ლიტერატურულ-შემეცნებითი... _ ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... პროზა... იუმორი, სატირა... პოეზია... გამოცემული წიგნები...

пятница, 4 января 2008 г.

”სიყვარული აგვამაღლებს...” ”კალიების შემოსევა” (ორი პიესა), საქართველოს კულტურის სამინისტროს მეთოდური ცენტრი, 1985 წ. _ "Love Ennobles Us," "Grasshopp

====
ჯანრი გოგეშვილი

”სიყვარული აგვამაღლებს...” ”კალიების შემოსევა” (ორი პიესა), საქართველოს კულტურის სამინისტროს მეთოდური ცენტრი, 1985 წ.

"Love Ennobles Us," "Grasshopper Assault." Two plays. 'The Methodical Center of the Ministry of Culture," 1985
ტირაჟი 500

სიყვარული აგვამაღლებს…

მოქმედნი პირნი:

ზაზა
ნუკრი
გია
ვანო
დათო
ცაცო
მაცაცო
თეა
უცნობი ქალიშვილის ხმა
...
ნაწყვეტები პიესიდან...

სურათი პირველი

(ოთახი, რომელშიც ღარიბული ავეჯი დგას, მთვარის შუქით მკრთალადაა განათებული. დივანზე გიტარით წამოწოლილი გია ძალაგამოლეული ხმით მღერის. გაისმის კარის გაღების ხმა და ლაპარაკი. გია წამოდგება, ფანჯრისკენ გაიქცევა და მიიმალება. შემოვლენ ზაზა და ნუკრი.)
ნუკრი -მგონი მივაგენი… (ხელს მიმოაფათურებს და სინათლეს აანთებს).
ზაზა -(ოთახს მოათვალიერებს) შესაკეთებელია, მაგრამ შეკეთებამდე გაძლებს შიგ კაცი…



ნუკრი -ბატონი სანდრიკას მითითება იქნება, კეთილი… (მაგიდის უჯრას გამოაღებს) ნახე, აი, ჩვენი ბინის ინკოგნიტო პატრონი, ოქროსავით ბიჭი ჩანს… (უჯრიდან ფოტოსურათს ამოიღებს და დაანახებს).
ზაზა -კარგი ბიჭი ჩანს…
ნუკრი -ნახე, (ახლა სხვა ფოტოსურათს ამოიღებს) რა ჯიშიანი გოგოა, (სურათზე მინაწერს წაიკითხავს)სახსოვრად საყვარელზე საყვარელ ენძელას თეასაგან… ნახე, მთლად დამწვარი არ ყოფილა ამ ბიჭის სიყვარულით…
ზაზა -ენძელას ალბათ ზედმეტსახელად ეძახდნენ.
ნუკრი -ალბათ… ნახე, ნახე, რა კოლექცია ჰქონია… (უჯრიდან ბარათებს ამოალაგებს).
ზაზა -შეეშვი, სხვის სულში რას მიძვრები…
ნუკრი -დაიცა, არ გაინტერესებს რა ხალხი ესიყვარულებოდა ამ ჩვენს ია-ენძელას… (ბარათებს აქა-იქ ნაჩქარევად ჩაიკითხავს) ძმაო ენძელ, სად დაიკარგე? თეა ყოველდღე გკითხულობს; გაზაფხული მოვიდა, ენძელა არ ჩანსო, შემიკლა რა…
ზაზა -ჰმ, ძმაო ენძელ, ეგ სახელი ნეტავ რაზედ შეარქვეს?!
ნუკრი -(კითხულობს) საყვარელო ენძელ, ჩემო ფიქრო და ოცნებავ, იცი, როგორ მომენატრე, იცი, როგორ მომენატრე, იცი, როგორ მომენატრე… რომ შეხვედროდა, ნაღდად იძალადებდა საცოდავ ბიჭზე… (გაიცინებს).



გია -ვნახოთ, ვნახოთ, ჩაქალბატონებულო თეა… (ფანჯარაში გადმოძვრება) ოო, ზაზუნ, როდის გამოგვეცხადე?.. (ზაზასთან მიდის, მოეხვევა).
ზაზა -უკან დაიხევს და ცნობისმოყვარეობით შეათვალიერებს) დღეს გადმოვედით… კი, მაგრამ…
გია -არავითარი მაგრამ… ბევრს გაეხარდება ენძელას ჩამოსვლა, ბევრს, ჩაქალბატონებული თეაც მოირბენს…
ზაზა -ენძელა ხომ…
გია -არ გინდა, ზაზუნ, ”ხვითო გიას” ხომ იცნობ?
ზაზა -პირველად გხედავ, მაინც საიდან გამომეცხადე?! მე მგონი, ამ ოთახს მხოლოდ ერთი შემოსასვლელი აქვს…
გია -ფანჯარა, ფანჯარაც ხომ აქვს? ეგ ჩემი ძველი ჰობია.
ენძელა მე ყველაფერს მაპატიებს… (სავარძელში ჩაჯდება).
ზაზა -კი მაგრამ… მე საიდან მიცნობ?!
გია -”ხვითო გია” საიდან გიცნობს? არ გახსოვს, ჩემგან რომ იწერდი ალგებრას?.. (ახითხითდება).
ზაზა -ალგებრას?!
გია -ყველაფერს, რისი გადაწერაც კი შეიძლებოდა, ერთხელ ჩემს ჩანთაში წამლის რეცეპტი ნახე და ისიც გადაიწერე…
ზაზა -გამაგიჟებს ეს კაცი…
გია -მა, ნიჭიერი ზარმაცი იყავი, ზაზუნ… ნიჭიერი ზარმაცი… მერე ამოხეთქე და გვარიანად გაახურე. ახლა, შენ, ფასი გაქვს… მე კი ”ხვითო გიად” დავრჩი.
ზაზა -კი მაგრამ, სად სწავლობდი?
გია -რა თქმა უნდა, სკოლაში, როგორც ჩვენი დამრიგებელი, ქალბატონი ქეთევანი იტყოდა, ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო…
ზაზა -არა, ჩვენ ერთად ნამდვილად არ გვისწავლია. მე სოფელში დავამთავრე ათწლედი და არც ალგებრა გადამიწერია ვინმესგან…
გია -არ გამაგიჟო, არ გინდა ჩემთან… ისე, ზაზუნ, შეცვლილხარ, ხო იცი?
ზაზა -ეგ ოთახი, ვატყობ გათვალულია…
გია -(ჯიბიდან სიგარეტს ამოიღებს და მოუკიდებს) გინდა ბევრი, ბევრი ფული მოიპარო, მფრინავ ცოცხს გიშოვი, გადააჯდები ზედ, დაუვლი ძიაკაცებს, მოხვეტავ მაყუთს… მე უკვე აღარ მინდა, რაც წინაპრებმა მიბოძეს, სულ დავწვი… ჩაქალბატონებული თეა ლოგინზე მივაბი, ფულით სავსე ვედრო წინ დავუდგი და ავაბრიალე. გაგიჟდა, აიწყვიტა და ვედრო ჩამარტყა თავში. ორი თვე ვიწექი…
ზაზა -(თითქოსდა ბედს დაემორჩილება, დივანზე ჩამოჯდება) მაინც რამ გადაგრია?
გია -ქალმა ზაზუნ, ქალმა… მაპატიე ენძელ, ენძეელ!..
ზაზა -სხვათაშორის, მეგობარო, ენძელა ჯერ არ გამოუშვიათ, ასე რომ ნუ დაელოდები…
გია -ეენძელ, ენძელ…
ზაზა -კარგი, თუ კაცი ხარ, რა სექტანტივით გააბი…
გია -”ხვითო გიას” აგდებ, ზაზუნ?!
ზაზა -შენ თუ ამგვარი ვიზიტები გაიმეორე ავშენებულვართ და ესაა…
გია -ხუთი მანეთი ხომ არ გექნება?
ზაზა -რომ არ მქონდეს…
გია -ვიღაცას ხო ექნება… (წასვლას დააპირებს).
ზაზა -დაიცა, (ჯიბიდან ფულს ამოიღებს და გაუწვდის) აჰა!
გია -გმადლობთ, ზაზუნ!.. (ფულს გამოართმევს და გადის). ზაზა -ჰმ, ”გმადლობთ ზაზუნ…” მაინც საიდან ჩავუსახლდი მეხსიერებაში ამ დარეხვილს?.. თუა, ეგაა, უმაღლესი სახის შემთხვევითობა თუ დამთხვევითობა… მაპატიე, ენძელ, მაპატიე… საინტერესოა… (მაგიდასთან მივა, უჯრას გამოაღებს, ჯერ ენძელას სურათს დააცქერდება, მერე ბარათებს გადაათვალიერებს, უცებ ერთ-ერთი მიიპყრობს მის ყურადღებას, წაიკითხავს) გაზაფხული ახლოვდება, მე უკვე წამომივლის ჟინი ენძელების მონახულებისა და იქითკენ გავრბივარ, სადაც პირველად შემკხვდი ენძელებით ხელდამშვენებული. მართლაც, გაზაფხულის მოსვლას ჰგავდი და მეც დაუფიქრებლად შევძახე: ენძელა, ენძელა მოსულა! ენძელა, ენძელა მოსულა!!! მხარი ამიბეს გოგოებმა და შენც ენძელასფერად აგიფერადდა სახე, უმალ მივხვდი, უკვე გიყვარდი… მალულად შევცბი, იმ შენმა სიყვარულმა უნებლიეთ დაისაკუთრა ჩემი გული… დიდხანს, ძალზე დიდხანს, მალულად გვიყვარდა ერთმანეთი. მერე, როგორც იქნა, შემომხედე, სიყვარული შემომფიცე და მე ცას ვეწიე სიხარულით… მაგრამ მე უბედურს არ დამცალდა… ავბედითმა სენმა დამაუძლურა, ყველა, ყველა კარგად ხედავს, სასიკვდილოდ რომ ვარ განწირული… შენ კი ძველებურად სიყვარულს მეფიცები, თან დარდით ხარ სავსე, იტანჯები…
არა, არ მინდა ჩვენი სიყვარულის სახეცვლილება ვიხილო, არა, არ მინდა ჩემმა წახდენამ შენც წაგახდინოს, და მე მივდივარ, მიმაქვს ჩემი ლამაზი სიყვარული… (გაისმის ხმაური, შემცბარი ზაზა ბარათს უჯრაში ჩააგდებს, ოთახში ნუკრი შემოვარდება, გულისპირგადაღეღილს პერანგზე ღილები ასწყვეტია).



...

კალიების შემოსევა

კომედია
მოქმედი პირნი

ნანა
ვარლამი
გური
მამია (ხანდახან ენა ებმის)
იორდანე
კიმოთე
რაულანდი
ფილიმონი
...
ნაწყვეტები პიესებიდან...

სურათი პირველი

ძველისძველი ოდა-სახლის წინახედი. ხეებს შორის გაბმულ ჰამაკში კიმოთე გაშოტილა და სიგარეტს აბოლებს. მაგიდასთან იორდანე მოკალათებულა, ხელში ღვინით სავსე ჭიქა უჭირავს და ღიღინებს. მაგიდაზე კი ქალების სურათებით მოხატული პატეფონი, ხის სადგარზე დამაგრებული ფოტოაპარატი და დოქი დგას.
იორდანე. სუფრის თავთან ჯდომა მიყვარს, გრძელი ყანწის გამოცლაო… (მიიხედა). აბა, ბიჭებო, დასცხეთ ბიჭებო! კარგად, კარგად დააპეთ! (გაისმა შეშის დაპობის ხმა). ძაან არ გამოვიჭირე მამია ბლუ… ძმაკაციც რომ ეხმარება!
კიმოთე. ეგ რომელია?
იორდანე. სიმონ გრძელის ვაჟკაცი, ვარლამა თოხსგადამკვდარმა გადარია_მეთქი, რომ გეუბნებოდი დიდი მეწიგნე ვინმეა და ვარლამის ამბავიც ხომ იცი, თოხზე აბნევს წიგნს. რომანის გადაბულბულებას და ყანის გამარგვლას ერთდროულად ახერხებს.
კიმოთე. რა უწყის იმ რვა ნომერმა გლეხმა წიგნის ფასი? წიგნის წაკითხვის უფლება მხოლოდ რჩეულებს უნდა ჰქონდეთ, მხოლოდ რჩეულებს!..
იორდანე. მეც მაგას ვამბობ, რამდენჯერ მქონია შესაძლებლობა, მაგრამ შეგნებულად შემიკავებია თავი, ესენი კი, მიდიი!.. ბიბლიოთეკაში წიგნი არ დატოვეს წაუკითხავი.
კიმოთე. გააგიჟებს ეგ ტვინგალაყებული ბერიკაცი მაგ ბავშვს…
იორდანე. რაღა ბავშვია, იმ ბლუსთან ერთად აგერ ახლა საშუალო დაამთავრა, ისე თურმე ვარლამა თოხზეგადამკვდარს ამ ღლაპმა დააწყებინა რომანების კითხვა. მამია ბლუ მომიყვა, მიუჯდებოდა გვერდით და ისე მონდომებით უყვებოდა წაკითხულის შინაარსს, ხან გულდამდუღრულივით აატირებდა და ხან გიჟივით აცინებდაო, ბერიკაცის ჭკუის ამბავი ხომ იცი, ვერ გაუძლო პროპაგანდას და… (ახითხითდა) სამაგიეროდ ვარლამი თოხს, ბარს, ფოცხს და მიწის ჩიჩქნას უწევს რეკლამას… (შემოვიდნენ მამია და გური, წელზემოთ შიშვლები არიან).
მამია. ჩვენ დაგვხოცა შიმშილით, თვითონ კი ქეიფობს! (მოულოდნელად კიმოთეს შეამჩნევს და დაიმორცხვებს. მოწიწებით მიესალმება). გაა… გაა… გაააააგიმარჯოს, ბატონო კიმველ!
კიმოთე. გამარჯობათ ყმაწვილებო! იშრომეთ, არა?.. (ჰამაკი შეაქანა და სტვენას მოჰყვა).
გური. თავი არ დაგვიზოგია… გამარჯობათ! არ გადამიყოლა ამ სხვისმა სიყვარულმა…
მამაია. ერთი მანქანა შეშა დავაპეთ!
იორდანე. დააპობდი, აბა რას იზამდი, გაკეთდი კაცი!
მამია. რამ გამაკეთა, შენი კბილებდაკრეჭილი ნაჯახის ჯირკზე ხათქუნმა თუ ჟანგიანი ხერხის აქეთ-იქეთ ქააჩვამ.
იორდანე. სამაგიეროდ შენი ჭკუიდან შემრყევი და დამდაგველი ისეთ ქაღალდზე მყავს დახატული… (ცერი შუათითს გაჰკრა, ადგა, შეშის საჩეხს გახედა) ცოტაა მაგ!
მამია. რაა ცოტა?! მთელ ზამთარს გეყოფა… ჰა, ჩქარა! მომეცი, ნუ მიიქცევ! (მკაცრად მიაჩერდა).
იორდანე. აა, ბიჭო, დაწყნარდი… (ჯიბიდან სურათი ამოიღო და მიაწოდა).
გური. ვარლამ ბაბუა! ერთად ჰქონიათ გადაღებული… (იცინის).
მამია. ააამისთვის დავიღლიტე ხელისგულები, ვარლამის სურათი რა ჭირად მინდა… თანაც ნანა ისე ძაან ყავს ჩახუტებული, ვერც წესიერად ჩამოაჭრი და…
იორდანე. რა გაღრიალებს, იმ თოხის ტარზე გადამკვდართან რა გესაქმება, ამ მერცხალივით გოგოს მიესიყვარულე…
მამია. კარგი, რაც არის, არის, მომეცი! (სურათი წაგლიჯა) ვარლამს ტაროს მივახატავ და სიმინდის დაემსგავსება.
გური. ვაი შენს პატრონს, წამოდი, წამოდი!.. (წასასვლელად შეემზადა).
იორდანე. ცოტა მეტი რომ დაგეპოთ… (მამიას თვალებმოწკურული მიაჩერდა) ბედს გწევდი!
მამია. ბედს მწევდი?!
იორდანე. აბა! (ხელი მოხვია). იმ შენს დამდაგველს დავავლებდი ხელს და… (ლაპარაკს ჩურჩულით გააგრძელებს).
კიმოთე. (გურის) ჭაბუკო, მართლა ეტანებით შენ და ვარლამი მხატვრულ ლიეტარატურას?
გური. კი, მოწამლული მკითხველები ვართ!
კიმოთე. მამიაც თქვენი ამფსონია?
გური. მამია იორდანისეული ფუტურიზამის ზეგავლენას განიცდის…
კიმოთე. საინტერესოა, საინტერესო…
გური. საინტერესოა და მეტი არა, მეორე კლასიდან ვარლამის სიძის როლს ამზადებს…
კიმოთე. ვა, პრემიერა როდის შედგება?
გური. პრემიერის საქმეს ამ შემოდგომისთვის ჩააწყობს კაცი, ოღონდ მამია ამ რეპეტიციებისგან ისე შეირეკა… (მამიას შესცინა. მამიამ იორდანეს ხელი ხელზე დაჰკრა, რაღაცაზე გახარებული მოურიგდა).
მამია. გური, თუ ჩემი ძმა ხარ, არ მიღალატო! იორდანე ისეთ რამეს შემპირდა… (ხელი მოხვია და გაიყვანა).
იორდანე. მგონი ვარლამის ძმაკაციც გამოვიჭირე, მამიას ხათრით კუნძსაც დააპობს და…
კიმოთე. ჩემი თუ აქვთ რამე წაკითხული?
იორდანე. შენსას რას გაიგებენ, შენ დიდი ხარ! ამ სასმისით მე და შენ გაგვიმარჯოს! (ჭიქა დასცალა) შენი კი არა, ჩემი არ ესმით. ეეჰ, სად ჩაკვდა ჩემი ნიჭი, არადა ახლა ფოტოსურათების ეპოქაა, ხალხს ფოტოსურათების მიხედვით აფასებენ, ოღონდ კრაგ ადგილას იყოს დაბეჭდილი და… ოოოხ, სად ჩაკვდა ჩემი ნიჭი, რა გამაძლებინებს ამ პაპუასებში, მე რომ თბილისში ვიყო! ოოხ, სად ჩაკვდა ჩემი ნჭი!
(აკრეფა...)

Комментариев нет:

ფიქრობ, მსჯელობ, სუნთქავ წრფელად...