====
გზამკვლევი... _ გამოცემული წიგნები; ანოტაციები, ამონაკრები კრებულებიდან, ფაქტები, ფოტოები, ჟურნალ ”ხატოვან მოტივაციების” მიმოხილვა, სტატიების ნუსხა...
====
ჯანრი გოგეშვილი
”...ბედი შენი...” (დრამა), საქართველოს კულტურის სამინისტროს მეთოდური ცენტრი, 1984 წ.
"The Lot of Yours." A drama. "The Methodical Center of the Ministry of Culture," 1984
ტირაჟი 500.
ამონაკრები...
…ბედი შენი…
ერთმოქმედებიანი პიესა
ერთმოქმედებიანი პიესა
ელო -ქვეცნობიერად ყმაწვილქალობის ოცნებას მინდობილი, ხასიათცვალებადი, მომხიბვლელი ქალი.
სოლომონი -ქვეცნობიერად სიჭაბუკის ოცნებას მინდობილი, ჭარმაგი მამაკაცი.
დავითი -ბერიკაცი, ვისაც შვილიშვილები დაუზრდია და ახლა, სახლში, სასაუბროდ არავინ უჩერდება…
დავითი -ბერიკაცი, ვისაც შვილიშვილები დაუზრდია და ახლა, სახლში, სასაუბროდ არავინ უჩერდება…
სურათი პირველი
დერეფანი, მაგიდაზე სამუზეუმო ექსპონატები ალაგია. სავარძლებში სოლომონი და დავითი სხედან. სოლომონი გაზეთს კითხულობს.
დავითი -ღმერთმა უსმინოს! მერე, მერე…
სოლომონი -ადამიანის უპირველეს, სასიცოცხლო მოვალეობას მშობლიური კუთხის, მამულის სიყვარული წარმოადგენს. ყოველ სასიკეთო საქმეს პატრიოტიზმი, სახალხო ინტერესებისადმი ერთგულება უდევს საფუძვლად, ამ საფუძვლის ერთ-ერთ საყრდენად კი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი უნდა მივიჩნიოთ…
დავითი -კი სწორედ…
სოლომონი -ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს იმ ნივთების, ხელნაწერების, პორტრეტების მნიშვნელობა და ფასი, რომლებიც ჩვენს ახლომახლო მოიპოვება, ან რომელთა მოპოვება შესაძლებელია. ისიც უნდა გვახსოვდეს, თუ მათ დროზე არ მივხედეთ, არ ვუპატრონეთ, ამით დიდ ცოდვას დავიდებთ მომავალი თაობის წინაშე. მრავალი რელიქვიად ქცეული საგანი გამოგვეცლება ხელიდან და ჩვენი მხარის კულტურული მემკვიდრეობაც შემოგვეძარცვება…
დავითი -არადა, რა გინდა რომ ქნა, ჩემმა რძალმა, ჩემი ქალის მზითევი გარეთ გაყარა, ჩემს ჩოხა-ახალუხს იატაკის საწმენდი ჯოხი გაუყარა, ვაჟკაცმა ბაბუამისის ნაქონი ხმალი დანად გადააკეთა.
(ვიღაცა კარზე დააკაკუნებს. სოლომონი წამოდგება, გაზეთს დავითს მიაწვდის).
სოლომონი -ჩაიკითხე, ვნახავ ვინ არის… (მიიმალება… დავითი გაზეთს ჩააჩერდება და დაძაბული ჩურჩულით კითხულობს) გმადლობთ შენი ჭირიმე, გმადლობთ! დიდი მადლობა გადაეცი დედათქვენს და ჩემს მაგივრად სთხოვე, მეტად ნუღარ შეწუხდება. ნახვამდის შენი ჭირიმე, ნახვამდის… (შემობრუნდება, შემოაქვს გაზეთგადაფარებული კალათა).რაღა ვქნა, არ ვიცი, კვირა არ გავა ძღვენი არ მომართვან!
დავითი -რა მოხდა მერე, დავალებულია ეგ ხალხი შენგან (გაზეთს თვალს არ აშორებს) აგაშენა ღმერთმა! (ხმამაღლა, დანაწევრებით განაგრძობს კითხვას) ჩვენი მისამართი, კულტურის რაიონული განყოფილება, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. (სოლომონს) რატომ, შე კაცო?!
სოლომონი -(კალათას დადგამს) ხომ გითხარი, დავით, მუზეუმი ჩვენი სოფლის კულტურის სახლს დროებითაა თავშეფარებული. მისი ფონდი ახლა კომპლექტდება. მუზეუმი ჯერ არ გახსნილა…
დავითი -მუზეუმი არაა ეგ?! (ხელს დერეფნის მიღმა მდებარე ოთახისკენ გაიშვერს).
სოლომონი -შენ მუზეუმი ძველმანების შესანახი ადგილი ხომ არ გგონია? იცი, ამ ექსპონატებს რანაირი დამუშავება უნდა?! ერთი ღირსეული ექსპოზიციის მოწყობას შეიძლება მთელი სიცოცხლე შეალიო…
დავითი -მაგდენი არ გამეგება მე… კარგი ბიჭია ეს ჩვენი ორბელი! (გაზეთს ხელს დაჰკრავს), მაგრამ დირექტორად, მაინც შენ უნდა დამდგარიყავი, დარაჯად დაუდექი ამ ბავშვებს!
სოლომონი -აჰ, არ გამაგონო! ორბელს და ქეთევანს კი არ დავუდექი, ჩემს საქმეს ველოლიავები ასე, მაგათზე ბევრად ახალგაზრდა ვიყავი, ჩვენს რაიონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გახსნაზე რომ ვოცნებობდი. ვიკვლევდი, ვსწავლობდი… მერე ვიღაცამ მიჩივლა კიდეც, მოაშორეთ ეგ კაცი სკოლასო, ისტორია-გეოგრაფიის სწავლების მაგივრად გარე-გარე ხეტიალს აჩვევს ბავშვებსო…
…
…
…
…
სურათი მეორე
ნამოსახლარი მთვარის შუქში, სოლომონი და დავითი მიწას თხრიან. განძს ეძებენ. სოლომონს ჟოკეის ქუდი ახურავს.
…
…
დავითი -რა მოხდა, შე კაცო, ოქროს კბილები მეც კი დამამშვენებდა!
სოლომონი -თამარ მეფის საფლავი რომ გენახა, მისი ოქროს კუბოთი და ოქროს ქოშებით, საინტერესოა რას იზამდი, იმასაც ოქროს კბილებად გადაადნობდი, ხომ?
დავითი -გაგიჟდი თუ რა, ეგ რამ გათქმევინა?!
სოლომონი -ჰოდა, თუ ასეა, ჩვენ რომ ვეძებთ, ის ოქროც იმ ოქროდან იქნება ჩამოსხმული. ქართველი კაცი საზღვარგარეთიდან აგზავნიდა საქართველოს განძს, შენ კი…
დავითი -ნუ შეხვალ საქმეში, ვიხუმრე შე კაცო. ისე, ნეტავი თამარის დასაფლავების ამბავი თუ არის მართალი?
სოლომონი -აბა რა…
დავითი -ჩემი უფლება რომ იყოს, ვბრძანებდი, რომ ერთ დღეს მთელი საქართველო ბარით ხელში გამოვიდეს და…
სოლომონი -კაცო, შენ შაჰ-აბასის სისხლი ხომ არ გირევია, საქართველოს კიდევ გადათხრა უნდა?! ჩვენ ოქროს კი არ ვეხარბებით! ქართველ კაცს ქართულ მიწაზე, ყოველ მეტრში თამარ მეფის საფლავი უნდა ეგულებოდეს. ამაშია საქმე! (ბარს მიწას დაჰკრავს) იმ სულგანათლებულმა იცოდა, რა ანდერძს ტოვებდა. ამ ჩვენს მიწაში ჩვენმა წინაპრებმა იმდენი რამე იმიტომ გადაგვიმალეს, რომ ეს დალოცვილი, ასე ადვილად არც სხვას გადავათხრევინოთ და არც ჩვენ გადავთხაროთ…
დავითი -რატომ არ დავმუნჯდები, მოღალატე და საქართველოს დამაქაცეველი არ გამხადა?!
სოლომონი -არ გეწყინოს! (აყეფდება ძაღლი, მის ხმას ორივე მიუყურადებს) იყნოსა რამე?
დავითი -ვიღაც სულიერს კი უნდა უყეფდეს … (გაფაციცდება) მგონი, ვიღაც მოდის, ჩქარა გაწექი!..
…
…
…
სურათი მეოთხე
შუაღამე. ნამოსახლარი. სოლომონი და დავითი განძს ეძებენ…
დავითი -კი, დიდებული ქალია, მაგრამ მაინც რამ გათქმევინა?!
სოლომონი -აბა რა მექნა?! ვთქვათ, უცებ მოუაროს გარდასახვის ჟინმა, ჩემს გარდა ვინ გაუწევს თანაგრძნობას… და შესაძლოა, ვერც გამოვიდეს მდგომარეობიდან.
დავითი -(ახითხითდება) გადაგიყვანა ხომ მის ჭკუაზე, ისე, ოცი წლის ბიჭივით დაიმშვენე სიყვარული, აბა, ახლანდელებს რას გაუგებ… ნახე, ნახე! ის შენი ნამოწაფარი გოგო კიდევ მიათრევს იმ ბიჭს…
სოლომონი -(ნამდვილად ხიფათს გადაგვყრიან!.. (გავარდება თოფი და მამაკაცი შესძახებს: ”არ გაინძრე, არ გაინძრე, თორემ გაგათავე!” თოფი ზედიზედ გავარდება. სოლომონი და დავითი გაწვებიან. ატყდება ყიჟინა, ყიჟინას გოგოს კივილი შეურთდება). ეს გოგო რამ გადარია მაინც?!
…
…
სოლომონი -რომ მომკლან, ფეხსაც არ მოვიცვლი, ელოს ხომ აქ ვეგულები… (კუნძზე ჩამოჯდება, ცას ახედავს, ამოიხრობს) ”მუდამ, სევდიან გულზედა, ქვიშა ლოგინად მიგია, ჩამიცვამს სევდის პერანგი, ზედ სევდის ღილი მიბია…” (შემოირბენს ელო, თეთრი ჩამოფრიალებული კაბა აცვია. იქაურობას შიშნარევ მზერას მოავლებს. სოლომონი შეამჩნევს წამოვარდება). ელო!
ელო -ღმერთო, დაილოცოს შენი სახელი…
სოლომონი - (ჰგონია მოელანდა) ელო!
ელო - ვერა მცნობ?! ეს მე ვარ…
სოლომონი -(თავისთვის) ალბათ გარდასახვის ჟინი მოეძალა… (რაღაცის ამოცნობას მოიწადინებს, მერე ელოს შეფრფინვით შეცქერდება ”წმინდაო, მოციქულთა სწორო… უწყი ტრფიალება სულისა ჩემისა და სურვილი შენდა მიმართ დაუპყრობელი, ნინო, მიითვალე სავედრებელი გალობა ჩვენი და მეოხ გვექმენ ქრისტეს მიმართ, წმინდაო მოციქულო სწორო…
ელო - ეს, მე ვარ…
….
….
….
Комментариев нет:
Отправить комментарий