალითზე, ურიგო ნამდვილად არ იქნება განკურნების მოსურნე სნეულს შეგნებული ჰქონდეს თავისი ცოდვიანობა… სნეულები და ეშმაკეულები დღესაც ისევე იტანჯებიან, როგორც მაშინ…
ღმერთო სათნოებისა, შეეშველე…
ჯანრი გოგეშვილი

Комментариев нет:
Отправить комментарий