====
გზამკვლევი... _ გამოცემული წიგნები; ანოტაციები, ამონაკრები კრებულებიდან, ფაქტები, ფოტოები, ჟურნალ ”ხატოვან მოტივაციების” მიმოხილვა, სტატიების ნუსხა...
====
----
ჯანრი გოგეშვილი
”მიმიკრია” (სატირულ-იუმორისტული კრებული), ”ნიანგის ბიბლოეთეკა”, 1984 წ.
"Mimicry." A satirical-comic collection. P. H. "N. B," 1984
ტირაჟი 40 000.
სარჩევი
მაგარი კაცი
კარუსელი
ვინ უღალატა მშვიდობას?
სსუ, მოდის!..
სცენები, სცენები, სცენები მარადიული სპექტაკლიდან
ჩვენებურაძე
ტერორი
ჩანაწერები ფსიქიატრიული სახლიდან
გერმანიაში თურმე...
ორიგინალომანია
ადამიანი ხარ, ძამა, ადამიანი...
”წამებაი ლხინნახულ ქიშვარდისი”
თავდასხმა ნაშუადღევს
არც ერთი წუთი უქალოდ
ჩვენ ვეძებთ ტალანტებს
ზიგზაგები
რეკლამა და სიყვარული
ცდუნება
ბოღმა
მიმიკრია
მაგარი კაცი
ერთ ვრცელ სოფელს ერთი ვინმე ოხერ-ტიალი თავკაცობდა. ”მაგარ კაცს” ეძახდნენ. ხშირად შეხვდებოდით იმ ვრცელი სოფლის მკვიდრთაგანს, ხელი მომუჭული რომ ჰქონდა და ბრიყვული აღფრთოვანებით ამბობდა: აა, ხალხი ასე ჰყავს ხელშიო…
ერთხელ, იმ ვრცელ სოფელს, დედაქალაქის ცნობილ დასიდან, ასევე ცნობილი მსახიობის თავკაცობით, მხიარული საღამოს გასამართავად ხუთკაციანი ჯგუფი ეწვია. "მაგარი კაცი" ზემდგომდთაგან წინდაწინვე იყო გაფრთხილებული, დიდად პატივსაცემი ხალხია და აბა შენ იციო…
შეჰყარა ”მაგარმა” ქვეშევრდომნი და ბრძანა: ”გააფრთხილეთ ყველა, არ გაბედოს და თავი არ მოგვჭრას ვინმემ, ხამებივით არ მოიქცნენ, რომ იციან, ისე არ აყაყანდნენ, ისხდნენ გასუსულები და უსმინონ იმ პატივსაცემ ხალხს!”
გაიმართა წარმოდგენა, ტყუილად დაშვრნენ არტისტები, შეშინებული თვალებით უცქერდა ხალხი სცენას, ხმის გაღებას ვერვინ ბედავდა. ეს რა უჟმურებში მოვხვდიო… თქვა წარმოდგენის შემდეგ მაყურებლით გაწბილებულმა ცნობილმა. ”მაგარი კაცის" შემოთავაზებულ პურ-მარილზე სასტიკი უარი განაცხადა: ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ეს ხალხი ჩემს პანაშვიდზე იყო მოსული და ლუკმა როგორ ჩამივა ყელშიო…
ზემდგომთაგან საყვედურმაც არ დააყოვნა: როგორ დაგემართა და ის პატივსაცემი ხალხი უკმაყოფილონი როგორ გამოუშვიო. არ წამომყვნენ, თორემ ისეთი პურ-მარილი მქონდა გაშლილი, პურ-მარილის უნახავს გახდიდა კაცსო, _იმართლა თავი. ეგ არ ვიცით, იმ ხალხმა თქვა იუმორთან ყოფილან მწყრალადო, _ უთხრეს იმათ და ურჩიეს: მიხედე მაგ იუმორსო…
წამოვიდა ”მაგარი”, რისხვად დაატყდა იმ ვრცელ სოფელს, მაგრამ რა…
სულ მალე ვრცელ სოფელს დედაქალაქის სხვა, ცნობილ დასიდან კვლავ ეწვია მცირე ჯგუფი, ძალზე პოპულარული, თვალთმაქცი კომიკოსის თავკაცობით. ”მაგარი კაცი” ზემდგომთაგან ისევ წინასწარ იყო გაფრთხილებული. შეჰყარა ქვეშემრდომნი და ბრძანა: ”გააფრთხილეთ ყველა, ნუ ეყრებიან ყრუ-მუნჯებივით, სასაცილოს თუკი რაიმეს შეამჩნევენ, ატეხონ ხარხარი, ასიამოვნონ იმ ხალხს, თორემ ყველას სატირლად გაგიხდით საქმეს!”
გაიხსნა ფარდა. ჯერ არც კი გამოსულიყო კულისებიდან ის ძალზე პოპულარული, რომ ატყდა ხარხარი.
გამოვიდა კომიკოსი, დარბაზს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, მოჰყვა თავისას, თანადასელთა წარდგენა ინდომა. ისევ ისტერიულად ხარხარებდა დარბაზი. შეჩქვიფდნენ მსახიობები, არ დაიმჩნიეს, სასაცილო სცენას ძერწავდნენ… ვინღა უთვალთვალებდა იმათ ხელოვნებას, უთავბოლოდ იცინოდა მაყურებელი. წამით მიყუჩებოდნენ და მერე დაოსებულებივით ერთმანეთს ”აწყდებოდნენ”.
იმ ძალზე პოპულარულმა, რაღაც გუმანით იგრძნო, თვალი მიადევნა დარბაზის ერთიან მზერას, სმენა _ უცნაურ ბგერებს, მიადგა სცენის კიდეს და იატაკზე ფეხმორთხმულ იმ ვრცელი სოფლის ჭკუამხიარულს გადააწყდა. ჭკუამხიარულმა ღრეჭვით ამოხედა, ამოიზმუილა, გადმოყარა ცხენივით კბილები, გადმოაგდო ღვედივით ენა და შესჭიხვინა.
მთლად გადაირია ხალხი, ჭკუანაკლულს დაემსგავსა.
-გაიყვანეთ აქედან!-იუმორის ნიჭმა უღალატა კომიკოსს.
მიცვივდნენ უთავბოლოდ ”მოჭიხვინეს”, ვერასგზით დაიმორჩილეს. იკლაკნებოდა, მოძალადეთ ხელებიდან უსხლტებოდა და იძახდა:
-მაგარი კაცი უთხარიო, მაგარი კაცი!..
ის უნდოდა ეთქვა, მაგარი კაცის ბრძანებით ვზივარ აქო. ალბათ, იმ ”მაგარის” რომელიმე ძალზე მონდომებულ ქვეშევრდომს დაესვა ხალხის გასამხიარულებლად.
”მაგარი კაცი” გადაირია, გამოვარდა და თავად წაეტანა შეზარხოშებულ ქერქეტს, მაგრამ იგი ისევ თავისას იძახდა: ”მაგარი კაცი უთხარიო!..”
რა თქმა უნდა, ჩაიშალა წარმოდგენა, პურ-მარილზე მაინც დარჩა ის ძალზე პოპულარული, ითვალთმაქცა კიდეც, მაგრამ მერე ზემდგომებთან, ისე დახატა ყველაფერი, თითქოს საგანგებოდ ჩაუშალეს წარმოდგენა…
ბოღმა აღრჩობდა ”მაგარს”, ვიღაც არტისტებს კაპრიზებს ეწირებოდა იმხელა ავტორიტეტი…
”მაგარი კაცი უთხარიო, მაგარი კაცი უთხარიოო!.." _ სადღაც სოფლის ბოლოში გაჰყვიროდა, ეს უკვე მერამდენედ გალახული გიჟი.

1983
...
ბოღმა
”აუა-აუა” სახელმწიფო შეუდგა ახალი ბირთვული იარაღის ”ბოღმას” გამოშვებას. ”ბოღმა” ადამიანის სრული ასლია. სარეკლამო საბუთებში იწოდება ”ჰუმანოიდად”. ”ჰუმანოიდი” ასეულობით შეიგზავნება მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, უმალვე მიეტმასნება საზოგადოების ამა თუ იმ ავანგარდს. სიკეთე და სათნოება შურითა და ღვარძლით არავსებს, უარყოფითად მუხტავს და ბოღმით გასიებული ყველასდა მოულოდნელად ფეთქდება.
ერიდეთ ”ბოღმას!” _ იგი შესაძლებელია თქვენს გვერდითაც აღმოჩნდეს.
1982
...
მიმიკროსი
”მიმიკრია _ ზოგი ცხოველებისა და მცენარეების თავდაცვითი შეგუება _ ფორმით ან ფერით დამსგავსება გარემო საგნებთან, სხვა ცხოველებთან და მცენარეებთან” _ ამოიკითხა სადღაც ლევარსიმ და მერე სულ იმას ცდილობდა, ”მიმიკროსი” გამხდარიყო. დრო იყო და ალალმართალ, სხვებზე გადაგებულ კაცს ემსგავსებოდა, ხშირად მომთხოვნ, საწარმოზე ფანატიკურად შეყვარებულ ხელმძღვანელად მოგაჩვენებდათ თავს, ზოგჯერ გულუბრყვილობასაც კი ჩემულობდა, უცოდველივით მიიბნიდებოდა. წავარჯიშება ძილშიაც დასჩემდა. კაბინეტში გამოკეტილს ჩასთვლემდა სავარძელში… ჩამოივლიდნენ მესაფლავენი. ხელებში ტრანსპარანტები ეჭირათ და მოიმღეროდნენ: ”ვასაფლავებთ იაფად და ხარისხიანად…” ელვისებურად გაიხდიდა პიჯაკს, გადმოაბრუნებდა, მოისხამდა. პიჯაკი შიგა მხრიდან ქათქათა ფერისა გახლდათ. ლევარსი ანგელოზს ემსგავსებოდა, ფრთებიც კი ამოეწვერებოდა ზურგს უკან. და მალე ტრესტის მმართველის ორეული გახდა, მერე უფრო დიდი მმართველის აჩრდილად იქცა და ალბათ ”დამკაშიც” გავიდოდა, მაგრამ ერთხელ ძილში წავარჯისებისას, მესაფლავეთა ხმაზე, ძალზე შეშინდა, ძალზე მოუნდა ანგელოზს დამსგავსებოდა, სული გასძვრა და ზეცას გაფრინდა.
ერიდეთ მიმიკრიას, _ რისკის ფაქტორი მეტისმეტია, მართლაც უცოდველსა და პატიოსანს რომ დაემსგავსოთ, სად მიხვალთ მერე?!

(ამონაკრების აკრეფა...)
Комментариев нет:
Отправить комментарий