ლიტერატურულ-შემეცნებითი... _ ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... პროზა... იუმორი, სატირა... პოეზია... გამოცემული წიგნები...

пятница, 7 декабря 2007 г.

სააზროვნო სივრცის პერიპეტიები _ ვივატ ბიბლიოთეკა!

====
----
სააზროვნო სივრცის პერიპეტიები… (”ხატოვანი მოტივაციები” ლიტერატურულ_შემეცნებითი ჟურნალი 1(3) 2005).

ჭეშმარიტი ლიტერატურა ყოველგან და ყოველს შემთხვევაში მართებულობის, ზრდილობის, ადამიანის ღირსების ფარიც არის და ხმალიცა (ილია)
ვივატ ბიბლიოთკა!
მოაზროვნეთა მიერ დანთებული მამულიშვილური სული, ოდითგანვე ასაზრდოებდა, ხვეწდა და განამტკიცებდა ეროვნულ თვითშეგნებას...
მწიგნობარი _ ლიტერატორი, ხელოვანი, ფილოსოფოსი, მეცნიერი, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწე ჭეშმარიტი მცნობარი და მედროშე გახლდათ ერის სულიერი ინტერესებისა...
საუკუნეთა მანძილზე მათი საქმიანობა ეროვნული ცნობიერების მრწამსითა და საკაცობრიო იდეალებით გაჯერებულ მისიონერულ მოღვაწეობად იქცა...
რედაქტორი
(აკრეფის პროცესი...)
....
შფოთ-ამბოხი…
ძმათაშორის, გამართულ ომში, ”გმირები” აჩრდილებს ემსგავსებიან…
სხვათა შეგულიანებით თავგამოდებულმა ვაჟკაცმა შესაძლოა მართლაც ჩაიდინოს ”საქმენი საგმირონი”, მაგრამ წინ თანამოძმის დედის წყევლა-კრულვა ან ღალატით დაღუპულ შვილზე გამწარებული თავისივე მშობლის რისხვა ელის…
დღევანდელ საქართველოს, უახლოეს წარსულში გადატანილი ”ძმათა ომი” სტკივა. თუმც, ამგავრი შინაომისგან მიღებული ტკივილი მრავლად დალექილა მის ნაწამებ სხეულში.
შუღლისა თუ ქიშპის დროს, ორივე მხარეს თავისი ”სიმართლე” აქვს.
უპირველესი მიზეზი კი, ჩვენი ამგვარი ყოფისა ”ცრუ დაპირებების სინდრომი” გახლავთ, ანუ როგორც 1999 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პამფლეტში ვწერდი _ ცრუ დაპირებების გავბულვართ მახეში… უპირო, პირის გამტეხი ვაიპატრიოტებისგან გვჭირს, რაცა გვჭირს…
მახსენდება გამოჩენილი ლიტერატორის, თავისი თაობის ერთგული მეისტორიის ნიკა აგიაშვილის მიერ მონაყოლი, ანეკდოტად ქცეული ამბავი:
საქართველოს გასაბჭოების პირველ დღეებში ”ალექსანდროვის ბაღში” გამართულ მიტინგზე, ხელში მაუზერის ტრიალით ორატორობდა ერთი მაშინდელი ტვინშეხურებული რევოლუციონერი და გარშემო შემოკრებულ თვალებჩაცვენილ, ნაშიმშილებ დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს ქადნებით დაჰყვიროდა:
-არ გინდათ, თეთრი პური, ძალით გაჭმევთ! არ გინდათ, აბრეშუმის კაბები, ძალით ჩაგაცმევთ! არ გინდათ, კურორტებზე დასვენება, ძალით დაგასვენებთ! და ა. შ. და ა. შ.
გვინდა, როგორ არ გვინდაო, გაოცებისგან თვალებგაფართოებული ღნაოდა თურმე კარგ ცხოვრებას დანატრებული ხალხი… მერე ზოგს, რაც ეცვა ისიც გახადეს, ზოგს ჩააცვეს და მალე ისე გააძრეს ტყავი, ნეტავ სულ არ გვცმოდაო, აფიქრებინეს…
ამაზე მეტი ხატოვანება რაღა გინდათ… საქართველო, უპირველესად, მაშინაც ”ცრუ დაპირებებზე” აღმოცენებულმა შინაურმა შფოთ-ამბოხმა წაახდინა.
ურთიერთდაპირისპირებულ მხარეთა ქვეყნის სასიკეთოდ მორიგების უნარი დიდი ნიჭია… ჩვენ ახლაც გვაკლია ეს ნიჭი. მხოლოდ ვითარების უკიდურესად დაძაბვის ინერცია შემოგვრჩენია. ან მეორე მხრის ინტერესებს სრულიად უგულებელვყოფთ და ჩვენსას მივერეკებით, ან თავმიშვებული აგრესიით ვნებივრობთ…
მეისტორიის გადმოცემით მაცხოვარი ქადაგებდა: ”ძლიერება ოჯახისა და სახლემწიფოსი მტკიცეა მხოლოდ მაშინ, როცა მათში შემავალ წევრთა შორის მშვიდობა და თანხმობა სუფევს…”
თითქოს მრავალჯერ შევუნდეთ ერთმანეთს, მაგრამ უნდობლობა, ისე ღრმად დამკვიდრებულა ჩვენს შორის, რომ ახალი შფოთ-ამბოხისათვის ”ნაცადი” შემთხვევითობაც კმარა.
თუმც, არის უზენაესი ღირებულებები და ვიღაცა ნამდვილად სცოდავს, ამ ვიღაცას, რომ ასე მიზანდასახულად ეძლევა გასაქანი, ამაში ჩვენც ვცოდავთ.
საშიშროება კვლავ არსებობს…
ცრუ დაპირებებით ნაცადი ”ენამზეობა” კი, კვლავ უფსკრულისკენ მოგვაქანებს…
ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის დისკრიმინაცია და საქვეყნო ინტერესების სათავისოდ მორგების ტენდეცია ძველებურად გრძელდება…
საქართველოში ვერა და ვერ შედგა პერმანენტულად შემოგდებული შინაური შფოთის შემაკავაბელი ძალა…
და ამ თემაზე დაწერილი პუბლიცისტური წერილებიც ”მარადიულ” თემებზე გათვლილ იგავ-არაკებს ემსგავსება. ვფიქრობთ, ამის მაგალითია 1999 წელს გაზეთ ”მესამე ათასწლეულში” გამოქვეყნებული ჩემი წერილიც, სახელწოდებით ”მოდუს ვივენდი” ანუ ”დავუგებთ კი, ეშმაკს მახეს?
ხუთი წლის შემდეგ კვლავ ვაქვეყნებთ მას და თავად დაასკვენით იქცა თუ არა ”საზოგადოებრივი აზრი” მორიგი შფოთ-ამბოხის შემაკავებელ ძალად…
”ხატოვანი მოტივაციები” _ ლიტერატურულ-შმეცნებითი ჟურნალი №2 (4) 2005წ.

“MODUS VIVENDI”
...
მინაწერი: დღეს 2008 წლის 13 იანვარია, _ ქართველთათვის ღირსქმნილი, ღირსსახსოვარი დღე, რადგან რესპუბლიკის მოედანზე ასე ერთსულოვნად თავშეყრილი ადამიანების ხილვისას და შემდგომ, როცა თითქმის 200 000 ადამიანმა რუსთაველის გამზირი ლაღად და შეძახილებით ჩაიარა, შეიქმნა შთაბეჭდილება , რომ ’საზოგადოებრივი აზრი” დინამიურად ვითარდება და ალბათ ისე მოიკრებს ძალას, რომ... მალე მარჯვედ დაუგებს ეშმაკს მახეს, ანუ შფოთ-ამბოხის შემაკავებელ ძალად იქცევა...
...ისე კი, 1999 წელს გაზეთ ”მესამე ათასწლეულში” გამოქვეყნებული ჩემი წერილი ”მოდუს ვივენდი” (პირობები, რომლებიც ორ მოწინააღმდეგე მხარეს შორის დროებით მაინც იძლევა ნორმალური, მშვიდობიანი ურთიერთობის საშუალებას), ანუ ”დავუგებთ კი, ეშმაკს მახეს?”ასე იწყება:
”თანამედროვე ადამიანის ფსიქიკა ხშირად შეუვალ, შიშისმომგვრელ გამოქვაბულს მაგონებს _ ჯურღმულოვანი დაბოლოებით რომ გვემუქრება...”
ნუ შევშინდებით, ეს იყო წარსულში... ასე რომ, ”ტემპორა სუტანტურ...” (დრონი იცვლებიან და ჩვენც მათთან ვიცვლებით), უთქვამს რომის იმპერატორს ლოთარ პირველს (840-855), ვინაც ამ ცვლილებათა წყალობით ბერად აღიკვეცა.
...
13.01.2008
22 ს.
თბილისი
...
იპოდრომი _ ოცი წლის შემდეგ...
წინსვლა შეინიშნება...
20.01.2008
(გაგრძელება იქნება)
...

Комментариев нет:

ფიქრობ, მსჯელობ, სუნთქავ წრფელად...