ლიტერატურულ-შემეცნებითი... _ ინფორმაცია... ესსე... პუბლიცისტიკა... პროზა... იუმორი, სატირა... პოეზია... გამოცემული წიგნები...

воскресенье, 14 сентября 2008 г.

დროზე მოწოდებული ფარი ხმალიაო... He gives twice who gives quickly…

გზამკვლევი... _ ინფორმაცია, ესსე, პუბლიცისტიკა, პროზა, იუმორი, სატირა, ზღაპრები, ფსიქოლოგიური შტრიხები, მოგონებების კალეიდოსკოპი, პოეზია...
====
====


დროზე მოწოდებული ფარი ხმალიაო...

He gives tw

ice who gives quickly…





//////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////

”სწავლა გონების ფარია, თუ რომ არავინ არიაო”…

მაშინ კი, (ანუ 1991 წელს), ერთმა განათლებულმა პიროვნებამ, ამჟამად, ”სახელოვანი” ტელევიზიის მესვეურმა, რომელიც ”სიჭაბუკეში” წიგნების (ნაბეჭდი პროდუქციის) გავრცელებით იყო დაკავებული, ამ ”ზღაპარ_თამაშის” შესახებ, მაშინდელი ”ინტელიგენციის” გარკვეულ წარმომადგენელთა აზრი მაცნობა: ”ეგ თქვენი ურაკპარაკი ლიტერატურის ინსტიტუტში მივიტანე და ასე თქვეს, ”КГБ”-ს დაკვეთით გაკეთებულს ჰგავსო”…
ალალად გავოცდი, მერე უნებლიეთ ღიმილით ვუპასუხე:
-კი, მაგათი ჭორი, მართლაც პროვოკატორის მოგონილს ჰგავს...
ვერ მივმხდარიყავი მოზარდთთა შესაფხიზლებლად დაწერილ ამ ტექსტს, რა საერთო უნდა ჰქონოდა ”
КГБ”-ს ხრიკებთან. არც იმის ძიება დამიწყია, ვინ იყო ამ ”მონაჩმახის” გამავრცელებელი, რადგან მაშინ ბავშვების რამდენიმე ჯგუფთან ”ზღაპარ-თამაშის” სცენარის ”გათამაშება” მოხერხდა და ყმაწვილებმა ნათლად გაითავისეს ”უფლისწულის” გასაჭირი, ის რომ ღვთისგან ბოძებული მიწა-წყლის ყოველი გოჯი უნდა დაეცვათ…
ზღაპარ-თამაშის ანუ ურაკპარაკ №1-ის გამოცემა ჩემს მიერ დაარსებულ გამომცემლობაში, ჩემივე ჩანაფიქრის მიხედვით განხორციელდა; ”ვითარებიდან” გამომდინარე დაიბეჭდა მუყაოს ”ფორმატზე” და თავისებური ”პლაკატის” სახე მიიღო; (რედაქტორი ცირა გოგეშვილი. მხატვარი ანზორ თოდრია. საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება, გამომცემლობა ”კიდევაც დაიზრდებიან”. 1991 წ.).
ისე, როგორც ზღაპართა უმრავლესობა, ეს ტექსტიც მოიცავს გროტესკულ, გაზვიადებულ ეპიზოდებს… ღმერთმა ნუ ქნას, იქამდე მივიდეს საქმე, რომ მართლაც მამულის ”ნატერფალიღა” შემოგვრჩეს, მაგრამ თუ ყოველი მათგანი გავითავისებთ, რომ ჩვენ-ჩვენი მამაპაპისეული ”ნატერფალიდან” უნდა დავიწყოთ ქვეყნის გაერთიანება, გვეშველება კიდეც…
ოღონდ, ზღაპარი მაინც ზღაპარია, ეს კიდევ, იგავი უფროა, სატირული სიმკვეთრით და ეხმიანება შეგონებებს: ”დროზე მოწოდებული ფარი ხმალიაო.”; ”სანამ შეხვიდოდე გამოსვლაზე იფიქრეო”…

ნუ დაიზარებთ კითხვისას თავისებურასდ გაითავისოთ:

”თანდათან თავადაც მეფური ღირსებით იმოსებოდა.”

”გამასპინძლებული მტერი არ ისვენებდა.”

”ამ გასხვისებული ქვეყნიდან უკვალოდ გაქრობას ფერიცვალება გერჩივნოსო”…

და ასე შემდეგ…

და ერთიც, ”ლუსტრაციის” კანონი, რომ დროზე მიგვეღო, არც ამდენი უბედურება შეგვემთხვეოდა… და, ”ასგზის” გაყიდულ-გამოყიდული პერსონების ”დამოძღვრა-დაკვალიანების” მსხვერპლადაც არ ვიქცეოდით…

მაშ ასე:

ზღაპარ_თამაში

ურაკპარაკი №1


ჟამიერა მეტისმეტად გულმოწყალე მეფე გახლდათ. ერთგვარად სტუმრის ღირსეულ მასპინძლობას და დასაჩუქრებას ეშურებოდა. უზარმაზარი სახელმწიფო იმდენი ასხვისა, ვიდრე საკუთარ მამულში ასკინკილით სიარული არ მოუწია.
საბოლოოდ, როცა აღესრულა, მის ერთადერთ მემკვიდრეს ხელმწიფის ცალი ფეხის ნატერფალიღა ხვდა წილად.
სამეფოს მფარველი ანგელოსი კი წინასწარმეტყველებდა:
-უფლისწულს ტახტზე ასვლისას ის სიდიადე და ძლიერება დაენათლება, რაც მის სამკვიდროს აქვსო.
ჟამიერას ცალი ფეხის ნატერფალი აბა, რა ღირსებას და დიდებას შესძენდა კაცს.
ტაძრიდან მობრუნებული უფლისწული სასახლეში არ შეუშვეს. ის კი არა, კინაღამ ამოაპანღურეს და დამცინავი შეძახილებიც დაადევნეს.
ამა მეფეთა ღვთიური წარმოშობა აღარავის ახსოვდა.
ახლაღა მოეგო გონს, თავზარი დაეცა. გაფიცხდა, მაგრამ მალევე იგრძნო მტერთან შესარკინებელი ძალა აღარ შერჩენოდა და სასოწარკვეთას მიეცა.
მხსნელად მფარველი ანგელოსი მოევლინა:
-ამ გასხვისებული ქვეყნიდან უკვალოდ გაქრობას ფერიცვალება გერჩივნოსო, ჩააგონა.
უფლიწულს ისე ძლიერ ეწადა, მტრის ჯავრი არ ჩაჰყოლოდა, რომ ბოძებული მამულის ტოლფას რაინდად გახდომა უყოყმანოდ ინატრა.
ინატრა და იმავ წამს აბჯრის ჯაჭვის რგოლისხელა რაინდად იქცა. იმ რაინდად, ვისთვისაც ჟამიერას ნატერფალი ვეებერთელა სამფლობელო გახდა.
უფლისწული ისე დაილია, თითქოს უჩინარ წერტილადღა აჩნდა მიწას. სანაცვლოდ გაათასკაცებული ძალის პატრონი შეიქნა.
ნატერფალქვეყანა ელვის სისწრაფით შემოიარა, საზღვრები მიწაყრილით გაამაგრა და ბოლოს ციხესიმაგრის შენებაც წამოიწყო.
მტრის დასახვედრად მეფურ თადარიგს იჭერდა . წინაპართა მსგავსად სხვებზე თავდასხმას ბოძებული სამკვიდროს დაცვას ამჯობინებდა.
ჟამიერას გასხვისებულ მიწაზე კი, უცხო ჯიში ხარობდა. გალაღებულები ისე გამასპინძლებულიყვნენ, რომ უფლისწულის არსებობას ვეღარც ამჩნევდნენ.
ერთხელ, საალაფოდ გამოშლილებმა ნატერფალსამეფოსკენ ყიჟინით გაითარეშეს.
უფლისწული ჩვეულისამებრ ახლაც გალავანზე იდგა და თავდასხმას ელოდა.
ის-ის იყო ცხენის ფლოქვი ჟამიერას ნატერფალში უნდა ჩაფლულიყო, რომ რაინდმა მოხერხებულად დაუხვედრა მარჯვენა და გაათასკაცებული ძალგუნოვნებით ცხენ-კაცი მოუსავლეთში გადაისროლა.
ამის დანახვაზე დანარჩენები დაფრთხნენ. უნაგირებიდან ისკუპეს და მიწაზე განერთხნენ.
-სასწაული, სასწაული!..-წიკვინებდნენ დაბნეულები და თავს მიწას ახლიდნენ,-ქვეყნიერების მპყრობელმა ტაცტაცს პატივი დასდო და თავისთან მიიხმო…
-ეგეთი პატივი დაედება ყველას, ვინც თავის ტყავში არ დაეტევაო!~- გამაფრთხილებლად დასჭექა უფლისწულმა.
ამის თქმა იყო და უეცრად მოვარდნილმა გრიგალმა ტაცტაცის თანამეინახენი ქვიშასავით წახვეტა...
მალე ხმა დაირხა.
-ჟამიერას ნატერფალი უხილავ სამეფოდ შემორჩენილა, იმ ციდა ქვეყანაში კი, აბჯრის ჯაჭვის რგოლისხელა რაინდი გამაგრებულა და თავად უჩინარი, მტერს გაუგონარი სიძლიერით ერკინებაო.
აბჯრის ჯაჭვის რგოლისხელა რაინდმა კი, ამასობაში ას ნატერფალამდე გააფართოვა თავისი ქვეყნის საზღვრები, სამკვიდროს შესაფერისად ტანიც აიყარა და ციხესიმაგრის გოდოლზე მამაპაპისეული დროშაც ააფრიალა.
გადამთიელ რაინდ ფლუს სასაცილოდ არ ეყო უფლისწულის მამაცობა. ბნელი თავლიდან სამ წელიწადს ნამწყვდევი ბუღა გამოუშვა და დღის სინათლისგან გადარეულ პირუტყვს ციცქნა სამფლობელოსკენ შემოუძახა.
გავეშებულ ხარს უფლისწული რქაში სწვდა და თვალისდახამხამებაში მოუსავლეთში გასტყორცნა.
მალე იმ ბუღას სასეიროდ ადევნებული ბრბოც ზედ მიაყოლა.
…და უკვე სამკვიდროს საზღვრები ჟამიერას ათას ნატერფალს გაუტოლდა.
თანდათან თავადაც მეფური ღირსებით იმოსებოდა.
მაგრამ მტერი ახლა უკვე ფრთხილობდა და მზაკვრობას მოუხშირა. თითქოსდა მოყვრულად მოთვალთვალენი უფლისწულის სამფლობელოს ათასგვარ ხიფათს უმზადებდნენ.
ერთხელ, ზღვისპირეთიდან გველეშაპი შემოიტყუეს. ის-ის იყო სანაპიროს მზისგულზე მიძინებული უფლისწული გაუმაძღარ ურჩხულს უნდა გადაესანსლა, რომ აბეზარი მწერების მოსაგერიებლად მოქნეული რაინდის ხელი ყბაში მოხვდა და საითკენაც გაისტუმრებდა თავადაც მიხვდებოდით.
გამასპინძლებული მტერი არ ისვენებდა.
ახლა მთაგრეხილის მხრიდან გამოხრეს მწვერვალი და ბინძური კასრები შემოაგორეს.
უფლისწული დროზე მიუხვდა მუხანათობას და სამეფო დროშა წყალვარდნილის სათავესთან გადაიტანა.
მტერი ამჟერად მოტყუვდა. ეგონათ უფლისწულის სატახტოსკენ ვაგრძელებთ გვირაბის თხრასო.
ჰოდა, თხარეს, თხარეს და ხვრელის ბოლოში საჯალათო მოაწყვეს.
უზარმაზარი, ალესილი ნაჯახი მიწაში ყუით ჩაადუღაბეს.
იფიქრეს: ფეხქვეშმიწაგამოცლილი რაინდი თავისი გაათსაკეცებული ძალით დაასკდება ცულის ბასრ პირს და მეტოქის ”მოუსავლეთში” გატყორცნის ძალაც საბოლოოდ წაერთმევაო.
მაგრამ მფარველმა ანგელოსმა სხვაგვარად ინება…
როგორც კი წყალვარდნილმა მიწა ჩაიტანა, გვირაბი ჩარეცხა და მუხანათები იმ კასრებიანად ქედსგაღმა გასტყორცნა…
აიფოფრა მოსეირე ფლუ და დაიქდანა:

-მე მაგას ვასწავლი ჭკუასო!..

ჰოდა, მოდით გამოვიჩინოთ სიქველე და გამჭრიახიობა. შემწეობა აღმოვუჩინოთ ჭეშმარიტ მემკვიდრეს.

ზღაპარ-თამაშის გაგრძელება თქვენთვის მოგვინდვია…

აბა, სინჯეთ და განსჭვრიტეთ გადამთიელ ფლუს ქადილი და მტრის მორიგი შემოტევა.

დაფიქრდით, ვის ან რას გაგზავნით მოუსავლეთში.

შესძელით თანამოლაშქრეობა და თავად გადაადგილეთ უფლისწულის სამკვიდროს ”ზღვარბოძები”.

ურაკპარაკის წარჩინებულ მოთამაშეს ენიჭება უფლება ეწოდოს ”უფლისწულის თანამოლაშქრე”

ზღაპარ-თამაშის ავტორები; ”უფლიუსწულის თანამოლაშქრენი”, მხატვარი ანზორ თოდრია. საქ. დემოგრაფიული საზოგადოება, გამომცემლობა ”კიდევაც დაიზრდებიან”. 1991წ.

მინაწერი:

თავისებური მინიშნებებით დამუხტული ამბავი, მთლად ზღაპარს რომ არ ჰგავს, ალბათ თქვენც მიხვდით.

არც, ცნობილი მხატვრის ანზორ თოდრიას ილუსტრაციებია სინამდვილეს მოკლებული…

ჰოდა, ყოველი მათგანი გავმაგრდეთ მამაპაპისეულ ”ნატერფალში” და გავძლიერდეთ. მერე ანგელოსიც წამოგვეშველება…

ისე კი, მართლაც, რომ ბრძნული შეგონებაა: დროზე მოწოდებული ფარი ხმალიაო, და თუ ამასაც გავითვალისწინებთ: სანამ შეხვიდოდე გამოსვლაზე იფიქრეო… დარწმუნებული ვარ ”გვეშველება კიდეც!”

”He gives twice who gives quickly”…

”Look Before you jump”…

"Knowledge is a second light and has bright eyes"…

====

THE TRUTHFUL GEORGIA

----------------------------------------------


Комментариев нет:

ფიქრობ, მსჯელობ, სუნთქავ წრფელად...