ლიტერატურულ-შემეცნებითი... _ ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... პროზა... იუმორი, სატირა... პოეზია... გამოცემული წიგნები...

пятница, 4 января 2008 г.

ვარიაცია წინათქმის კვალობაზე

====
====
ვარიაცია წინათქმის კვალობაზე
”ავტორეფერატი”
=
თითქოს შესწავლილი და მაინც შეუცნობი სამყარო... სიყვარული, სამშობლო, ერთგულება და ღალატი... სიწრფელე, თვალთმაქცობა, თქმა-გადათქმის წარმატებული ”ვირტუოზი” და თავდადებისთვის დასჯილი მამულიშვილი... სასოწარკვეთა შეყროდა მიწას,იდგა გნიასი და რია-რია...აღარ გავაგრძელებ, ამ ბოლო დროს მრავალი განსაცდელი გადაიტანა თითოეულმა ჩვენთაგანმა. ჩემი კომპიუტერის დისკზე ინახება ბავშვების მიერ აღწერილი შფოთ-თარეშის ამბები... ავტორები ძირითადად დევნილები თუ ლტოლვილთა ოჯახების შვილები ან ახლობლები არიან. ზოგი ორი-სამი წლის თუ იქნებოდა, როცა ქართველობის დიდი ნაწილი, თავის მკვიდრ მიწიდან _აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან იქნა გამოძევებული. ზოგიც შემდგომ დაიბადა... ყმაწვილები უმეტესწილად თავისი ახლობლების მონაყოლს ეყრდნობიან, მაგრამ ფაქტებსა და შეფასებებში მათი მძაფრი გულისტკივილი შეიგრძნობა. ახლახან წამოჩიტული თაობის მეხსიერებას, გულსა თუ სისხლს იმ საშინელი დღეებიდან გამოყოლილი დარდი და ტკივილი აწვალებს... (მასალები ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ იქნა შეკრებილი და მე მათი რედაქტირება მთხოვეს). ბავშვების მიერ აღწერილი ფაქტების კითხვისას ჩემდა უნებურად თვალები ამიცრემლიანდა. იქ აღწერილ საშინელებებთან შედარებით შესაძლოა სხვა ფაქტთან დაკავშირებული ჩემი წუხილი უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მე დღევანდელი საქართველოსთვის, თითქოსდა ერთმა, ჩვეულებრივმა ამბავმა სხვაგვარად მატკინა გული. ამ რამდენიმე წლის წინათ მშობლიურ სოფელში ჩავედი (ახლა იქ უპატრონოდ მიტოვებული, ჩემი მამისეული სახლი ინგრევა... თუმც ის ადგილი, არც აფხაზეთის და არც სამაჩაბლოს მიწებს ეკუთვნის). გულმა სოფლის კლუბის პირველ სართულზე მდებარე ბიბლიოთეკის ადგილსამყოფელის მოსანახულებლად გამიწია... მივედი და რაც მე იქ ვიხილე იმან შემზარა და შემაძრწუნა. იქაურობა საქონელს მოეოხრებინა და წაებილწა. ეტყობა, განსაკუთრებით ღორებს ეთარეშათ... იქ, სადაც, ერთ დროს თაროებზე ჩარიგებული წიგნები მეგულებოდა, რომელთა ფურცლებიდან იდუმალების, რომანტიკული ოცნებების და სამომავლო ზრახვების სურნელი იფრქვეოდა, ახლა თითქოს უკუნეთი იდგა... შეგვიძლია, უბრალოდ ჩავილაპარაკოთ: ეჰ, რას ვიზამთ, წიგნები კი არადა... და ორაზროვნულად ამოვიოხროთ. ჩემს ერთ-ერთ ესეში სიამაყით მაქვს აღნიშნული:წიგნს, სათაყვანო თავნება-მზრუნველ მშობელივით თავის ჭკუაზე ვუტარებივარ... ამგვარი აზრი, რა თქმა უნდა, მრავალ გამორჩეულ მკითხველს მოსვლია ფიქრად და ყოველ მათგანს, თავდაპირველად ცნობიერებაში ჩარჩენილი იმ სათავგადასავლო რომანების მწველი სიტკბო შეუგვრძნია, რომელთა რომანტიკული ხიბლი დღემდე ლამაზ ზმანებასავით თან სდევს კაცობრიობის სულიერ სამყაროს...ასე რომ ამგვარ ტკივილს წინ, ქვეცნობიერში შემალული სიავის ამოფრქვევა ანუ საბედისწერო სახეცვლილება და გადაჯიშებულ კაცთა თარეში უსწრებს...ადამიანს შეუძლია საოცარი სიყვარულითა და თავგამოდებით შექმნას და ასევე შემზარავი სიძულვილით გაანადგუროს...თავდაპირველად, სამშობლოს ხომ თითქმის ყველა ესიყვარულება, მაგრამ შემდომ ბევრ მათგანს, მათ შორის ”სახელოვანსაც” საკუთარი ამბიციები ისე გაიტაცებს, რომ...
ვინ სად იომა,
ვინ სად ჩარჩა
სხვათა საშველად...
დიახ, ქართველობას ხშირად ავნო საკუთარი ჯიშიდან გადინებულმა გენმა. ბედის უკუღმართობისა თუ საკუთარი ამბიციებით სხვა ქვეყნის სამსახურში ჩამდგარმა, მარბიელად გამოწვართულმა კაცებმა ბევრჯერ ააოხრეს იმერ-ამერი.
მერე და მერე მათ შვილთაშვილებს აღარც კი ახსოვდათ წარმომავლობა, მაგრამ სისხლით, ქვეცნობიერით თუ გენეტიკური მეხსიერებით ისინი საწყისისკენ ილტვოდნენ, იხსენებდნენ და ვერც იხსენებდნენ და გაავებულნი თავიანთი უპირატესობის წარმოჩენას ცდილობდნენ.
გვაქვს ბევრად უფრო თანამედროვე და უბრალო მაგალითები. შეხედავ და... ხშირად გვარსაც მოსდევს ნაცნობი ხმოვანება, მაგრამ საშოვრის, გამორჩენის წადილით აღგზნებული შეგნებულად იწყებს გადჯიშებას, თანამოძმის საცხოვრისის მიტაცებას...
ამ სტრიქონების შესატყვისად შესაძლოა ამგვარი განწყობაც შემოგეპაროს:
ვიღაცას ახლა ერგო სამკვიდრო,
შენ რომ დაგღალა და არ დაგინდო...
ამიტომაც, ყოველივე სხვა საგანმანათლებლო სიკეთესთან ერთად ყმაწვილის შეგნება და სული ეროვნული სულისკვეთების პოეზიით უნდა იქნას გამობრძმედილი...
თუმც, მსგავსი თავგამოდება, დღევანდელ ”უპირატესად პრაგმატულ” ყოფაში, მართლაც რომ ღირსეულ ერთგულებას ითხოვს... ხდება ასეც:
...
მან მიატოვა ყველაფერი გადაიკარგა
მხოლოდ სამშობლო მიჰქონდა უბით...
ბოლო ტაეპი ლაიტმოტივად მიჰყვება ოცდაათი წლის წინათ დაწერილ, მაშინდელი რეჟიმის შავ რეცეზენტთა თავდასხმებით ”განებივრებულ” ჩემს ერთ-ერთ რომანს, სახელწოდებით ”გამთენებელი ღამისა” და დღემდე არსებით ნოტად შემორჩენია გარესამყაროს... როგორც ყოველთვის, ისტორია მეორდება, ოღონდ ესაა, ამგვარ ქმედებათა გამომწვევი მიზეზები ახლა უფრო მარტივი და გასაგებია...
წრფელი პოეტური ხედვა გვშველის გადავამოწმოთ ჩვენეული შეგრძნება თუ განცდა, ავმაღლდეთ ყოველდღიურ მიწიერ ყოფაზე...
თორემ, ყოფიერებიდან წამოყელყელავებული მავანთა ცნობიერება გაფიქრებინებს, რომ სხვის გამიზნულ ხმაურში ჩაიკარგე, შენი ჯიუტი ერთგულებით ვერც სამშობლო-ქვეყანას არგე და ვერც მოყვასს...
...
შემინდეთ, თუკი გამიტყუა
სამშობლოს სევდამ...
აბა, რა გეგონა?..” ხარობს მეშურნე.
აწმყო კი, ანცი ბიჭივით ჩაგიკრავს თვალს:
...შენ ოღონდ მოკვდი,
ყველაფერი იქნება კარგად...
ოღონდ, ნუ დავიჟინებთ, რომ მაინცადამაინც ცოლქმრულ პირობითობაზეა აქ საუბარი...
თუმც, ალეგორიების დროც წავიდა... ეს, ყველაფერი შეფარულ პარადოქსს უფრო წააგავს... მთავარი ისაა, ეს კაცი თურმე, არც თავის ოჯახს, არც სამშობლოს და არც სააზროვნო სივრცეს არ უკვდება და ნიშნის მოგებით გვიმხელს:
...
შენ გამოგტოვეს თავისი ჭკუით,
რადგან მოდიხარ ცის წიაღიდან...
არა, ავტორი არც აპირებს ვინმეს თავი შეაბრალოს... ისე კი, ცნობილია, რომ ამა თუ იმ შემოქმედს ხშირად, თითქოსდა მისთვის სრულიად შეუფერებელ დროსა და გარემოში უწევს ცხოვრება და მოღვაწეობა...
მაგრამ იგი თავიდანვე არ ეპუებოდა ამგვარ ”გამოტოვებას”... თუმც, არც სალოსს ბაძავდა... ”გიჟური ფანდებით” სენის კურნება თუ თავდასხმების მოგერიება კი, თავისდა უნებლიეთ უწევდა...
...
”გონზე” უარი, გონიერს ძალუძს,
წმიდა ხატებას ეფარვის სული,
წინასწარმეტყველს, სწრაფვაში მალულს,
ქრისტესთვის სულელს _ მრავალჟამიერ!
და ახლა თავისებურად ადაპტირებულიც კი გახლავთ მსგავსი ხრიკების მიმართ... რადგან მათ, ვინც სხვათა ნაღვაწის მიჩქმალვით ახერხებდა ფონს გასვლას, ახალი ვითარებისდა (შოუბიზნესი ხშირად რისკია...) მიხედვით ერთმანეთის გამოტოვება დაიწყეს... და ბევრი მათგანი, საკუთარი სტომაქისა თუ ტყავის გადარჩენისათვის მზადაა გუშინდელი თანამეინახე კი არა, მთელი ქვეყანა მიაფუჩეჩოს...
...
მწიფე ნესვი, ორსულ ქალსა
შემოადნა სიზმარშია ნერწყვად,
მოეცარა ვაჟკაცს ხელი,
ცაში არწივს ეცილება ძერა...
ფრთების კონა ანუ ჯიღა
ტვინს უმშვენებს ახლა პოლიტმეძავს...
წყლის ნაყვაა ყველაფერი,
შემქირქილებს ნასოფლართან მელა...
აქ, ავტორი მაღალ ღმერთს შესთხოვს შენდობას, და არც თავის ნაფიქრსა და ნაოცნებარს ღალატობს...
...
ნატვარა კი ხარობს, ყვავილობს ლექსში...
მერე რა მოხდა თუ ზოგჯერ კაცთათვის ჩვეული შემართებით ემდურის ამ ყოფას, თუმც იმასაც გვიმხელს, რომ...
...
შეუმჩნევლად გამორჩეულს
კოსმიური ედგა სახლი...
მაგრამ კარგად უწყის:
...კუნთი კუნთია,
დაკუნთული მსოფლიო ღელავს...
და საკუთარ თავს და თანამოძმეთ მოუწოდებს:
...
პატივი მიაგე ნაბოძებ სიქველეს, _ შინაგან წესრიგს...
რადგან ცნობილია, რომ სიყვარული შეიძლება გვექცეს შვებად, შეიძლება _ მახედ... ვნებად შერაცხული ლტოლვის გარდა, არსებობს კერპად მიჩნეული სახების ბრმა სიყვარულიც... რომელიც ზოგჯერ ათასობით ადამიანს სასიკეთოდ გააერთიანებს, ხშირად კი უფსკრულში გადაჩეხავს...
და როგორც ჟურნალ ”ხატოვანი მოტივაციების” წინასიტყვაობაშია ნათქვამი, ასევე აქაც, პოეტურ კრებულშიც ხშირია ძიებისა და კვლევის პროცესი: ხასიათის, ქცევების თუ განმსაზღვრელ მიზეზთა ”შეფერადება” და სახეების მეტამორფოზა, ფსიქოლოგიური სილუეტების წარმოჩენა... თემატური მოტივებისა და წიაღსვლების შერწყმა... აზრთა შედგენა-დაპირისპირება, მოტივაციების ხატოვანი ნიმუშები... სატირული მტკიცებანი და არგუმენტები... მხატვრული ფანტაზიით აღმოცენებული წინასწარხედვა... მხნეობისა და სააზროვნო წესრიგის მომცველი სენტეციები...
ამგვარი მსჯელობის კვალობაზე, ალბათ იმის გამხელაც მოგვიწევს, რომ ავტორს ხშირად უფიქრია, მისი ნაწარმოებები: რომანები, მოთხრობები, პიესები, ზღაპრები კინომეტოგრაფიაში ღირსეულ ასახვას ჰპოვებდნენ.
სიჭაბუკის ჟამს, თავადაც ისწრაფვოდა დაუფლებოდა კინორეჟისორის პროფესიას. აბარებდა კიდეც კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც იმხანად საქართველოში ახალი გახსნილი იყო და გასაუბრების შემდეგ საგანგებოდ განსაზღვრულ კონტინგენტს უშვებდა გამოცდებზე. გასაუბრება გამომცდელთან შეკამათებით დამთავრდა და იჭვი დაეუფლა, რომ თავიდან მოიშორეს... მაგრამ, როგორც შემდეგ გაირკვა მისაღებ გამოცდებზე დასაშვებ პირთა სიაში, მისი გვარი მაინც შეიტანეს... ოღონდ მან ამის შესახებ გვიან გაიგო...
წარმოსახვა კი, რეალობას კვლავაც არ ეპუება და პოეტურ კრებულში შესული გამორჩეული ლექსები, ეფექტებით გაჯერებულ კინონოველებად წარმოუდგენია...
ვნახოთ... მიუხედავად დროის ფაქტორისა, იქნებ შედგეს კიდეც მისი ”კინოდებიუტი”... მოკლედ, სხვებისთვის, თითქოს ჩვეულებრივი და მოსაბეზრებელი ”კეთება” მისთვის ვითარებათა გამო მიუწვდომელი ხდებოდა...
...
როს დავიძინე და წავაწყდი მე ლამაზ ქლაქს,
მესმა ჩურჩული:
აქ დარჩი და კვლავ შესძლებ ფრენას,
აქ იმუსიკე, აქ იქნება სამშობლო შენი,
აქ, შენ მოგელის დიდება და უშრეტი ლხენა...
მაგრამ ვერ შვძელ,
ცხადში დამრჩა სიტყვა ერთგული...
ეგრეა, ამგვარი ერთგულება, მავანთა თავლში ”ხელმოცარულის” სიმბოლოდ ქცეულა... თუმც:
...
ერთგულება ხომ მზაკვარსაც აფრთხობს,
და ურჩის ცოდნაც დასაბერტყია...
და თუ ვინმეს მოეჩვენება, რომ ყოველივე ამას პოეზიასთან ნაკლები კავშირი აქვს, მაშინ...
...ვიღაც იძახის, მოაშორეთ
ე, მაგ კაცს ბრჭყალი!
დე, მოამძლავროს თვის ლექსებში
სამშობლო-მკვიდრი...
და თვალს გაახელს
მზის სხივებში თავნება ფიქრი _
კაცნი სამყაროს შეიცნობენ
ამგვარი რიტმით...
ეს ისე, გასახალისებლად... რა თქმა უნდა, უმჯობესია ერთხელ კიდევ გადავიკითხოთ რიტმული მეტყველების მსოფლიო ნიმუშები...
და როგორც ერთგან აღვნიშნე: ეზოთერული სიბრძნის შეგრძნებისათვის გამიზნული მისტერიები, ისევე იმსახურებენ სითბოს და სიყვარულს, როგორც უმოქმედო დოგმებად შემორჩენილი შეხედულებანი ითხოვენ სააზროვნო წიაღში შემდგომ სრულყოფას და სამოქმედო წესებად დალაგებას...
შემოქმედი ხომ ციურ ძალთა თანადგომით ახერხებს ”ხატოვან სითეთრესთან განდობას...” რადგან მსგავსი სააზროვნო მისტერიები ერთგული გზამკვლევია მომავლის შესამეცნებლად...
მივესალმები იისფერ რასას,
რომელიც მიღმურ ზეციდან ქროლავს...
უფალი ხომ ყოველთვის ჩვენთანაა, სმენა გამუდმებით ჩვენსკენ აქვს მოპყრობილი...
ამასთანავე, ”გონიერ და პირიან კაცთა” უჩინარი ერთობა მარად იყო ამქვეყნად და რადგან მიწაც, ცაც, მთლიანად ქვეყნიერება ყოველი ჩვენთაგანის სამკვიდროა, უნდა დავხვეწოთ, გავაღრმავოთ თანაარსებობის უნარი...
ვინ სად იშენებს სალოცავ ტაძარს,
ზოგი მწვერვალზე და ზოგი ბარად,
ზოგი სხეულში ამკობს უდაბნოს,
ზოგიც ცის თაღთან ოცნებას ლამბავს...
მკითხველს შეუძლია განავითაროს ეს აზრი და თავად დაუდგინოს საკუთარ თავს სად და როგორ, რეალური თუ სიმბოლური თვალსაზრისით იშენებს სალოცავ ტაძარს... შევეცადოთ ჩვენეული კეთილშობილური ზრახვა მონათესავე სულთა სააზროვნო სივრცის შემადგენელ ნაწილად ვაქციოთ...
პოეტურ მისტერიებში ჩასახული გონივრული მარცვალი ხომ ამგვარი სივრცის არსებითი სიმბოლოა...
...
და თუ შემორჩი ამ ქვეყანას,
ვითარც მარცვალი,
ყვითლ ფოთლებს, რომ შერევია,
გაზაფხულს ელის...
იხარებს, მაგრამ ვერ იქნება
ცამდე მართალი,
რადგან სამშობლო შენს ლექსებში
კვლავ მწარედ კვნესის...

12-14. 03.2006
____
____
===
GOGEJANR: პოეზია _ სიზმრიდან ცხადში _ ... რადგან სამშობლო შენს ლექსებში. კვლავ მწარედ კვნესის...
===
===
===
===
JVJ Home Page- Janri Gogeshvili - Georgian Writer (prose-writer, publicist) , born on the 31 January 1946, received high education, finished the faculty of library science ...
===
JANRI A GOGESHVILI (author) on AuthorsDen- [ Перевести эту страницу ]
Discover and contact JANRI A GOGESHVILI on AuthorsDen. Get the latest information on JANRI A GOGESHVILI, bio, books, news, events, short stories, etc.
===
ჯანრი გოგეშვილი

Комментариев нет:

ფიქრობ, მსჯელობ, სუნთქავ წრფელად...