====
გზამკვლევი... _ გამოცემული წიგნები; ანოტაციები, ამონაკრები კრებულებიდან, ფაქტები, ფოტოები, ჟურნალ ”ხატოვან მოტივაციების” მიმოხილვა, სტატიების ნუსხა...
====
ჯანრი გოგეშვილი
”სიყვარულის კრემატორიუმი” (რომანი), გამომცემლობა ”კიდევაც დაიზრდებიან”, 1992 წ.
"The Crematory of Love." A novel. P. H. "The Cubs will Grow up,"1992
ტირაჟი 10 000
სარჩევი
კარი პირველი
ნებით შეწირული
კარი მეორე
აუტოდაფე
კარი მესამე
ლტოლვილი სიზმარეთიდან
კარი მეოთხე
გაღწევა
...
ანოტაცია
… ძიებისა და შემეცნების მოტრფიალე ადამიანი ხშირად იგდებს თავს საფრთხეში, შემდგომ კი, დაგებული მახისგან თავის დახსნას მხოლოდ ამბოხით აღწევს… ნებსით თუ უნებლიეთ სიზმარეულს ემსგავსება, ინარჩუნებს თვითმყოფადობას და შემაწუხებელი რეალობიდან გაღწევასაც ახერხებს... სიყალებეს, მისი მეშვეობით კარიერიზმისკენ სწრაფვას, ოცნებას არჩევს, ოცნებით იწმინდება, თავისებური ავტონომიის მოპოვებას ლამობს. ოცნება ხომ ყოველი ლამაზი საქმის მეკვლეა და ბოლოს კაციც ჰპოვებს ძალას გაიმარჯვოს მზაკვრულ, მაცთუნებელ აზრზე…
და სიყვარულით განწმენდილი შორეულ წარსულში ახდენილი ”სრულქმნის” ნაკვალევს მიჰყვება...

ნამდვილად ძნელია სამასგვერდიან წიგნიდან განსაკუთრებული შინაარსისა და ჟღერადობის მომცველი ნაწყვეტების შერჩევა… ასე რომ გთავაზობთ ალღო-ვარაუდით მინიშნებულ ფრაგმენტებს
...
”ბატონებო!” _ მან ლაღად წამოზიდა მკერდი, წამონთებული თვალებით ქორული მზერა შეავლო სკამზე ჩამომჯდარ ასულს. ”ბატონებო!” _ წარმოთქვა მეტისმეტი სიმკვეთრით, მერე თითქოსდა საკუთარ თავში ჩაიბრუნა მზერა და ვიღაც არარსებულის მონოლოგი შთამბეჭდავი ხმითა და შეიძლება ითქვას, სხეულის უჩვეულო გამომეტყველებით გააგრძელა. განაბული ქალი შეფრფინვით უცქეროდა. გარეთ მზე ანათებდა, კვირტები ასკდებოდა ხეებს, რომელიღაც ჩიტი უსიამოდ წივწივებდა. აიეტმა მონოლოგი შეწყვიტა, გაიცინა, ჩიტს გამოაჯავრა და თოჯინა-მსახიობივით გაეპასუხა. მერე ელვისებურად დაახვია სხეული სულის გარშემო, (ამას მხოლოდ ქალი ხედავდა) ეჰეიო, შესძახა და ველური, დამატყვევებელი იერითა და მიმოხვრით დემონურ ძალასთან შეჭიდების სცენა წარმოსახა… და როცა იგი, თითქოსდა მიწას დაენარცხა… წამოსადგომად გაიბრძოლა, ისევ დაენარცხა და ვეღარ მოსწყდა მოწას, ვეღარ შესძლო სივრცეში აჭრა. პირმშვენიერმა, მომხიბლელმა ასულმა სიხარულით შეჰკივლა, სკამიდან ჩამოფრინდა, აიეტს მოეხვია, ჩაკოცნა მხურვალედ, სიყვარულისგან დანექტრილი ბაგეებით. აეტიც მიესალმუნა, თითქოსდა საკუთარ თავს სხეული შემოაძარცვა და ქალს ალერსით შემოაფინა. ასული თრთოდა და არამიწიერი ვნებით აღტყინებული ვაჟის სხეულში ლღვებოდა…
მან უმალ გაუგო, უმალ ჩასწვდა ვაჟის ქაოსურ ხელოვნებას, რაღაც სასწაულებრივი ნარევი რომ გახლდათ ხელოვნების ყველა ჟანრისა, და როცა დროს მოიხელთებდა, იჯდა სულგამტკნარებული და თვალებწამონთებული უთვალთვალებდა… უსმენდა მის უსაზღვრო, ხვეულ, ცვალებად ხმას, რომელიც ზოგჯერ მახვილივით ჩაჰკვეთავდა ჰაერს, ზოგჯერ კი იასამნის ტოტივით მიენანავებოდა, და იწვოდა, ყველაზე ლამაზად და მწველად იწვოდა იმ წუთებში. და როს, აეტის სიკეთით და სამართლიანობით დამუხტული ემოციები სხვებისდა შესამჩნევად გამოჟონავდა… პირმშვენიერმა, მომხიბვლელმა ასულმა იცოდა იმ ემოციების მიღმა საკუთარი ”მეს” გამომჟღავნების სურვილით აღვსილი ათასი სული მოჯარულიყო.
ქალი ახლა ყელს უკოცნიდა და შიგადაშიგ რაღაცას ჟღურტულებდა… სხვადასხვა ჯურის ემოციებით სხეულმომლღვალი აიეტის ქაოსურ გარდასახვას, იგი მუდამჟამს ერთ სპექტაკლად აღიქვამდა, გამოსარჩევი ეპიზოდებიც კარგად ახსოვდა. აიეტი არცერთ ნიუანს არ იმეორებდა და ქალი უნებლიეთ, კიდეც დასცინოდა იმ მსახიობებს, რომლებიც მოძველებულსა და გაბეზრებულ მხატვრულ სახეებს სასჯელივით დაატარებდნენ.
…აიეტმა ოდნავ გაიბრძოლა და ასულს სულთმბრძოლავი რაინდის ხმით სიყვარული შეჰფიცა. მას კი, თვალთაგან ცრემლები დასცვივდა, ვაჟს ჩაეწნა, როგორმე სიკვდილისგან უნდა ეხსნა… აიეტი ჭერს მიშტერებოდა და გულუბრყვილოდ იღიმებოდა. ჭერზე, ნაბზარებისა და აქერცლილ საღბავების ფონზე, იდუმალებით მოცული სურათი ინაკვთებოდა. აიეტი სურათს დაძაბული მიაჩერდა.
თეთრონზე ამხედრებული წმინდა გიორგი დამშრალი წყაროს კაჟნარევ ქვასთან შუბით გამძვინვარებულ გველეშაპს გმირავდა…
აიეტმა ცნობიერების თვალი გადაავლო მეხსიერების კიდობანში შემორჩენილ ცხოვრებისეულ სურათებს და საკუთარ თავს კრძალვით გამოუტყდა, მთელი მისი არსება, ქვეცნობიერად, შორეულ წარსულში ახდენილი ამგვარი ჭეშმარიტებით იყო დამუხტული. რაღაც დასკვნა გაუთვითცნობიერებლად გამოიტანა და საკუთარ არსში მოიკუტა.
არა, ამ ეპიზოდის გათამაშება არ შეეძლო… ისიც იცოდა, ცხოვრებაში უამრავი თამაშობდა წმინდა გიორგის. იგი კი, შორეული რიდით დასნებოვნებული, კრძალვით მიჰყვებოდა შორეულ წარსულში ახდენილ ამგვარ ჭემარიტების ნაკვალევს.
წამით, მაინც იფეთქა ჩვეულებამ, თითქოსდა შუბიც შემართა, მაგრამ გველეშაპი არსად იყო. მერე გაიელვა, ერთი კი არა, მრავალი, პაწაწკინტელა თავი ჰქონდა, უმალ განზავდა და განესივრცა… სივრცულ ამებას ემსგავსა, ლამის შეიწოვა… შუბმა ამაოდ გაიშხუილა. უმწეო, სასოწარკვეთილი აიეტი არამიწიერი ღმუილით შეასკდა კლდოვანი მთის სადარ კაჟნარევ ქვას. ჩაიჩოქა და ბალღივით აქვითინდა.
პირმშვენიერმა, მომხიბვლელმა ასულმა აღტაცების ნიშნად რაღაც შეიჟღურტულა და ქვითინის დამატკბობელ ხმას ხარბად დაეწაფა…”
აიეტმა თვალები გაახილა და ჭერს მიაჩერდა. წარმოსახვიდან ასხლეტილი წმინდა გიორგის დანახვას ლამობდა. სხეულში ქალის არსიდან წამოკრეფილი ალერსის სიტკბო დაგუბებოდა. ასე ეგონა, ოთახში მართლაც იყო ის თვალწარმტაცი, სურათისეული ასული. მისი თმის სურნელიც შეისუნთქა. სურნელმა ძველისძველი ტკივილი დაუამა. მისავათებულმა ოდნავ წამოსწია თავი, დაგუბებული სიტკბო ოთხივ კიდით გადაიღვარა და მოთენთილობა აღაგზნო. წამოიწია, ფეხები დივანიდან ჩამოაცურა, ოთახს ზანტად მოავლო თვალი.
გატიალებული კედლები ავბედითად შემოსცქეროდნენ… სიცოცხლე თითქოსდა სიკვდილით ემუქრებოდა. ის კი, სიკვდილს სიცოცხლესავით დაატარებდა; უპირველესად _ გულმკერდით, ლამაზად ჰქონდა გადანაწილებული; ჩათბუნებულ სიკვდილს ფაქიზად ეპყრობოდა. ხომ დღენიადაგ იტანჯებოდა ბედისწერისა და ცხოვრების სიავით, მაგრამ ზოგჯერ თავისდა უნებლიეთ გადატანილ წვალებას სევდანარევი სიტკბოთი მოიხენიებდა. რითაც ზოგნი, შეცდომაში შეჰყავდა. იმ ზოგ-ზოგებს ეგონათ ადვილად გადაქელავდნენ…
გამოხდებოდა ხანი, გადაეყრებოდა სევდის ბურუსი და ისიც, იმედმოცემულ, წამოყელყელავებულ მტერს, ჩვეული შემართებით მუხლებში შიშს ჩაუყენებდა. ისე კი, უთავბოლო გაჭირვება და წვრილმანი გაწამაწია იმდაგვარად მიასადაგა ცხოვრებას, უკვე თავისი მეობის შემადგენელ ნაწილად თვლიდა. ბოლოს კი, ისე იზოგავდა ”ტკივილს”, როგორც შორეულ გზას დამდგარი მგზავრი სარჩო-საბადებელს. იზოგავდა მომავალი ხელმოცარულობისა და წლებში უიმედოდ გამოტარებული გამარჯვების საგზლად…
კაცმა გატიალებულ კედლებს შემწყალებლურად გაუღიმა. კედელზე პირმშვენიერი ქალი ტრიალებდა და კისკისებდა. ხიბლმა სიმხნევე შემატა. ლაღად წამოდგა, წაივარჯიშა, მერე სველი ტილოთი სხეული დაიზილა, შეიმოსა, წაისაუზმა, კარი გამოკეტა და ჭიშკრისკენ გასწია.
იამზესა და მასთან ალერსში გატარებულ წუთებს მალვით იგონებდა.
გონებაში ვერასგზით აღიდგინა, ბახუსთან მუსაიფით თავბრუდახვეულმა თუ რა ვითარებაში გააცილა იგი და უხერხულობას და ცოტა არ იყოს სინდისის ქენჯნასაც გრძნობდა…
უნებლიეთ, სიზმარისეულ თეთრ-მწყაზარ ქალს მისტიროდა.
ჩანახშირებულ შეშის ნარჩენებთან შეყოვნდა, ქაღალდის ნამწვავი ფერფლში ჩაასრისა, ”აუტოდაფეს” ლარად შესცინა. ”დისერტაცია _ საფეხური ზემოთ…”, ლამის მანიად ქცეული განდიდების ეს საშუალება ჩანასახშივე ჩაიფერფლა.
მიდიოდა, სიზმარისეულ ხიბლს უღიმოდა და უნებლიეთ აღარფერზე არ ფიქრობდა.
ლამაზი, შაოსანი ქალი სადღაც მიიჩქაროდა, მაცთუნებლად უთამაშებდა სხეული. თვალი აარიდა და ვიღაც ხეიბარს შეეჩეხა, შეცბუნებულმა, რაღაც არჩადენილი დანაშაულის მოინანიება ისურვა. შედგა, ცას ახედა. სიკამკამე შვებად ჩაეღვარა და იგრძნო ვიღაცამ მალულად შეათვალიერა. ვეღარ გაარჩია რა ფერის კაბა ემოსა, ვერც სახე დალანდა, ეცნაურა კი… თავი ააღერა და ეკლესიის გუმბათზე აღმართულ ჯვარს შეასვენა თვალნი. მერე უნებლიეთ ქვრივისა და ხეიბრის გზასავალს აედევნა; ეკლესიაში გაუბედავად შეაბიჯა.
-უფალო შეგვიწყალეე… უფალო შეგვიწყალეე… უფალო შეგვიწყალეე…-საოცრად ტკბილხმოვანი იყო მოგალობე ასულთა ხმა.
…
====მან უმალ გაუგო, უმალ ჩასწვდა ვაჟის ქაოსურ ხელოვნებას, რაღაც სასწაულებრივი ნარევი რომ გახლდათ ხელოვნების ყველა ჟანრისა, და როცა დროს მოიხელთებდა, იჯდა სულგამტკნარებული და თვალებწამონთებული უთვალთვალებდა… უსმენდა მის უსაზღვრო, ხვეულ, ცვალებად ხმას, რომელიც ზოგჯერ მახვილივით ჩაჰკვეთავდა ჰაერს, ზოგჯერ კი იასამნის ტოტივით მიენანავებოდა, და იწვოდა, ყველაზე ლამაზად და მწველად იწვოდა იმ წუთებში. და როს, აეტის სიკეთით და სამართლიანობით დამუხტული ემოციები სხვებისდა შესამჩნევად გამოჟონავდა… პირმშვენიერმა, მომხიბვლელმა ასულმა იცოდა იმ ემოციების მიღმა საკუთარი ”მეს” გამომჟღავნების სურვილით აღვსილი ათასი სული მოჯარულიყო.
ქალი ახლა ყელს უკოცნიდა და შიგადაშიგ რაღაცას ჟღურტულებდა… სხვადასხვა ჯურის ემოციებით სხეულმომლღვალი აიეტის ქაოსურ გარდასახვას, იგი მუდამჟამს ერთ სპექტაკლად აღიქვამდა, გამოსარჩევი ეპიზოდებიც კარგად ახსოვდა. აიეტი არცერთ ნიუანს არ იმეორებდა და ქალი უნებლიეთ, კიდეც დასცინოდა იმ მსახიობებს, რომლებიც მოძველებულსა და გაბეზრებულ მხატვრულ სახეებს სასჯელივით დაატარებდნენ.
…აიეტმა ოდნავ გაიბრძოლა და ასულს სულთმბრძოლავი რაინდის ხმით სიყვარული შეჰფიცა. მას კი, თვალთაგან ცრემლები დასცვივდა, ვაჟს ჩაეწნა, როგორმე სიკვდილისგან უნდა ეხსნა… აიეტი ჭერს მიშტერებოდა და გულუბრყვილოდ იღიმებოდა. ჭერზე, ნაბზარებისა და აქერცლილ საღბავების ფონზე, იდუმალებით მოცული სურათი ინაკვთებოდა. აიეტი სურათს დაძაბული მიაჩერდა.
თეთრონზე ამხედრებული წმინდა გიორგი დამშრალი წყაროს კაჟნარევ ქვასთან შუბით გამძვინვარებულ გველეშაპს გმირავდა…
აიეტმა ცნობიერების თვალი გადაავლო მეხსიერების კიდობანში შემორჩენილ ცხოვრებისეულ სურათებს და საკუთარ თავს კრძალვით გამოუტყდა, მთელი მისი არსება, ქვეცნობიერად, შორეულ წარსულში ახდენილი ამგვარი ჭეშმარიტებით იყო დამუხტული. რაღაც დასკვნა გაუთვითცნობიერებლად გამოიტანა და საკუთარ არსში მოიკუტა.
არა, ამ ეპიზოდის გათამაშება არ შეეძლო… ისიც იცოდა, ცხოვრებაში უამრავი თამაშობდა წმინდა გიორგის. იგი კი, შორეული რიდით დასნებოვნებული, კრძალვით მიჰყვებოდა შორეულ წარსულში ახდენილ ამგვარ ჭემარიტების ნაკვალევს.
წამით, მაინც იფეთქა ჩვეულებამ, თითქოსდა შუბიც შემართა, მაგრამ გველეშაპი არსად იყო. მერე გაიელვა, ერთი კი არა, მრავალი, პაწაწკინტელა თავი ჰქონდა, უმალ განზავდა და განესივრცა… სივრცულ ამებას ემსგავსა, ლამის შეიწოვა… შუბმა ამაოდ გაიშხუილა. უმწეო, სასოწარკვეთილი აიეტი არამიწიერი ღმუილით შეასკდა კლდოვანი მთის სადარ კაჟნარევ ქვას. ჩაიჩოქა და ბალღივით აქვითინდა.
პირმშვენიერმა, მომხიბვლელმა ასულმა აღტაცების ნიშნად რაღაც შეიჟღურტულა და ქვითინის დამატკბობელ ხმას ხარბად დაეწაფა…”
აიეტმა თვალები გაახილა და ჭერს მიაჩერდა. წარმოსახვიდან ასხლეტილი წმინდა გიორგის დანახვას ლამობდა. სხეულში ქალის არსიდან წამოკრეფილი ალერსის სიტკბო დაგუბებოდა. ასე ეგონა, ოთახში მართლაც იყო ის თვალწარმტაცი, სურათისეული ასული. მისი თმის სურნელიც შეისუნთქა. სურნელმა ძველისძველი ტკივილი დაუამა. მისავათებულმა ოდნავ წამოსწია თავი, დაგუბებული სიტკბო ოთხივ კიდით გადაიღვარა და მოთენთილობა აღაგზნო. წამოიწია, ფეხები დივანიდან ჩამოაცურა, ოთახს ზანტად მოავლო თვალი.
გატიალებული კედლები ავბედითად შემოსცქეროდნენ… სიცოცხლე თითქოსდა სიკვდილით ემუქრებოდა. ის კი, სიკვდილს სიცოცხლესავით დაატარებდა; უპირველესად _ გულმკერდით, ლამაზად ჰქონდა გადანაწილებული; ჩათბუნებულ სიკვდილს ფაქიზად ეპყრობოდა. ხომ დღენიადაგ იტანჯებოდა ბედისწერისა და ცხოვრების სიავით, მაგრამ ზოგჯერ თავისდა უნებლიეთ გადატანილ წვალებას სევდანარევი სიტკბოთი მოიხენიებდა. რითაც ზოგნი, შეცდომაში შეჰყავდა. იმ ზოგ-ზოგებს ეგონათ ადვილად გადაქელავდნენ…
გამოხდებოდა ხანი, გადაეყრებოდა სევდის ბურუსი და ისიც, იმედმოცემულ, წამოყელყელავებულ მტერს, ჩვეული შემართებით მუხლებში შიშს ჩაუყენებდა. ისე კი, უთავბოლო გაჭირვება და წვრილმანი გაწამაწია იმდაგვარად მიასადაგა ცხოვრებას, უკვე თავისი მეობის შემადგენელ ნაწილად თვლიდა. ბოლოს კი, ისე იზოგავდა ”ტკივილს”, როგორც შორეულ გზას დამდგარი მგზავრი სარჩო-საბადებელს. იზოგავდა მომავალი ხელმოცარულობისა და წლებში უიმედოდ გამოტარებული გამარჯვების საგზლად…
კაცმა გატიალებულ კედლებს შემწყალებლურად გაუღიმა. კედელზე პირმშვენიერი ქალი ტრიალებდა და კისკისებდა. ხიბლმა სიმხნევე შემატა. ლაღად წამოდგა, წაივარჯიშა, მერე სველი ტილოთი სხეული დაიზილა, შეიმოსა, წაისაუზმა, კარი გამოკეტა და ჭიშკრისკენ გასწია.
იამზესა და მასთან ალერსში გატარებულ წუთებს მალვით იგონებდა.
გონებაში ვერასგზით აღიდგინა, ბახუსთან მუსაიფით თავბრუდახვეულმა თუ რა ვითარებაში გააცილა იგი და უხერხულობას და ცოტა არ იყოს სინდისის ქენჯნასაც გრძნობდა…
უნებლიეთ, სიზმარისეულ თეთრ-მწყაზარ ქალს მისტიროდა.
ჩანახშირებულ შეშის ნარჩენებთან შეყოვნდა, ქაღალდის ნამწვავი ფერფლში ჩაასრისა, ”აუტოდაფეს” ლარად შესცინა. ”დისერტაცია _ საფეხური ზემოთ…”, ლამის მანიად ქცეული განდიდების ეს საშუალება ჩანასახშივე ჩაიფერფლა.
მიდიოდა, სიზმარისეულ ხიბლს უღიმოდა და უნებლიეთ აღარფერზე არ ფიქრობდა.
ლამაზი, შაოსანი ქალი სადღაც მიიჩქაროდა, მაცთუნებლად უთამაშებდა სხეული. თვალი აარიდა და ვიღაც ხეიბარს შეეჩეხა, შეცბუნებულმა, რაღაც არჩადენილი დანაშაულის მოინანიება ისურვა. შედგა, ცას ახედა. სიკამკამე შვებად ჩაეღვარა და იგრძნო ვიღაცამ მალულად შეათვალიერა. ვეღარ გაარჩია რა ფერის კაბა ემოსა, ვერც სახე დალანდა, ეცნაურა კი… თავი ააღერა და ეკლესიის გუმბათზე აღმართულ ჯვარს შეასვენა თვალნი. მერე უნებლიეთ ქვრივისა და ხეიბრის გზასავალს აედევნა; ეკლესიაში გაუბედავად შეაბიჯა.
-უფალო შეგვიწყალეე… უფალო შეგვიწყალეე… უფალო შეგვიწყალეე…-საოცრად ტკბილხმოვანი იყო მოგალობე ასულთა ხმა.
…
Комментариев нет:
Отправить комментарий